ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანალიზი: “ჩელსი” – “იუვენტუსი” “სტემფორდ ბრიჯზე”

 მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან ექვსი “ბიანკონერო” გასული ევროპის პირველობის ვერცხლისმედალოსანია, ბევრისათვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს ჩათვლით, იტალიის ჩემპიონებს “ჩელსის” დაჩოქებისათვის სერიოზულად გარჯა მოუწევთ. ამასთან ის, რომ გუნდი უკვე 41 შეხვედრაა “სერია ა” -ში არ მარცხდება ამტკიცებს, “ბებერი ქალბატონის” 3-5-2 ფორმაცია ყველა მეტოქეს მშვენივრად ერგება…

წარმატებისათვის “იუვენტუსს” თავისი ფეხბურთის ჩვენება მოუწევს. თანამედროვე ფეხბურთში გამარჯვების გასაღები ნახევარდაცვაა, თუ მოედნის შუა მესამედს ფლობ, მიზნის მიღწევა ადვილდება. პირლოს, მარკიზიოსა და ვიდალთან ერთად ტურინელები მსოფლიოში მხოლოდ “ბარსელონას” თუ უთმობენ ადგილს. პირლო არაფრით ჩამოუვარდება ხავის, ვიდალს კი, შესაძლოა, გუნდისთვის ბურთის მოპოვება პლანეტაზე საუკეთესოდ გამოსდიოდეს.

თუ ეს ტრიო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ნაკლებ სავარაუდოა “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებმა ბევრი რამ დაუპირისპირონ მას ლამპარდისა და ობი მიკელის ამარა, ამ უკანასკნელებმა “სუპერთასის” მატჩში კოკესა და გაბის შემოტევებს ვერ გაუძლეს.

 

ინგლისელები თავდაცვისას ხშირად თავისი 4-2-3-1 -დან 4-4-1-1 -ზე გადაჯგუფდებიან ხოლმე, როცა მატა და რამირესი იწევენ უკან. “ჩემპიონთა ლიგაში” ამ ტაქტიკამ გაამართლა, ლონდონელებს ხშირად უწევდათ მასირებულ თავდაცვაზე გადასვლა, განსაკუთრებით ეს “ბარსელონასა” და “ბაიერნთან” გამოჩნდა. თუმცა მოვლენების ასეთ განვითარებაზე ანდრეა პირლო ალბათ სულაც არ იტყოდა უარს, პირიქით, როგორც ინგლისთან მატჩში იყო, თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში.

გასულ სეზონში “ჩელსი” გუნდის ავტობუსს ხშირად პირდაპირ “კარის ხაზთან აყენებდა” და ამან შედეგიც გამოიღო, წინ წასვლამ და შემტევმა ფეხბურთმა კი გუნდი “ატლეტიკოსთან” განადგურებამდე მიიყვანა. “არისტოკრატები” არც კონტრშეტევებზე ბრწყინავენ სისწრაფის ნაკლებობის გამო, “სუპერთასზეც” მხოლოდ სტანდარტებიდან აჩენდნენ კლანჭებს, ისიც ფალკაოს ჰეთთრიკამდე. ამიტომაც ნელ “ჩელსის” ეფექტურად შეუძლია “იუვენტუსმა” რეაქტიული ფეხბურთი დაუპირისპიროს.

“ჩელსი” სახლში ითამაშებს და უნდა თუ არა, მოუწევს შეტევაზეც იფიქროს, ამისათვის კი ინგლისელებს გასული ზაფხულის შენაძენი ედენ აზარი ჰყავთ. “ბიანკონერებს” ბელგიელ ვუნდერკიდთან მოუწევთ გამკვლავება. არც ფერნანდო ტორესი იჯდება უქმად, ესპანელი გასული ევროპის ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში უქმნიდა პრობლემებს “აძურის”. მეტოქეთა ჩანაფიქრის ამოკითხვა და ტორესის განეიტრალება ბონუჩის მოუწევს, ეს კი ესპანეთთან მატჩში სულაც არ გამოსდიოდა იტალიელს, რასაც ხორდი ალბას გოლი მოჰყვა საკმაოდ სწორხაზოვანი და წაკითხვადი გადაცემის შემდეგ.

“ჩელსის” მთავარი იარაღი ფიზიკური სიძლიერე და სტანდარტული მდგომარეობები იქნება. “სტემფორდ ბრიჯზე” სწორედ სტანდარტებიდან შეძლეს “ნაპოლიზე” გამარჯვების მოპოვება მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში დი მატეოს შეგირდებმა. დასავლეთ ლონდონელებმა მეორე სართულზე მოგებული ორთაბრძოლების ხარჯზე გაიტანეს ოთხიდან სამი გოლი დე სანკტისის კარში.

ევროპის მოქმედ ჩემპიონებს რამდენი აშკარა სისუსტე აქვთ, რაზეც ფალკაო და მისი თანაგუნდელები აუცილებლად დაგვეთანხმებიან. ყველაზე მეტი შეცდომა მონაკოში ბრანისლავ ივანოვიჩმა და დავიდ ლუისმა დაუშვეს. ფილიპ ლუიზს, როდრიგესსა და ადრიანს საერთოდ არ უგრძვნიათ ამ უკანასკნელის მოედანზე ყოფნა, ივანოვიჩს კი – თუკი ახალ შენაძენს ასპილიკუეტას არ არჩევენ – კვადვო ასამოასთან გამკლავება მოუწევს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ითაკილებს ვიზავისთან ერთი-ერთზე დაპირისპირებებს. თავისმხრივ, ლუისი ხშირად უჩივის კონცენტრაციის ნაკლებობას, რამაც ცოტა ხნის ფალკაოს პირველ ორ გოლამდე მიიყვანა “ჩელსი”.

“იუვენტუსთან” მატჩში გუნდს დისკვალიფიკაციიდან დაუბრუნდება ჯონ ტერი, რაც ნამდვილად არ არის ტურინელთათვის კარგი ახალი ამბავი. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ხუთ მატჩში “ლურჯებმა” ცხრა გოლი გაუშვეს, ასევე “ვიგანმა”, “მანჩესტერ სიტიმ” და “ატლეტიკომ” 13-18 დარტყმა მიიტანეს საშუალოდ “ჩელსის” კარზე, ვივარაუდოთ, “ბიანკონერებს” თავისი შანსები მიეცემათ. საქმე ისაა, შეძლებენ თუ არა ვუჩინიჩი და ჯიოვინკო მათ გამოყენებას. მომენტების გამოუყენებლობა ტურინელი გიგანტებისთვის მთავარი პრობლემა იყო შარშან, გუნდის ბომბარდირმა მატრიმ მხოლოდ ათჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

ტურინელებს ვერ დაეხმარება ანტონიო კონტეც, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო მასიმო კარერა ჩაანაცვლებს. კონტეს ქარიზმა და შემართება უდაოდ დააკლდება გუნდს ორწლიანი არყოფნის შემდეგ “ჩემპიონთა ლიგაში” გამართულ პირველ შეხვედრაში.

“ბიანკონერისათვის” ერთი ქულა ლონდონში მშვენიერი შედეგი იქნება, მაგრამ თავისი თამაშის ჩვენების შემთხვევაში, ტურინელები გამარჯვებისთვისაც იბრძოლებენ. ოთხშაბათს გულშემატკივარს დაუვიწყარი საღამო ელოდება.

 

კარლო კარგანეზე, goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

38 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gela kulikovi
12 years ago

როდის მოვა ოტხსჰაბატი კაროჰე :forza:

gela kulikovi
12 years ago

ვახ ახლებიც გვყავს უკვე ფორზა ჯუვე გავკარი ჰელს არაპერი გუნდია მოუგებტ ერიტი სული მაკვს როდის გაიჰიტება კადრი ჰემპიონტა ლიგიდან ჰემი ჯუვე რომ გაედზრობა სტეფორდ ბრიჯზე :forza:

sandro palavandishvili
12 years ago

კაი იქნება პირველი თამაში გამარჯვების მოპოვება,მითუმეტეს რომ ევროთასებზე ფეხბურთელებსაც და ტიფოზებსაც გამარჯვება სწყურიათ

juvento
12 years ago

ერთი სული მაქ როდის ჩავჯდები და აი გემრიელად ვუყურებ ლიგის თამაშს. რამდენი ხანია ამ გრძნობას არ შევუწუხებივარ და აი ეხლა ისე ხმაურიანად უნდა დავბრუნდეტ, რო ვერ დაივიწყონ ჩელსიმ და სხვებმაც. შემოგევლეთ ჯიგრებოო :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

baqari kilasonia
12 years ago

იუვე ფინალში გავა უეჭველიი!!!!!!!!!!

| Newsphere by AF themes.
38
0
Would love your thoughts, please comment.x