ვუჩინიჩი : ” ლონდონში გამარჯვების მოსაპოვებლად ”
ტურინული გუნდი , უკვე 42 მატჩია რაც წაუგებლად ასპარეზობს სერია ა-ში . რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კი ბიანკონერი კვლავინდებურად დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას და მიუხედავად იმისა , რომ მისი მეტოქე ლონდონის ” ჩელსი ” იქნება , რომელმაც სულ ცოტახნის წინ ტრიუმფალურად დაასრულა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ასპარეზობა , მირკო ვუჩინიჩის მოსაზრებით არისტოკრატები შარშანდელთან შედარებით დასუსტდნენ : ” ეს უკვე აღარ არის ის გუნდი , რომელმაც მაისში თასი აღმართა . გასულ მატჩებში მათ წარუმატებლად იასპარეზეს , რაც ზრდის თავის მხრივ ჩვენს შანსებს ” …
” მიზანი ფრე იქნება ? ” იუვენტუსი ” იტალიის საუკეთესო კლუბია და მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ . ის რომ მოქმედი ჩემპიონები ვართ , ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს გვაძლევს . ბუნებრივია სტემფორდ ბრიჯი სტარტზე არ არის ის ადგილი , რომელსაც ყველა ინატრებდა , მაგრამ არანაირ შიშს არა აქვს ადგილი . განვმეორდები და ვიტყვი , რომ იტალიის ჩემპიონები ვართ , ეს კი პრესტიჟია რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ . ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ვბრუნდებით და ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა . ” ჩელსი ” ჩემპიონთა ლიგის მფლობელია და იმსახურებს პატივისცემას , მაგრამ ლონდონში ყოველგვარი შიშის გარშე ჩავდივართ და კონცენტრირებულნი ვართ წარმატების მოსაპოვებლად ” .
წყარო : Calcionews24
მაგ იმედით იარე
მომწონს შემართება მირკოოოოოოოოოოოო, კაცი ხარ კაციიიი დღეს ვარღვევთ ჩელსისს
ბარვო მირკო მომწონს შემართება მხოლოდ 3 ქულა
ეს კაციიი მაგრაად მევასეებაა აი ნახეეტ პენალიი ტუ არ გაიტაანოს ხვაალ<3
მიდი ვუჩინიჩ კარგად იბაზრა
სად წაიღე ბიჯო ულვაში?! ვის აჩუქე ბიჯო ულვაში?!
ეჭვი არც გვეპარებოდ