ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიაკერინი : ” მთავარი სამი ქულაა ”

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება , ემანუელე ჯიაკერინიმ ” ჯენოას ” კარში გატანილი ეფექტურით გოლით აღნიშნა : “ ვცდილობდი ავყოლოდი გუნდს ტემპში , ხოლო კონტრ იერიშებზე თამაშის დროს მწვრთნელი მთხოვდა აქტიურად შემეტია და მეტოქე კარის მიმართულებით რაც შეიძლება ბევრი დარტყმა განმეხორციელებინა . გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა , მაგრამ მთავარი გუნდის მიერ მოპოვებული გამარჯვებაა . გაშვებული ბურთი ? ძლიერი პრესინგის ქვეშ მოვექეცით და იმობილეს გოლი , სრულებით ლოგიკური იყო . მათ ანგარიშის გაორმაგებაც შეეძლოთ , მაგრამ საბედნიეროდ იღბალმა ზურგი არ გვაქცია და უკვე მეორე ნახევარში თქვენს წინაშე განსხვავებული ” იუვენტუსი ” წარსდგა . პირველ სამ მატჩში , გარკვეული სიძლიერე და აგრესიულობა დავკარგეთ , რაც შარშანდელ სეზონში გაგვაჩნდა , მაგრამ ეს ჯერ კიდევ სეზონის სტარტია და ყველაფერი მალე დალაგდება . ვმუშაობთ იმისათვის , რომ პირველივე წუთებიდან კვლავინდებურად პროდუქტიულად ვიასპარეზოთ ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

5 thoughts on “ჯიაკერინი : ” მთავარი სამი ქულაა ”

  1. ჯაკეე მართლაც საუკეთესო იყო არამარტო დგეს ბულგარეთტანც საკმაოდ კარგად ითამაშა აშკარად ფორმაშია და ძან კაია რო იუვეს ესეტი ფტკარივით მშრომელი ფეხბურთელი ყავს ბრაოო ჯაკეე :love: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.