კარერა : ” ვიცოდით , რომ მძიმე მატჩი იქნებოდა ”
მიუხედავად იმისა , რომ დღეს ორი განსხვავებული ” იუვენტუსი ” წარსდგა ჩვენს წინაშე , მასიმო კარერას თავისუფლად შეუძლია ეს მატჩი საკუთარ აქტივში შეიტანოს : ” ვიცოდით , რომ რთული მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევდა ასპარეზობა . მათ აქტიურად დაიწყეს , რამაც ცოტა არ იყოს და დაგვაბნია და პრობლემები გაგვიჩინა . მეორე ნახევარში კი საკუთარი კონტროლის ქვეშ ავიყვანეთ სიტუაცია , მოვუმატეთ სისწრაფე და გაცილებით მეტს ვფლობდით ბურთს . შეცდომები უკანა ხაზში ? კიელინიმ ეხლახანს მოიშუშა ტრავმა და იგივე შეგვიძლია ვთქვათ კასერესსზეც , დე ჩელიეს კი საკმაო პერიოდი გაუცდა . პირლო ? ის ისევე იბრძოდა პირველ ნახევარში , როგორც მთელი გუნდი , ხოლო შესვენების შემდეგ იგი იმ საქმის კეთებას შეუდგა რაშიც ბადალი არ ჰყავს . მთელი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით მოთამაშეებს , რომლებსაც ჯენოას წინააღმდეგ მოუწევდათ მოედანზე გამოვლა და რადგანაც ანგარიში 3-1 -ია ჩვენს სასარგებლოდ , გამოდის , რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ . ვუჩინიჩმა შეცვალა მატჩის მიმდინარეობა ? ყველას კარგად მოეხსენება რაოდენ ძლიერია მირკო . გამომდინარე იქიდან , რომ ვუჩინიჩმა ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა , გადავწყვიტეთ მცირე დრო მიგვეცა დასვენებისთვის და სასტარტოში მატრი დაგვეყნებინა . ფიქრები მხოლოდ ჯენოასთან მატჩზე იყო კონცენტრირებული და კარგად გვესმოდა , რომ მძიმე ბრძოლა მოგვიწევდა . ვუჩინიჩს კარგად ესმის , რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა , მაგრამ მან ისევე როგორც სხვამ უნდა დაიმსახუროს ადგილი . ჩვენ ვიმარჯვებთ , როგორც გუნდი და არა როგორც ცალკეული ელემენტები – სწორედ ამის ახსნა გვსურს ფეხბურთელებისთვის ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ჩელსისთან მინიმუმ არ წავაგებთ, კვადრო გადაუვლის ივანოვიჩს
იმედია მომავალ ტურში პოგბას ვიხილავთ ეგეც კარგი იგროკია
პირლო დავასვენოთ ცოტა ძალიან ბევრი მატჩები მიეწყო და ეხლა კიდე ლიგა უწევს და კიევოსთან დაჯდეს სკამზე და უყუროს იქიდან 
მომენატრეთ :******** რავახართ
:* 19ს მოუთმენლად ველოდები :******************************************************************************