კონტეს სამომავლო ტაქტიკური იდეები …
იტალიური პრესის მოსაზრებით , მიმდინარე სეზონში ” იუვენტუსი ” განსხვავებული ტაქტიკური სქემებით იასპარეზებს . მიუხედავად დისკვალიფიკაციისა , კონტე კონცენტრირებულია გრძელ და დამღლელ სეზონზე . ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა 3-5-2 წყობით დაიწყო ჩემპიონატი , თუმცა არც სხვა სქემებისთვის უკვრია ხელი . შესაძლოა ანტონიომ 4-3-3 დააბრუნოს , თუმცა ჯერ ჯერობით ეს იდეა ყურადღებით მუშავდება , რადგან აუცილებელია იმის გაგება რამდენად კარგად მოერგებიან კონკრეტული ფეხბურთელები ამ სქემას . არ არის გამორიცხული საერთოდ ინოვაციური იდეით გამოვიდეს ” იუვენტუსი ” და 3-3-4 იასპარეზოს ანდაც დაუბრუნდეს ძირძველ 4-2-4 -ს სადაც ერთ ერთი ცენტრ ფორვარდი უკან იწევს ხოლმე და საშუალებას აძლევს ფლანგელ გარემარბებს აგრესიულად ჩაერთონ შეტევაში . ასეთ შემთხვევაში ხელფეხი ეხსნება ვუჩინიჩს , რომელიც იდეალურად გრძნობს თავს , თუმცა არც ჯიოვინკოს დავიწყებაც შეიძლება ამ სქემაში . აღსანიშნავია ლიხტშტაინერის და ასამოას საიმედო ასპარეზობა როგორც წინა ხაზში ასევე რა თქმა უნდა დაცვაშიც . კონტეს მათი სახით აქვს გარანტი საიმედოობისა ფლანგებზე , რაც ასე აკლდა გუნდს გასულ წლებში . სხვათაშორის სცენაზე შესაძლოა სულ მალე მაურისიო ისლა გამოჩნდეს , რომელიც სულმოუთქმენლად ელის დებიუტს ბიანკონერის მაისურით . თუმცა , ეს ბოლო გეგმა როდია . არსებობს კიდევ ერთი იდეა ფანტაზისტასთან ერთად , რომელიც სავარაუდოდ ჯიოვინკო იქნება ან ვუჩინიჩი – 3-4-1-2 …
წყარო : Tuttojuve
მომენატრა ამის ხელების შლა და ჩხავილი აუდის ხაზთან….
ფანტაზისტა უფრო ვუჩინა
არამგონია 3-3-4 ით ითამაშონ იმიტო რო მაგ შემთხვევაში ძალიან ბევრი სირბილი მოუწევს თითოეულს… უფრო ჯობია დაცვის დროს როგორც ეხა იცავენ თავს ისე ქნან და შეტევის დროს მოსულა 334
juve-fan
ეტყობა ნახა 

კონტემდეც იყო მაგ ტაქტიკა
https://forzajuve.ge/?p=35327&cpage=2#comments
ქვევიდან მერვე კომენტარი ნახე
აი ეს მომწონს რაა ეხლა უკვე ჩვენ უნდა შევქმნათ სიახლეები და სხვებმა ისწავლონ ჩვენგან

konte igonebs imena. 3-3-4 it memgoni aravis utamashia. :D :D :D
bero-juve10

ლიხშტაინერი სად დავაყენო მერე თავდამსხმაში?
დაცვაში მაგარია და იატლიაში ერთერთი საუკეთესოა ამრა წინ რო მიდის იბნევა და 1 საათი ფიქრობს რა გააკეთოს, დასწრებაზე კაია მარა ბურთთან ერთად ვერაფერს ვერ აკეთებს
პეპემ რა დაგიშავა ითამაშა და არ მოგეწონა?
ტრამვა ქონდა და მიტო არ იყო აქამდე ახლა დაუბრუნდება სასტავს
ეს 3 5 2 არ მომწონს
დაცვასი 3 აკცი უეჭველი უნდა იყო ბარძალი ბონუჩი კიელინი
ნახევარდაცვაში 3 უეჭველი პირლო მარკიზიო ვიდალი
წინ 2 უეჭველი სება მირკო დანარჩენი ორი ვინ იქნება საინტერესოა, პეპე ლიხშტაინერი კასერესი დეჩელიე ასამოა ისლა მატრი და სად?
მინიმომ 7-8 კაცს აქ სასტავში თამაშზე პრეტენზია, ვინც ზამენის კაცად ითვლება
ყველაზე მაგარი 3-3-4 იყო რააა :) ესე თამასობს ვინმეე?
ხანდახან რო 4 3 3 ტაქტიკით ვითამაშოთ რა იქნება
3-5-2 კაია ტო
——————————–ჯიჯი————————-
——————–ბარძალი—-ბონუჩი—–კიელინი————
—————-ვიდალი——-პირლო—–მარკიზიო————-
პეპე————–სება——————–მირკო———-ასამოა
ეს სასტავი მინდა ცელსისთან
ლიხშტაინერმა რა დაგიშავა თუ პეპეზე მეტს ვერ გააკეთებს
საერთოდ წელს პეპემ იმაზე იფიქროს რომ თამაშის საშვალება მიეცემა თუ არა
მაქსიმუმ ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატაროს.