ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა : ” ვიცოდით , რომ მძიმე მატჩი იქნებოდა ”

მიუხედავად იმისა , რომ დღეს ორი განსხვავებული ” იუვენტუსი ” წარსდგა ჩვენს წინაშე , მასიმო კარერას თავისუფლად შეუძლია ეს მატჩი საკუთარ აქტივში შეიტანოს : ” ვიცოდით , რომ რთული მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევდა ასპარეზობა . მათ აქტიურად დაიწყეს , რამაც ცოტა არ იყოს და დაგვაბნია და პრობლემები გაგვიჩინა . მეორე ნახევარში კი საკუთარი კონტროლის ქვეშ ავიყვანეთ სიტუაცია , მოვუმატეთ სისწრაფე და გაცილებით მეტს ვფლობდით ბურთს . შეცდომები უკანა ხაზში ? კიელინიმ ეხლახანს მოიშუშა ტრავმა და იგივე შეგვიძლია ვთქვათ კასერესსზეც , დე ჩელიეს კი საკმაო პერიოდი გაუცდა . პირლო ? ის ისევე იბრძოდა პირველ ნახევარში , როგორც მთელი გუნდი , ხოლო შესვენების შემდეგ იგი იმ საქმის კეთებას შეუდგა რაშიც ბადალი არ ჰყავს . მთელი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით  მოთამაშეებს , რომლებსაც ჯენოას წინააღმდეგ მოუწევდათ მოედანზე გამოვლა და რადგანაც ანგარიში 3-1 -ია ჩვენს სასარგებლოდ , გამოდის , რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ . ვუჩინიჩმა შეცვალა მატჩის მიმდინარეობა ? ყველას კარგად მოეხსენება რაოდენ ძლიერია მირკო . გამომდინარე იქიდან , რომ ვუჩინიჩმა ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა , გადავწყვიტეთ მცირე დრო მიგვეცა დასვენებისთვის და სასტარტოში მატრი დაგვეყნებინა . ფიქრები მხოლოდ ჯენოასთან მატჩზე იყო კონცენტრირებული და კარგად გვესმოდა , რომ მძიმე ბრძოლა მოგვიწევდა . ვუჩინიჩს კარგად ესმის , რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა , მაგრამ მან ისევე როგორც სხვამ უნდა დაიმსახუროს ადგილი . ჩვენ ვიმარჯვებთ , როგორც გუნდი და არა როგორც ცალკეული ელემენტები – სწორედ ამის ახსნა გვსურს ფეხბურთელებისთვის ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

35 thoughts on “კარერა : ” ვიცოდით , რომ მძიმე მატჩი იქნებოდა ”

  1. იმედია მომავალ ტურში პოგბას ვიხილავთ ეგეც კარგი იგროკია :forza: პირლო დავასვენოთ ცოტა ძალიან ბევრი მატჩები მიეწყო და ეხლა კიდე ლიგა უწევს და კიევოსთან დაჯდეს სკამზე და უყუროს იქიდან :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.