ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” “იუვენტუსი” ყველაზე ახლოსაა მბოკანის ყიდვასთან “

როგორც “ანდერლეხტის” თავდამსხმელის დიუმერჩი მბოკანის აგენტი აღნიშნავს, მისი კლიენტის ყიდვის ყველაზე დიდი შანსები ტურინის “იუვენტუსს” აქვს. 26 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასულ კვირას “მილანთან” დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა, ბელგიური პირველობის დაწყების დღიდან აკვირვებს გულშემატკივარს. კონგოელის ანგარიშზე ხუთ შეხვედრაში სამი გოლია: ” ყველა გუნდს შორის, ვინც მბოკანით ინტერესდება, “იუვენტუსი” ყველაზე ახლოსაა ტრანსფერთან. “იუვენტუსის” ინტერესი ახალი არაა, ჯერ კიდევ “სტანდარტში” თამაშის დროიდან ადევნებენ ჩემს კლიენტს თვალს, მაგრამ გასულ ზაფხულს ისევ დაუბრუნდნენ მის კანდიდატურას. დატოვებს თუ არა ბელგიას იანვარში? არ ვიცი, მასზე ბევრ გუნდს აქვს პრეტენზია, მათ შორის “ფიორენტინას”, “მილანსა” და “ტოტენჰემს”, ყველაფერი “ანდერლეხტზეა” დამოკიდებული. ” -აცხადებს აგენტი.

წყარო: football italia

22 thoughts on “აგენტი: ” “იუვენტუსი” ყველაზე ახლოსაა მბოკანის ყიდვასთან “

  1. ისე რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ თითქოს კონტე გიორგი ლორიათი დაინტერესებულა და თითქოს ჯიჯის შემცვლელადაც განიხილავსო!აუ რა გაასწორებს ლორია იუვეში რო გაიჩითოს :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

    1. ძალიან ზღაპარია. ლეალი გვყავს ჯიჯის შემცვლელად. რაც არ უნდა მინდოდეს მეც რომ ლორიამ კარიერა აიწყოს არ უშველის საქმეს :euf:

  2. რა სანჩესი,სანჩესი ეხლაც არაა ტოპი მე თუ მკითხავთ,სირბილი არ იცის ფეხზე ვერ დგას წესიერად,და ტექნიკაც და რამე გადასარევი არ არააქ არაფერი… მაგას ვუჩინიჩიც ჯობია და დაჟე ჯოვინკოც,ჯოვინკო რო ჩასვა ბარსაში მაგის მაგიერ თუ უკეთესად არ ითამაშოს მე ვიყო მბოკანი :givi:

      1. ტოპი არეა ტოტი იყო კიდე მაშინ დინარტალე პელე ყოფილა
        რას დაგიჩემებიათ ტოპ ფორვარდი ვისაც იყიდის მაროტაა ისაა ტოპიც და ყველაფერი :blin:

  3. juve_alex
    სანჩესი რო გვეყიდა უდინედან იტყოდი გვყავს ტოპფორვარდიო?
    ახლა რო ვიყიდოთ ბარსადან ხო იტყვი?
    თქვენთვის ტოპფორვარდი არი გრანდის ლიდერი და იმ გრანდს ის ლიდერი იმიტო არ ყავს რო კაპიკებში მიყიდოს მაროტას
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.