ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიალი : ” ” იუვენტუსს ” ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს ”

ჯანლუკა ვიალი , ყოფილი კლუბების მოახლოებულ შეხვედრას შეეხო და აღნიშნა , რომ ორივე მათგანს მიმდინარე სეზონში ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს : “ ეს გახლავთ დაპირისპირება , სადაც კლუბებს მოუწევთ საკუთარი სიტყვის თქმა ხმამაღლა . გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბრუნდება , მაშინ როდესაც ლონდონელები ჩემპიონის სტატუსით იწყებენ ბრძოლას . პლიუს ამასთან არისტოკრატებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უამრავი ცვლილება განახორციელეს და კიდევ უფრო გაძლიერდნენ , მიუხედავად იმისა , რომ გუნდი დიდიე დროგბამ დატოვა . ” იუვენტუსის ” მიზნები ? ვფიქრობ , მიმდინარე წელს ისინი გამოიყენებენ სამომავლო პერსპექტივისითვის , თუმცა რაც არ უნდა იყოს ფაქტია , რომ ერთადერთი კლუბი რომელსაც ძალუძს სათანადო დონეზე დაიცვას იტალიის სახელი ევროპაში ეს სწორედ ბიანკონერია . ხაზი გავუსვათ იმ ფაქტსაც , რომ მაროტამ დიდებულად იმუშავა და დააკომპლექტა ჩემპიონი გუნდი ასამოათი , ისლათი და ჯიოვინკოთი . ბენდტნერი ? არ ვიზიარებ მათ აზრს , რომლებიც თვლიან , რომ ჯუზეპემ შეცდომა დაუშვა . ნახა რა ტურინმა , რომ ჩემპიონის ყიდვა გამორიცხული იყო , მათ არ დაიწყეს ფულის უაზროდ ფლანგვა ისეთ მოთამაშეში , რომელიც გარანტიას ვერ მოგვცემდა წარმატების მოტანაში . იმედი მაქვს , რომ დანიელი პროდუქტიულად იასპარეზებს და არ შეეცდება იმაზე მეტი წარმოდგენის შექმნას საკუთარი თავიდან , ვიდრე რეალურად არის . დრო და დრო ცდილობს განსაკუთრებულის გამოგონებას , ეს კი მისი საქმე არაა . უმჯობესია ეს საქმე ვუჩინიჩს დაუტოვოს . კონცენტრირება ფიზიკურ სიძლიერეზე უნდა მოახდინოს რაც გააჩნია და დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაში არა ერთ გოლს გაიტანს ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

24 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga joxadzee
11 years ago

ვიალი მაგრათ მევასებააა არა ოდა

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
ფაქტიურად შანსი არ მიცემია მის მერე ხან მატრის გადაყვა და ხან ბორიელოს
რას გიშავებს ახლა? ჩათვალე რო 4 თავდამსხმელი გვყავს
შეგაცვლევიებს კვალი აზრს ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტ გოლს რო გაიტანს :chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
ნახე ის ვიდეო? ყველა ერთმანეთზე უკეთესია კაცს ჩვეულებრივი გოლი არააქ გატანილი
შენი აზრით რატო დარჩა გუნდში სამი სატრანსფერო ფანჯარაა უკვე? ხო არაფერი არ გაუკეთებია ერთი შეხედვით, მარა მაინც დიდი ძალაა და მაინც იმედია როცა კვალიარელა გყავს სკამზე და თუ ვინმეს არ წაუვა თამაში მისი იმედი შეიძლება გქონდეს
თვითონაც იუვენტინოა და გუნდისთვის სკაზეც ჯდება, არ გაუჭირდებოდა მაგას კატანიას და ჯენოად დონის გუნდში ლიდერობა მარა დარჩა გუნდში და უფერულად არ ჩაივლის მისი იუვეში ყოფნა
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
ნაკრებში გაქ ნანახი? მსოფლიოზე ვინ იყო გუნდის მთავარი იმედი? ვინ ითვლებოდა იტალიის მომავლად მაგ დროს? ტრამვა რო არ მიერო ახლაც ნაკრების ლიდერი იქნებოდა
ყველაზე მეტად მომწონს იუვეში მარა მინდა რო წავიდეს სხვაგან გაიხსნება სათამაშო დრო რო ექნება და ნაკრებს გამოადგება
ჯერ კიდე შეუძლია თავის სიტყვა თქვას
მატრის რო ადარებთ (მატრის პირად ფანებს არ ვგულისხმობ) ერთი შეხედვით თუ ვერ ამჩნევთ სხვაობას ფეხბურთთან არც ისე ახლოს ხართ
იუვეში თუ არ გიყურებია მისი თამაში (მანამდე არ მგონია სპეციალურად კვალის გამო გენახა სხვა გუნდში) ამიტო იუთუბსი მაინც ნახე
Fabio Quagliarella შეიძლება ვინმემ კვალის სახელის და გვარის დაწერაც არ იცის სწორად :chuvak:

Samtrediel90
11 years ago

წავიდეს წავიდეს ჩვენც დაგვასვენებს…
იყო-ს არ აქ მნიშვნელობა,ეხლა რა არის იმას შეხედე,ეგ სხვების ფონზე ჩანდა ნიჭიერად… მაგის იმედზე თუ ვიყავით კაი შედეგიც მივიღეთ…
ეგ ტრამვა ვის არ მიუღია მარა კი უთამაშიათ მერე

Samtrediel90
11 years ago

იყო? მასე მეც მაგარი ვიყავი ეზოში მარა ვერ განვვითარდი… :chuvak: ეხლა რა ჩოილარია იმას შეხედე,სრულიად უვარგისია

Di Francesco # 1
11 years ago

http://www.youtube.com/watch?v=cCrRpHgZU0Q
კვალიარელა იტალიაში ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელი იყო უბრალოდ ისე ვერ განვითარდა როგორც საჭირო იყო
1 გოლზე ორი ყველაზე ამგარი ფეხბურთელი იუვესი :love: :love: :love: , მეორეს ნაკრების ტრეინერად ველოდები :chuvak: :love:

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
აბა ჯოვინკო ვინაა?
კვალიარელას გოლები მემგონი შენ იყავი რო განახე, იმ ათეულში რა გოლებიც იყო თუ მანახებ იმ გოლებზე უკეთესს იუვეს ფეხბურთელების მიერ გატანილს, მაშინ ვიტყვი რო ბურთის მომტანია ათივე ერთერთი საუკეთესოა იტალიაში

Samtrediel90
11 years ago

ჯოვინკოც და მირკოც მეორე ფორვარდებია…
ლამაზი ბურთები არავის აინტერესებს,მითუმეტეს რო იუვეში არც აქვს ეგ ლამაზი გოლები გატანილი,ერთი მაკრატელას თუ არ ჩავთვლით,გატანილი აქ სადღაც ჭ კლასებში… გუნდს არ ადგება და ბურთის მომტანი მაინც იყოს მაგაში გამოდგეს…

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
რა შუაშია ძლიერი მირკო როდის გინახია გამთამაშებლათ? ეზოში არააქ მაგ პოზიციაზე ნათამაშები
სებას ფაქტიურად კონკურენტი არ ყავს, კვალიარელა არი ყველაზე მიახლოვებული

Samtrediel90
11 years ago

და იუვე სად გინახია გამთამაშებლით?? ლოოოლ :lool:
არ ვიცი სებას რა აქ მარა მირკოს რო გარანტირებული აქ ფაქტია
კვალიარელა კიდე ბურთის მომტანთანაა ყველაზე მიახლოებული

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
აბა სად დგას? :chuvak:
მირკოც ხელშეუხებელია და სებაც
ზამენაზე მატრი ვის ნაცვლად შემოდის სებას თუ მირკოს? ნეტა რატო?

Samtrediel90
11 years ago

მაშინ სებაც ცენტრფორვარდი ყოფილა :chuvak:
ზამენას არ აქ მნიშვნელობა,მთავარია ძირითადისთვის უფრო ძლიერს აქვს გარანტირებული ადგილი,მირკოს

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
პოზიციიდან გამოდინარე უნდა შეადარო აბა შენ რითი ადარებ? ჯიჯი ხო არ დავაყენოთ თავდამსხმასი ლეგენდაა მაინც იქნება რამე ქნას :blin:
მირკო იყო მეორე თავდამსხმელი რომში მარა დღეს დგას ცენტრალურის პოზიციაზე, ამიტო შეიცვლება უჩინიჩი თუ მოინდომებს კონტე სხვის დაყენებას

Samtrediel90
11 years ago

ცენტრში არა დაცვაში დგას… მირკო ხელშეუხებელია ბრატ… ეგ შენც კარგად იცი,პროსტო იხტიბარს არ იტეხავ :givi:

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
მირკო რაფერაა უკონკურენტო, შენი აზრით ის სამი კაცი იმიტოა იუვეში რო ახლოდან უყურონ თამაშს? მირკო სამივეს ჯობია (შეიძლება) მარა ისინი არიან მისი კონკურენტები პოზიციიდან გამომდინარე
რამდენი მეორე თავდამსხმელი გყავს გუნდსი რომელიც გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებს?

Samtrediel90
11 years ago

შეილება კიარა სამივეს ჯობია ულაპარაკოდ…
რა პოზიციიდან გამომდინარე,რეებს ლაპარაკობ :lool:
მეორე თავდამსხმელი ორი გვყავს გუნდში სება და მირკო,რომლებიც ორივე ძირითადშია,თუ არჩევანზე მიდგა საქმე მირკო უკონკურენტოა…

Di Francesco # 1
11 years ago

Henry14
ჯოვინკო პარმაში მარცხენა ნახევარმცველზე თამაშობდა ნაკრებში მეორე თავდამსხმელზე თამაშობს და შენ ცენტრალურ თავდამსხმელად დანიშნე იუვეში
სება უკონკურენტოა, არც განიხილება მაგის შეცვლა

Samtrediel90
11 years ago

ნაკრებში თორე ეგეც არ გლიჯავდეს ყველაფერს… სება არ ვიცი რა იყო და რა არის და უკონკურენტოა თუ არა მაგი ნაკლებად მნიშვნელოვანია მარა ვუჩინიჩი რო უკონკურენტოა ჯერ ეგ ცხადზე ცხადია… სებას ბევრი აქ დასამტკიცებელიიი,ძაალიაან ბევრიიი რო მირკოზე წინ დადგეეეს

Di Francesco # 1
11 years ago

1 ადგილზე 4 კაცია მირკო მატრი კვალი ბენტნერი
ბენტნერი არ უნდა მოეყვანათ, ჩემი აზრით არ მიეცემა შანსი

Samtrediel90
11 years ago

:up: :up: :up:
კიი,1 ადგილზე 4 კაცია,ოღონდ მატრი,კუალია,ბენტნერი და ჯოვინკო… და არა მირკო… მოგწონს თუ არა ეგრეა ჯერ :chuvak:

ალეკო კოკაია

მომწონს :bicho: :up: :up: :up: მაგარია

d a v i d
11 years ago

აჰა კიდევ ერთი ადამიანი ვინც მაროტას/პარატიჩის დუეტს აქებს და აქ კიდევ ლანძრავთ ზოგიერთები :boli:

Di Francesco # 1
11 years ago

“მათ არ დაიწყეს ფულის უაზროდ ფლანგვა ისეთ მოთამაშეში , რომელიც გარანტიას ვერ მოგვცემდა წარმატების მოტანაში” :up:
“უმჯობესი ეს საქმე ვუჩინიჩს დაუტოვოს” უფრო სებას :chuvak:

| Newsphere by AF themes.
24
0
Would love your thoughts, please comment.x