ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა : ” ვიცოდით , რომ მძიმე მატჩი იქნებოდა ”

მიუხედავად იმისა , რომ დღეს ორი განსხვავებული ” იუვენტუსი ” წარსდგა ჩვენს წინაშე , მასიმო კარერას თავისუფლად შეუძლია ეს მატჩი საკუთარ აქტივში შეიტანოს : ” ვიცოდით , რომ რთული მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევდა ასპარეზობა . მათ აქტიურად დაიწყეს , რამაც ცოტა არ იყოს და დაგვაბნია და პრობლემები გაგვიჩინა . მეორე ნახევარში კი საკუთარი კონტროლის ქვეშ ავიყვანეთ სიტუაცია , მოვუმატეთ სისწრაფე და გაცილებით მეტს ვფლობდით ბურთს . შეცდომები უკანა ხაზში ? კიელინიმ ეხლახანს მოიშუშა ტრავმა და იგივე შეგვიძლია ვთქვათ კასერესსზეც , დე ჩელიეს კი საკმაო პერიოდი გაუცდა . პირლო ? ის ისევე იბრძოდა პირველ ნახევარში , როგორც მთელი გუნდი , ხოლო შესვენების შემდეგ იგი იმ საქმის კეთებას შეუდგა რაშიც ბადალი არ ჰყავს . მთელი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით  მოთამაშეებს , რომლებსაც ჯენოას წინააღმდეგ მოუწევდათ მოედანზე გამოვლა და რადგანაც ანგარიში 3-1 -ია ჩვენს სასარგებლოდ , გამოდის , რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ . ვუჩინიჩმა შეცვალა მატჩის მიმდინარეობა ? ყველას კარგად მოეხსენება რაოდენ ძლიერია მირკო . გამომდინარე იქიდან , რომ ვუჩინიჩმა ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა , გადავწყვიტეთ მცირე დრო მიგვეცა დასვენებისთვის და სასტარტოში მატრი დაგვეყნებინა . ფიქრები მხოლოდ ჯენოასთან მატჩზე იყო კონცენტრირებული და კარგად გვესმოდა , რომ მძიმე ბრძოლა მოგვიწევდა . ვუჩინიჩს კარგად ესმის , რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა , მაგრამ მან ისევე როგორც სხვამ უნდა დაიმსახუროს ადგილი . ჩვენ ვიმარჯვებთ , როგორც გუნდი და არა როგორც ცალკეული ელემენტები – სწორედ ამის ახსნა გვსურს ფეხბურთელებისთვის ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

35 thoughts on “კარერა : ” ვიცოდით , რომ მძიმე მატჩი იქნებოდა ”

  1. ასამოა რა მაგარია რა… ტიპი საქმეს დაჭირდა, მეორე ტაიმში შემოიყვანეს. ჯერ პენალი აიკიდა მერე გოლი შეაგდო… ესაა ნამდვილი შენაძენი და არა ის უკვე გამხდარ ვარსკვლავს 50 მილიონად რომ იყიდიან… :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  2. bicho wels movida asamoa gundshi magram ai dzalian dzlieria dechelieze mecm itydeba iuves gazrdili roa mcvelia eg imena mara shansi araaqvs dzmao asamoa dzalian cxovelia aranormaluria dzaan 2 dechelies ertad ascrebs sirbilshi :D dartymac aqvs sizustec sirbilic padachas da tvinic da tanamedrove pexburtshi mgoni metiarari sachiro ))))) exla ligaze magrad itamshebs asamoa da cava beiltanshedarebebi ))))))))

  3. ფორ-ზა ჯუვე!
    ფორ-უმი გვინდა!
    ფორ-უმი საჭიროა!
    ფორ-უმი აუცილებელია!
    ფორ-მარულად ვწერ, თორემ ვიცი რომ არ გახსნით! და მე მაინც ვთვლი
    ფორ-უმი გაამართლებს!
    ფორ-ზა ჯუვე! :)

  4. ყველა კაია, გუნდი რო კაია იმაზე ხო ვთანმხდებით? ხოდა ყოველი პირველი ტაიმის მერე არაა აუცილებელი რაც დღეს გააკეთეთ :chuvak:
    ჩელსიმდე სხვა მუხტით უნდა მივიდეთ ფეხბურთელებიც და ჩვენც
    :italy: :achuu: :italy:

  5. ბარძალი მაგარია მარა ერთი ორჯე 1 ტაიმში იმობილემ აშკარად აჯობა
    ანუ იმობილეა უძლიერესი ბარძალის მასეთ რამეს ლიგაზე ვერ გაუკეთებენ
    :italy: :achuu: :italy:

  6. ასამოა დეცელიეს ჯობია კირა როცა მე არ ვარ არაა აუცილებელი “ერთი” და მეორე და რაღაცეები ილაპარაკოტ
    ჩემთვის დეჩელიე უფრო დიდი ფეხბურთელია ვიდრე ასამოა მარტო იმის გამო რო იუვესია გაზრდილი და ვისთვისაც იუვე მარტო კვირაში ერთხელ ტელევიზორში ნაყურები 90 წუთიანი გუნდია იმისთვის იყოს ასამოა უკეთესი
    მე დეჩელიეს წარმატება უფრო გამიხარდება მარა ეს არ ნიშნავს იმას რო ასამოას წარმატება არ მიხარია
    :italy: :achuu: :italy:

  7. პირველ ტაიმში მე პირადად საუკეთესოდ მიმაჩნდა სება, მეორეში ძელსაც გაარტყა )) ასამოა კიდევ უკონკურენტოა ( ! ) მარცხენა ფლანგზე და მხოლოდ თასზე დე ჩელიე რა, ძალიან სუსტია კვადვოსთან შედარებით ტიპი..ასამოამ 20 წუთში პენალტი აიკიდა, გოლი შეაგდო და ძალიან მაგრადაც ითამაშა ))

  8. რაქნეს ვერ ვუყურე ბოლომდე, ვინ რაფერ ითამაშა?
    წინა კომენტარები ვნახე და არაა აუცილებელი… კაი ფეხბურთელია ასამოა და არ მითქვია არაფერი
    ხო გითხარით უეჭველი ვიგებთთქვა და არაა უცილებელი ყოველი 1 ტაიმის მერე ფეხბურთელების ლანძღვა, უძლიერესი გუნდია და ცელსისაც გადავუვლით
    სებამ რა ქნა?

  9. ისე ზამენები მართლა დროულიგააკეთა კონტე აბა 85 ე წუთადე იგივე სასტავს დაყენებდა :D მარა თავში არ აგივარდეს ბიჯო :mad:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.