ბუფონი ბედნიერია ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებით
საკმაოდ გრძელვადიანი პაუზის შემდგ , ბიანკონერი ევროპის უპრესტიჟულეს გათამაშებას დაუბრუნდა , რაც არა მარტო ტურინული გრანდის გულშემატკივარს ახარებს . ჟურნალისტებთან საუბარში ჯანლუიჯი ბუფონიც ბედნიერი ჩანს და არ მალავს ემოციებს , რომელიც გამოწვეულია ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებით : ” სასიამოვნო იქნება კვლავინდებურად ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა , რომელსაც ბოლო პერიოდში საკუთარ დივანზე მოკალათებული ვუსმენდი , რაც ვფიქრობ უსამართლობა იყო ” . ტურინელები 19 სექტემბერს დაიწყებენ საკუთარ თავგადასავალს სტემფორდ ბრიჯზე , სადაც მათი მეტოქე ამჟამინდელი ჩემპიონი იქნება . პლიუს ამასთან აპენინელებს შახტართან და ნოდშელანდთანაც მოუწევს დაპირისპირება . ჯიჯის ასევე მის კონტრაქტზე დაეკითხნენ , რომელსაც ძალა 2013 წელს ეწურება : ” ეს ის პრობლემაა , რომელიც ბოლო პოზიციაზე მიყენია . საერთოდ არ მეჩქარება ამ საკითხის განხილვა “ . ჟურნალისტების მტკიცებით , ჯიჯი და ბიანკონერის ხელმძღვანელობა სულ მალე გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას .
წყარო : football-italia
რაღა დავმალო და მეც უსაზღვროდ ბედნიერი ვარ იუვეს ლიგაზე დაბრუნებით
აბა თქვენ იცით წარმატებები

მიდით ბიჭებო თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ რააა

ატლეტიკომ რო უყო ისეთი მაინც შეუსრულოთ;)

დროზე გავიდეს ეს დღეები ლიგის თამაშებს ველოდები მაგრად
ბუფონი მაგარია :))) 