ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” წასვლის შემთხვევაში ნაწყენი არავინ არ უნდა დარჩეს ”

ფერნანდო ლორენტე დაუბრუნდა მწვანე მოედანს და ” ესპანიოლთან ” მატჩში მნიშვნელოვანი ბურთის გატანაც მოახერხა საკუთარი გუნდისთვის . მატჩის შემდგომ მან იმ თემებზე ისაუბრა , რაც პრესაში მთელი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად იწერებოდა : ” გული მწყდება , როდესაც ამდენ ნეგატიურ ადამიანს ვხედავ ჩემს გარშემო . ყოველთვის მაქსიმუმს ვდებდი მოედანზე გასვლისას საკუთარი გუნდისთვის და იმ შემთხვევაში თუ კარიერას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვაგან გავაგრძელებ , ბილბაოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი ექნება . ეს ის კლუბია , რომელმაც ყველაფერი მომცა . მაგრამ განვმეორდები და წასვლის შემთხვევაში არავინ არ უნდა გამიბრაზდეს . ეს პირადი მოტივების გამო იქნება და გულშემატკივრებმა უნდა გამიგონ “ . La Gazzetta dello Sport – ის ინფორმაციით , ფერნანდოს კარიერის გაგრძელება ტურინულ გრანდში სურს და ეხლა უკვე ესპანურ მხარეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება : ან გაყიდოს იგი ზამთარში და გარკვეული თანხა მაინც აიღოს ან ივნისში ყოველგვარი კომპენსირების გარეშე შეელიოს .

წყარო : Tuttojuve

28 thoughts on “ლორენტე : ” წასვლის შემთხვევაში ნაწყენი არავინ არ უნდა დარჩეს ”

  1. 1juve

    არა ხო შეიძლება, რა თქმა უნდა ლორენტეს მოსვლის შემთხვევაში დასამტკიცებელი ექნება საკუტარი შესაძლებლობები, ეგრევე ძირითადს არავინ მიართმევს, იზარმაცებს და დაჯდება სკამზე

    1. აბა რა გეთანხმები სასტავი არავის აქ გარანტირებულუ ეს კაკერამაც აგნიშნა ლორენტეს მოყვანა კაი იქნება ეს არამარტო ჩვენ ნდომასე მაროტა კონტეს მაგრად უნდათ ამ კაცის ნახვა მირკო- სება- ბენტნერი -მატრი და თუ ლორენტე მოვიდა ძან მაგარი იქნება კვალი მგონია რო ზამთარში დაგვტოვებს

    1. ჩემ აზრს გეტყვი მე ბუფონი მიმაჩნია გუნდის ლიდერათ გუნდის ლიდერი რასაც ქვია ასევე მირკო და ასამოვა დეგევანდელ იუვეში ყველასე ნათელი წერტილები და ამხალხმა თუ ასე გაგძელეს ლიდერებათ ჩამოყალიბდებიან

  2. 1juve

    დღევანდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვუჩინიჩის მოედანზე ყოფნა ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იანვარში რა და როგორ იქნება არავინ იცის : ) თუ ჯოვინკო მოუმატებს, გაზრდის კონკურენციას და პირველ რიგში ეს წაადგება გუნდს, მთავარი კი ესაა

  3. dato_juventino
    მართალი ხარ, მასეთი დამოკიდებულება მაქ მეც
    მარა ვიღაცეებისგან 24 საათი იტალიელების ლანძღვა და ვიღაცეების ქება რო მიდის იმას ან პასუხი უნდა გაცე და ან არუნდა ჩათვალო იუვეს პანათ

    1. ეგრეც არარი შენ სხვანაირი შეხედულობა გაქ მე სხვა და ასე შემდეგ მარა ყველას იუვეს გამარჯვებბა და პირველობა გვინდა, არ დაიგალეთ ტო არ ის ჯობი არ ის დასასრული ხო უნდა ქონდეს

        1. ყველაზე მაგრად ის ტეხავს რო ხასიათი გადაგდით და არა ეს კარგი პირადათ მე აქ კველა ჩემი მეგობარია და ყველას კომენტარს პატივს ვცემ ასევვე ასევე იმხალხსაც ვინც არ მეტანხმება

  4. ეს დგები რაც შემოვდივარ სუ ერთმანეთის სიტყვების გამოკდების მეტს არაფერს ვნახულობ რა კჭირთ მჩემი აზრი ესეთია მოკლედ რომ კი ყველას გვინდა იტალელები იყვნენ იუვეში და მათ ვხედავდეთ მარა ვინც იმსახურებს სასტავს და გამოდის და დებს ისეთ თამაშს რო ჩვენ გვახარებს და ერთერთი საუკეთესო მოედანზე და ამის მერე ცალკეულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი ზედმიტია ჩემი სზრე ესა მოკლედ………….

  5. ბIჭო მესმის რომ ჯიოვინკო გევასება მაგრამ ობიექტური კომენტარები წერე რააა :@ კონტე იქნება ზუსტადაც თუ ამოაგდებს ჯიოვინკოს ეგ შენ არ გინდა რომ ამოაგდოს.. ობიექტურად დააკომენტეთ რაა. მერე გიკვირს ჩემ კომენტებს ამხელა გამოხმაურება რატომააქო

    1. მე არავის ვაგდებ, უბრალოდ ზოგადი გადმოსახედიდან ვამბობ, რომ მირკო და სება დღევანდელ იუვეში არიან ერთი საქმის შემსრულებელი ფეხბურთელები იდეაში, ორივე მეორე ფორვარდია და როგორც ასეთი ცალკე აღებული ვუჩინიჩის ლორენტესთან შედარება არ შეიძლება

  6. უკანა სამეული ხელუხლებელია, შუა სამეულიც იგივე, არამგონია ლორენტემ გარემარბათ ითამაშოს ამიტო რჩება 1 ადგილი
    სებას ამომგდები კონტე არაა და კარერა მითუმეტეს, გუშინ თქვა (აქ არ დადებულა) გუნდის მთავარი ვარსკვლავიაო და ისტორიას შექმნისო იუვეშიო
    შეიძლება ტაქტიკა შეცვალოს და 4-3-3 ში სამივე ათამაშოს

      1. სხვადასხვა პოზიციები კია მარა მირკო ითვლება ცენტრფორვარდად დღეს იუვეში და მთავარი მეგოლეა ანუ მისი კონკურენტია ლორენტე, არამგონია ბონუჩის მაგივრად ათამაშოს ლორენტე

  7. კაი ფეხბურთელია მარა უჩინიჩი ჯობია, ბენტნერი უფრო გამოგვადგება ვიდრე ეს
    ეს მუდმივ სათამაშო დროს მოითხოვს რაც არ ექნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.