ანალიზი: “ჩელსი” – “იუვენტუსი” “სტემფორდ ბრიჯზე”
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან ექვსი “ბიანკონერო” გასული ევროპის პირველობის ვერცხლისმედალოსანია, ბევრისათვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს ჩათვლით, იტალიის ჩემპიონებს “ჩელსის” დაჩოქებისათვის სერიოზულად გარჯა მოუწევთ. ამასთან ის, რომ გუნდი უკვე 41 შეხვედრაა “სერია ა” -ში არ მარცხდება ამტკიცებს, “ბებერი ქალბატონის” 3-5-2 ფორმაცია ყველა მეტოქეს მშვენივრად ერგება…
წარმატებისათვის “იუვენტუსს” თავისი ფეხბურთის ჩვენება მოუწევს. თანამედროვე ფეხბურთში გამარჯვების გასაღები ნახევარდაცვაა, თუ მოედნის შუა მესამედს ფლობ, მიზნის მიღწევა ადვილდება. პირლოს, მარკიზიოსა და ვიდალთან ერთად ტურინელები მსოფლიოში მხოლოდ “ბარსელონას” თუ უთმობენ ადგილს. პირლო არაფრით ჩამოუვარდება ხავის, ვიდალს კი, შესაძლოა, გუნდისთვის ბურთის მოპოვება პლანეტაზე საუკეთესოდ გამოსდიოდეს.
თუ ეს ტრიო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ნაკლებ სავარაუდოა “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებმა ბევრი რამ დაუპირისპირონ მას ლამპარდისა და ობი მიკელის ამარა, ამ უკანასკნელებმა “სუპერთასის” მატჩში კოკესა და გაბის შემოტევებს ვერ გაუძლეს.

ინგლისელები თავდაცვისას ხშირად თავისი 4-2-3-1 -დან 4-4-1-1 -ზე გადაჯგუფდებიან ხოლმე, როცა მატა და რამირესი იწევენ უკან. “ჩემპიონთა ლიგაში” ამ ტაქტიკამ გაამართლა, ლონდონელებს ხშირად უწევდათ მასირებულ თავდაცვაზე გადასვლა, განსაკუთრებით ეს “ბარსელონასა” და “ბაიერნთან” გამოჩნდა. თუმცა მოვლენების ასეთ განვითარებაზე ანდრეა პირლო ალბათ სულაც არ იტყოდა უარს, პირიქით, როგორც ინგლისთან მატჩში იყო, თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში.
გასულ სეზონში “ჩელსი” გუნდის ავტობუსს ხშირად პირდაპირ “კარის ხაზთან აყენებდა” და ამან შედეგიც გამოიღო, წინ წასვლამ და შემტევმა ფეხბურთმა კი გუნდი “ატლეტიკოსთან” განადგურებამდე მიიყვანა. “არისტოკრატები” არც კონტრშეტევებზე ბრწყინავენ სისწრაფის ნაკლებობის გამო, “სუპერთასზეც” მხოლოდ სტანდარტებიდან აჩენდნენ კლანჭებს, ისიც ფალკაოს ჰეთთრიკამდე. ამიტომაც ნელ “ჩელსის” ეფექტურად შეუძლია “იუვენტუსმა” რეაქტიული ფეხბურთი დაუპირისპიროს.
“ჩელსი” სახლში ითამაშებს და უნდა თუ არა, მოუწევს შეტევაზეც იფიქროს, ამისათვის კი ინგლისელებს გასული ზაფხულის შენაძენი ედენ აზარი ჰყავთ. “ბიანკონერებს” ბელგიელ ვუნდერკიდთან მოუწევთ გამკვლავება. არც ფერნანდო ტორესი იჯდება უქმად, ესპანელი გასული ევროპის ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში უქმნიდა პრობლემებს “აძურის”. მეტოქეთა ჩანაფიქრის ამოკითხვა და ტორესის განეიტრალება ბონუჩის მოუწევს, ეს კი ესპანეთთან მატჩში სულაც არ გამოსდიოდა იტალიელს, რასაც ხორდი ალბას გოლი მოჰყვა საკმაოდ სწორხაზოვანი და წაკითხვადი გადაცემის შემდეგ.
“ჩელსის” მთავარი იარაღი ფიზიკური სიძლიერე და სტანდარტული მდგომარეობები იქნება. “სტემფორდ ბრიჯზე” სწორედ სტანდარტებიდან შეძლეს “ნაპოლიზე” გამარჯვების მოპოვება მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში დი მატეოს შეგირდებმა. დასავლეთ ლონდონელებმა მეორე სართულზე მოგებული ორთაბრძოლების ხარჯზე გაიტანეს ოთხიდან სამი გოლი დე სანკტისის კარში.
ევროპის მოქმედ ჩემპიონებს რამდენი აშკარა სისუსტე აქვთ, რაზეც ფალკაო და მისი თანაგუნდელები აუცილებლად დაგვეთანხმებიან. ყველაზე მეტი შეცდომა მონაკოში ბრანისლავ ივანოვიჩმა და დავიდ ლუისმა დაუშვეს. ფილიპ ლუიზს, როდრიგესსა და ადრიანს საერთოდ არ უგრძვნიათ ამ უკანასკნელის მოედანზე ყოფნა, ივანოვიჩს კი – თუკი ახალ შენაძენს ასპილიკუეტას არ არჩევენ – კვადვო ასამოასთან გამკლავება მოუწევს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ითაკილებს ვიზავისთან ერთი-ერთზე დაპირისპირებებს. თავისმხრივ, ლუისი ხშირად უჩივის კონცენტრაციის ნაკლებობას, რამაც ცოტა ხნის ფალკაოს პირველ ორ გოლამდე მიიყვანა “ჩელსი”.
“იუვენტუსთან” მატჩში გუნდს დისკვალიფიკაციიდან დაუბრუნდება ჯონ ტერი, რაც ნამდვილად არ არის ტურინელთათვის კარგი ახალი ამბავი. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ხუთ მატჩში “ლურჯებმა” ცხრა გოლი გაუშვეს, ასევე “ვიგანმა”, “მანჩესტერ სიტიმ” და “ატლეტიკომ” 13-18 დარტყმა მიიტანეს საშუალოდ “ჩელსის” კარზე, ვივარაუდოთ, “ბიანკონერებს” თავისი შანსები მიეცემათ. საქმე ისაა, შეძლებენ თუ არა ვუჩინიჩი და ჯიოვინკო მათ გამოყენებას. მომენტების გამოუყენებლობა ტურინელი გიგანტებისთვის მთავარი პრობლემა იყო შარშან, გუნდის ბომბარდირმა მატრიმ მხოლოდ ათჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
ტურინელებს ვერ დაეხმარება ანტონიო კონტეც, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო მასიმო კარერა ჩაანაცვლებს. კონტეს ქარიზმა და შემართება უდაოდ დააკლდება გუნდს ორწლიანი არყოფნის შემდეგ “ჩემპიონთა ლიგაში” გამართულ პირველ შეხვედრაში.
“ბიანკონერისათვის” ერთი ქულა ლონდონში მშვენიერი შედეგი იქნება, მაგრამ თავისი თამაშის ჩვენების შემთხვევაში, ტურინელები გამარჯვებისთვისაც იბრძოლებენ. ოთხშაბათს გულშემატკივარს დაუვიწყარი საღამო ელოდება.
კარლო კარგანეზე, goal.com
ისე შაბათს რო გვეთამაშა ჯენოასთან რატო არა?
ერთ დღეს მოვიგებდით, როგორც მილანი აკეთებს 
Nachke
საღოლ გიო, ჩაატარე შენებურად
გაუმარჯოს ბიჭებო
დღეს დავრეგისტრირდი ძაან მომწონს ეს საიტი : ))
თქვენიანი ვარ FORZA JUVEE
რაც შეეხება ჩელსის,ვფიქრობ იტალიაში შანსი არ აქვს არანაირი
ინგლისში რთული თამაში იქნება და დიდი ეჭვი მაქვს ფრეს უნდა გამოვკრათ ხელი
გაუმარჯოს ძმა

დათკა
gigajoxajuve1897
d a v i d
dato_juventino
გაიხარეთ ძმებო
ვარღვევთ ჩელსის??
) მანამდე დიდი ვერაფერი იყო
პირლო გენიაა რა თქმა უნდა,ორი აზრი არაა მაგაზე… პირლო იყოს კარგად და არ მინდა სხვა არავინ და არაფერი…
ხავისთან შედარებას რაც შეეხება მეტნაკლებად თანაბარი დონის არიან,მარა უფრო პირლოს ვანიჭებ უპირატესობას… ხავი პირლოსთან შედარებით ცოტა გვიან გაიხსნა 2008-დან,(ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ამ ”გახსნას” მე ინიესტას ვაბრალებ
აუ ძან კაი სტატია იყო მართლაა ძან მაგარი იგრა გველოდება ჩელსთან იმედია თავს დადებენ და მოგება თუ არა ქულით რო წამოვიდეთ პირადათ მე კმაყოფილი ვიქნებიი

კარგი სტატიაა გაიხარე nachke
მაგარს გავარგვევტ ჩელსის მოსაგები სადაა

მომკალი და მაინც მგონია რო ჩელსი თავს გეიგიჟებს და დაგვამწუხრებს იუვეს ფანებს
( მარა რაც ვიწინასწარმეტყველე არაფერი ახდა და რაღა მაინდამაინც ეს ახდება) 
გიო ჯიგარი ხარ ძმა ! გენიალური სტატიაა ! ჩვენ რომ შეგვფერის ისეთი
ძალიან კარქი სტატიაა დიდათ ვისიამოვნეე მადლობა ავტორრრრრ
უნდა გავხიოტ ჰელსი ჰვენი დრო მევიდა ფორზა ჯუვეეეეე

რაც სტატიაში წერია არცერთი სიტყვა რეალობას მოკლებული არარის…იგივე პირლო და ხავის შედარებასთან დაკავშირებითაც და ვიდალზეც…ვიდალს აქ ძალიან ბევრი სათანადო დონეზე ვერ აფასებს, არ ვიძახი რომ მსოფლიოში N1 ბურთის ამრთმევია და ყველას ჯობს მის პოზიციაზე, მაგრამ მისნაირი ბევრი ვერ არის დღევანდელ ფეხბურთში. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია…არამგონია ჩელსიმ ძაანაც ჩაკეტოს ტამაში, მაინც ინგლისშია და ალბათ უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ბარსასთან თამაშისგან განსხვავებით, რაც უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. ბონუჩიმ ეუროზე ტორესთან ჭიდილში გამოცდილება დააგროვა გარკვეულწილად და იმედია გაუმკლავდება მაგ პრობლემას, მთავარი პრობლემა კი მაინც აზარია..როდის რას მოიმოქმედებენ ეგ და მატა არავინ იცის რა… ბუფონზე და ჩეხზეც იქნება ბევრი რამე დამოკიდებული, იმედია ჯიჯი სათანადოდ… Read more »
კაიფობთ ხავი რო ბარსას ზამენას ხეხავდა პირლო ლიგას იგებდა,,პირლოპირლო პირლო
ჩვენი ფერბურთი უნდა ვითამაშოთ სტემფორდ ბრიჯზე, მაქსიმალურად ვეცადოთ სამი ქულის აღებას, თუმცა არც ქულა იქნება ბრიტანეთში ურიგო ))
რაც შეეხება სტატიაში თქმულ პირლო-ხავის შედარებას, რაც ესპანეთისთვის და მისი ბარსასთვის გააკეთა ხავიმ, იმაზე ნაკლები ნაღდად არ გაუკეთებია ანდრეას მილანში და იუვენტუსში ))მე პირადად ორივეს საუკეთესო ნახევარმცველად ვაღიარებ, მაგრამ რადგან იტალიელია პირლოსადმი მეტი სიმპათია გამაჩნია )) იტალიელებს პირლო ჰყავთ, ინგლისელებს ლამპარდი – ჯერარდი, ესპანელებს ხავი-ალონსო და ასე..
share არ აქ ამას :D ? იმდენი ჩელსის ფანი მყავს facebookze ვაჩვენოო
მთავარია მომენტი გამოვიყენოთ და მოვიგებთ.. იმედია არ დაიწყებენ მაზვას როგორც (ყოველთვის)

იმენა შემტევს ითამაშებს იუვე
უეჭველი!
” არც ხავი(ს)
არ ჯობია პირლო(ს)
”
Nachke
ს
სადღაც თანაბარი ძალის გუნდები ვართ ალბათ, პლიუს ამას გასვლაზე ვითამაშებთ და პლიუს ამას ინგლისელებთან გვიჭირს ყოველთვის. მოკლედ მაგარი თამაში იქნება…
1juve
” არც ხავის არ ჯობია პირლო”
არ იუ შორ ებაუთ ზეთ?
მთლად მასე არაა საქმე, არც ვიდალია საუკეთესო და არც ხავი არ ჯობია პირლო

ძან გაგვიჭირდება ჩელსის გაჩერება აზარი ტორესი მატა ერთერთი საუკეთესო ტრიოა(თუ საუკეთესო არა) თუ ფორმაში არიან
დაცვაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული თუ გოლს არ გავუშვებთ გატანით უეჭველი გავიტანთ