ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა : ” უმნიშვნელოვანესი ქულა ”

მოედანზე გამოჩენისთანავე ფაბიო კუალიარელამ ეფექტური და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა არისტოკრატთა კარში : ” გამომდინარე იქიდან , თუ როგორი სცენარით ვითარდებოდა მატჩი , ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი პირადად ჩვენთვის . თავდაპირველად მარცხენა ფეხით მსურდა დარტყმა , მაგრამ გავაცნობიერე რა , რომ მცველი საკმაო მანძილზე მყავდა ჩამოტოვებული , გადავწყვიტე მივახლოვებოდი ჩეხს . რთული მატჩი იყო . მწვრთნელმა გადაწყვიტა მოედანზე შეხვედრის მიწურულს გამოვსულიყავი და შესაბამისად ნაკლები მომენტები შეიქმნა . რთულია რა თქმა უნდა სათადარიგოთა სკამიდან თვალყურის დევნება , მაგრამ დიდ გუნდებში კონკურენციაც დიდია ” . გატანილი გოლის შემდეგ ფორვარდმა კარერასთან აღნიშნა იგი , თუმცა აღიარა რომ ამის გაკეთება სტორარისთან სურდა : ” მარკოსკენ გავიქეცი , მაგრამ სასიამოვნო იყო კარერასთან აღნიშვნა რადგან ის ძალზედ ახლოს არის ჩვენთან . დღეს მისი დებიუტი შედგა ლიგაზე და ამიტომ ემოციების ქვეშ ვიმყოფებით . 100 % – ით მზად ვიგრძენი თავი , მაგრამ როდესაც არ გიწევს მოედანზე გასვლა სისტემატიურად ფიზიკური კუთხით ეს გარკვეულ პრობლემებს ჰქმნის . მხოლოდ ვარჯიშებით მისი აღდგენა და შენარჩუნება რთულია ” .

წყარო : Football Italia

20 thoughts on “კუალიარელა : ” უმნიშვნელოვანესი ქულა ”

  1. როგორ მევასება ეს კაცი იმედია დაბრუნდება კვალი და ისევ იტყვის თავის სიტყვას კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ ჩემი აზრით ბევრად ჯობია ის მატრის :forza:

  2. ჯერ არაა ფაბიო ფორმაში. ფორმაში რო ყოფილიყო იმ გოლს შეაგდებდა. :lool: :lool: :lool: ფორმაში რო ჩადგება მერე საერთოდ ცენტრიდან დაიწყებს გოლების შეყრას. ცოტა გააქვს ფორვარდისთვის გოლები, მაგრამ ყველა არანორმალური სილამაზისაა. მიდი ფაბიო ჩადექი ფორმაში და შენზე უკეთეს ჯოკერს ვერ მოძებნიან ვერსად. :forza: :forza: :forza:

  3. იუვეს 11 კაციდან ლიგაზე 8 კაცი იყო პირველად, მირკოს 2 ჯერ აქვს ნათამაშები სულ, ჯორჯოსაც სადღაც ეგრე. არანაირი გამოცდილება ლიგის, და ამ ჩემპიონატზე თამაშს დიდი გამოცდილება ჭირდება თუ გინდა შედეგს მიაღწიო. ვიდალი პასებს ვერ აკეთებდა ცენტრში ელემენტალურ სიტოაციაში, სერია ა ში ეგეთ პასს ვერ უჭრიან, მარა გუშინ ყველას რაღაც ჭირდა. მირკო საერთოდ სად რას აკეთებდა ვერ მივხვდი, ჯოვინკომაც ვერაფერი ქნა ( ან რა უნდა ექნა მეტრანახევრიან კაცს ტერი და იმ ხუჭუჭას რა ქვია დამავიწდა :mrgreen: ეგენი ედგნენ ) მარა 2-0 დან რო 2-2 გახდი ლონდონში ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან მალე შეეგუებიან ლიგის ატმოსფეროს და ტურინში გავაპობთ ჩელსის :mrgreen:

  4. აი მატრის ნაცვლად იუვეში ჯეკო რო ირიცხებოდეს მაშინ ოოო :) ისე ჯეკო არ მომწონდა მაგრამ რაც ეს სეზონი დაიწყო თავი გაიგიჟა და მეც მომეწონა ლორენტეს აჯობებს მარა სადაა :( :forza:

  5. Xო ნუ გასაგებია მაგრამ მაგის ერთიანად დასადებად მეტი დრო დამჭირდებოდა და პირველად ხომ არ ხედავ რომ ცალ ცალკე ვდებ ინტერვიუებს ) ბევრად კომფორტულია ) ადამიანი პერსონალურად ნახულობს ყველას აზრს . ეგ საიტი თუ ეგრე დებს სხვა პორტალები სხვანაირად დებენ ) მე ინგლსურ ენოვანიდან ვთარგმნი ხოლმე სადაც იგივე ინტერფეისია როგორც ჩვენთან .

  6. თანდათან იდებოდა და მინდოდა სწრაფ სწრაფად მომესწრო რომ არ დავლოდებოდი ) 8 ზე სამსახურში მიწევს მისვლა და უბრალოდ დროის ფაქტორი იყო ) ისედაც კომენტარებს ცალ ცალკე ვდებთ ხოლმე ) ბევრის პონტში ნამდვილად არა ) უბრალოდ ვთვლი რომ ასე კომფორტულია )

    ხო აი მე და http://www.tuttosport.com/ ვცდილობთ , რომ ბევრ ბევრები გამოჩნდეს :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.