ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” ყველაფერი ჩვენს ხელთაა ”

სამი წლის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი სტემფორდ ბრიჯზე ბრუნდება . ბუფონს კარგად ახსოვს 2009 წლის 25 თებერვალს გამართული 1/8 ფინალური დაპირისპირება , რომელიც ლონდონელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა . ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ამ ანგარიშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა , რადგან ტურინში მატჩი 2-2 დასრულდა და შედეგად შემდეგ ეტაპზე არისტოკრატები გავიდნენ . დღეისათვის სიტუაცია შეიცვალა . ლურჯები ევროპული საკლუბო ფეხბურთის ტრიუმფატორები არიან , თუმცა ბიანკონერიმაც საგრძნობლად მოუმატა : ” 2009 წლისგან განსხვავებით , საკუთარ ძალებში მეტად დარწმუნებულები გავხდით . ყველაფერთან ერთად , იმ პერიოდში აქცენს ვაკეთებდით რამდენიმე მოთამაშის ინდივიდუალურ ოსტატობაზე , ეხლა კი ეს ერთიანი გუნდია . ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია , ევროპულთან ახლოს არის , მიუხედავად იმისა , რომ ” ჩელსის ” მოთამაშეები გაცილებით გამოცდილები არიან ” …

რაც არ უნდა იყოს , ” იუვენტუსი ” მაქსიმალურად აპირებს საკუთარი რესურსის გამოყენებას და თან მაშინ , როდესაც გულზე სკუდეტოს სიმბოლოა გამოსახული : ” ტიტული , რომელიც გასულ სეზონში დავიბევეთ , გახდა ევროპაში დაბრუნების საშუალება , იტალიის ჩემპიონის სტატუსით . ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას , რომელიც დამატებით ძალებს გვმატებს . ლიგის ფავორიტები სამი ოთხი გუნდი არიან ,  მაგრამ ამასთანავე არიან ჯგუფი პრედენდენტების , სადაც ბიანკონერის მივიჩნევ . ეხლა კი ყველაფერი ჩვენს ხელთაა ” .

 

წყარო : Juventus.com 

 

 

31 thoughts on “ბუფონი : ” ყველაფერი ჩვენს ხელთაა ”

  1. Nachke

    არ ინერვიულო ბიჭო მშვიდად და ეგაა..რა ვიცი მე ვერ ვიტყვი საშინლად გამიჭირდა მეთქი ) ერთადერთი ჯარიმა პარკირების ზონის დარღვევაზე მომცა მაგრამ ეგ არაფერი..

    აბა შენ იცი.. :kiss:

  2. როგორ ხართ ბიჭებო ? დღითიდღე მენატრება აქაურობა..დატვირთული გრაფიკი, მასწავლებლები, სკოლა, აბიტურები და ერთი ამბავი..ნელ-ნელა ვგრძნობ აბიტურიენტობას )) საიტზე კარგად მიდის ყველაფერი, მიხარია..დღეს ჩელსის ვაჩოქებთ სტემფორდ ბრიჯზე..

    მართვის მოწმობა ავიღე დღეს, 17 წლის ასაკში პირველივე ცდაზე, ემოციებში ვარ.. :mrgreen: :kiss:

  3. ფრეზეც არ ვიტყვი უარს მე… მარა იმედია მოვიგებთ… ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: :forza: :forza:
    ისე აქ რა მოსატანია და გუშინ ვერატიმ მთელი თამაში ითამაშა,ეტყობა ხედავს ანჩელოტი მაგ ბიჭში ვარსკვლავს და ენდობა…
    ეჰ მაროტა რა კაცი გამაზეეე :blin:

    1. დღეს ჩელსი იგებს არც გქონდეთ იმედი თქვე უბედურებო ერთი სკუდეტო მოიგეთ და მაგრები გგონიათ თქვენი თავი და ვინ ვის გაპუტავს ვნახავთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.