ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა: ” “კიევო” უხერხული მეტოქეა “

მასიმო კარერა “სერია ა” -ს მეოთხე ტურის დაწყების წინ მომავალ მეტოქეზე საუბრობს. შაბათს  “ბებერი ქალბატონი” 2009 წლის შემდეგ საშინაო არენაზე “მფრინავ ვირებზე” პირველი გამარჯვების მოლოდინშია…

დიდი ხანია მას შემდეგ გასული, რაც ბოლოს “კიევოსთან” სასურველ შედეგს მივაღწიეთ, ამიტომაც სწორი განწყობით მოგვიწვს მოედანზე გასვლა. ვიცით, რომ საოცრად რთული შეხვედრა გველოდება და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ვიცით საკუთარი ძალებიც, ჩვენს წინააღმდეგ გამოსული ნებისმიერი მეტოქე ცდილობს პირველი იყოს, ვინც დაგვამარცხებს. უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავიღოთ გამარჯვებისთვის. მხოლოდ სათამაშო ხარისხი “ჯიალობლუს” დასამარცხებლად არ კმარა. ”

ბოლო ორ სავარჯიშო სესიაზე ვეცდებით “ჩელსის” წინააღმდეგ მოედანზე გამოსულ ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციები დანარჩენი გუნდის დონემდე მივიყვანოთ, რომ შაბათს საუკეთესო თერთმეტეული გამოვიდეს მინდორზე. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ითამაშოს, შეძლებს შემადგენლობაში ადაპტაციას. თუ პირლოს დასვენებას გადავწყვეტთ, პოგბასა და მარონეს მისი ღირსეული ჩანაცვლება შეუძლიათ.

“იუვენტუსში” გუნდური ეთიკა არსებობს. ეს ბოლო მატჩებშიც დამტკიცდა, როცა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შეხვედრის მიმდინარეობაში.  90 წუთის განმავლობაში გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, მაგრამ მთელი კვირა მაქვს დიალოგი კონტესთან, სამოქმედო გზების შესამუშავებლად შეხვედრის წინაც ვესაუბრები. კლაუდიო ფილიპიც ძალიან მეხმარება, ის მწვრთნელია და შეუძლია რჩევები მომცეს. ” -აცხადებს კარერა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

17 thoughts on “კარერა: ” “კიევო” უხერხული მეტოქეა “

  1. ნახევარი გუნდი უნდა დაასვენის .. პირლო და ვიდალი პირველ რიგში.. ბენდტნერი მინდა ძირითადში. და კიდევ პოგბა და ისლაც. ისე კიევო მაგარი ჩათლაღი გუნდია

  2. პირლო უნდა დაასვენოს აუცილებლად კაცი გადაიღალა ახალგაზრდა აღარაა ყოველ თამაში 90 წუთის განმავლობაში თამაშობს დაასვენოს უნდა.

      1. კიელინი დასვენება არუნდა? ან ბონუჩის?

        ჯიჯი
        კასო–მარონე–ლუსიო

        ისლა—პოგბა—-ასამოა(დეDჩელიე)
        ——პეპე(პადოინი)—ჯაკერინი

        კვალი—ნიკო

        გვაქვს დიდი რესურდი და თავს უფლება უნდა მივცეთ რომ ბოლომდე გამოვიყენოოთ

  3. ბოლოსდა ბოლოს უნდა მოუგოდ კიევოს ხვალ სულ ვუგებთ მაგრამ სულ ბოლო წუთებზე გვიტანაბრებენ ანგარიშს და დრო აგარ გვრჩება მოსაგებად ეხლა პირველ ტაიმშივე უნდა მოვუმთავროდ საქმე

  4. აუ ნერვები მეშლება სუ ეს რო აკეთებს განცხადებებს… კონტე აღარ ჩანს ვაბშე… არადა კარერას საწინააღმდეგო რა მაქვს, რაც ევალება აკეთებს, მაგრამ კონტე კონტე…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.