წინასამატჩო ციებ ცხელება
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ , ბიანკონერის კვლავინდებურად სერია ა-ზე მოუწევს კონცენტრაციის მოხდენა და თან ამასთანავე მეტოქე საკმაოდ უხერხულია . უკვე ხუთი მატჩია ზედიზედ ტურინელები ვერაფრის დიდებით ვერ ამარცხებენ დომენიკო დი კარლოს ” მფრინავ ვირებს ” . მიუხედავად იმისა , რომ კონტეს კრებულმა სამ საწყის მატჩში მაქსიმუმი აიღო და დამსახურებულად ლიდერობს , სათანადო დონეზე უნდა შეფასდეს დი კარლოს სამუშაო . მას საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს , რომელსაც ძალუძს მთელი რიგი თავსატეხების შექმნა . ამასთანავე არის ვარაუდი , რომლის თანახმადაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ იასპარეზებს დღევანდელ შეხვედრაში ” იუვენტუსის ” რიგებში , გამომდინარე იქიდან , რომ შუა კვირაში მათ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწიათ ” ჩელსისთან ” …
ასეთ მძიმე გრაფიკთან შესაძლოა გუნდი არ იყოს შეჩვეული , რადგან ხუმრობა საქმე არაა 90 წუთის მანძილზე შეუჩერებლივ სირბილი სტემფორდ ბრიჯზე . პირველ სირთულეებს სხვათაშორის გადახალისებული შემადგენლობით კონტე/კარერას გუნდი ჯენოასთან წააწყდნენ.
კონტე ჯერ კიდევ ფიქრობს სასტარტო 11-ეულზე . მისი სურვილია დადებითი შედეგის მიღწევა მაქსიმალური ძალების დაზოგვით . წინა შეხვედრაში მაგალითად თამაშის ბედი შეცვლებმა გადაწყვიტეს, როდესაც მოედანზე ვუჩინიჩი და ასამოა გამოჩნდნენ .
როგორც უკვე ითქვა , კიევო იბრძოლებს ბოლომდე და მისი არ დაფასება სიკვდილის ტოლფასი იქნება . კონტესთვის თამაშგარე მდგომარეობაში მხოლოდ პადოინი და პეპე იმყოფებიან , რომლებიც განაგრძობენ ტრავმების მოშუშებას . სათამაშო მოდული 3-5-2 იქნება როგორც ყოველთვის .
კარში ბუფონი დადგება , დაცვაში სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ლუსიოს გამოჩენას , რომლის გვერდით ბონუჩი და კიელინი იასპარეზებენ . ნახევარდაცვაშიც ცვლილებებია – პოლ პოგბა გამოჩნდება მოედანზე და მას ჯიაკერინი მარკიზიოს დუეტი დაეხმარება . ჩემპიონატის პირველ მატჩში გამოჩნდება ტრავმა მოშუშებული ჩილელი ლეგიონერი მაურისიო ისლა . მარცხნივ კვადვო ასამოა . წინა ხაზის დუეტს ფაბიო კუალიარელა და მირკო ვუჩინიჩი შეადგენენ . მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ ნიკალას ბენდტნერის გამოჩენას …
” იუვენტუსი ” ( 3-5-2 ) ბუფონი , ბონუჩი , ლუსიო , კიელინი , ისლა , ასამოა , მარკიზიო , პოგბა , ჯიაკერინი , კუალიარელა , ვუჩინიჩი
სათადარიგოთა სკამი : სტორარი , რუბინიო , კასერესი , ბარძალი , მარონე , ლიხტშტანიერი , ვიდალი , დე ჩელიე , პირლო , ჯიოვინკო , ბენდტნერი , მატრი
ტრამვირებულები : პეპე , პადოინი
” კიევო ” ( 4-3-2-1 ) : სორენტინო , სარდო , დაინელი , სეზარი , იოკიჩი , ვაჩეკი , რიგონი , ჰეტემაი , ტერო , დი მიკელე , პელისიერი
სათადარიგოთა სკამი : პუჯონი , ვიოტი , ანდრეოლი , ფრეი , პაპ , ლუკა რიგონი , კრუსარდო , კოფი , გუანა , მოსკარდელი , სტოიანი , სამასა
ტრავმირებულები : ლუსიანო , სკაჩი , პალოსკი
5 თამაში კიევოზე ვერ მოგება სირცხვილია
მოიგებენ რა თქმა უნდა და თან დამაჯერებლად 
დღეს მგონია რო კვალი შეაგდევს
ფცი.გე აკა999 შენ ხო არ ხარ ?
არა ძმა რა ხდება რო?
არა შენნაირი ავატარი ქონდა და მეთქი შენ ხო არ ხარ
აქ ერთი აკა გვყავს ნედვედნედვედნედვედ :)
აუ იბრა რა კლასია ტიპი ყველა თამაშში იტანს …. მერე იტყვიან ფალკაო ჯობიაო
ნუ ფალკაოც მაგარია მაგრამ იბრა მაინც რაგაცნაირი კლასია 
ჰანდიკაპი დავდევი
დღეს უეჭველი ვიგებთ

პარმა-ფიორე ჩაწყობილი იგრა იყო ბლინ :@ ამიტომ წინასწარ არ უნდა იზეიმო ბილეთის დაჯენა რა :@
მაგარი კაიფი თამაში იყო მინდოდა იოიო გაეტანა … წელს მინდა გახდეს ბომბარდირი
მე მეტობა მეწერა : ((( გული გამისკდა ლამის ბლინ, შვიდი პენალტი გამაზეს
ერთი მახსოვს მეტობა მეწერა და მეშვიდე წუთზე 1:1 იყო. ხო და ასეც დამთავრდა
მოკლეთ ვიდალს დასვენება არ ეღირსა თუ ტიპი არ იღლება ვერ ვხვდები
რატო ჯენოასთან ხომ დაისვენა : )
გაუმარჯოს ყველას ახალი ვარ ამ საიტზე

რა მაგარი ავატარი გაქ

სპ
ჩემი აზრით 1:0 ან 2:0 ვიგებთ ან 1:1
დღეს ფაბიოს გოლი გააქ 37 წუთზე
… და 43-ე წამზე
ისლა იქნება ძირითადში ალბათ..კასერესმა საერთოდ ვერ ითამაშა მარჯვენა ფლანგზე ჯენოასთან ეგ ცენტრალური მცველია ))
დათკა

რა დროს შენი ასაკია ჯერ
ლიხტენშტეინერია სასტავში თუ კასერესშტეინერი?
ლიხშტაინერმა იმდენი ირბინა სამი თამაში ეყოფა
დათკა შემადგენლობებში 1-1 კაცი გაკლია და ჩაასწორეე
მილანთანაც აკლდა 1-1 :D ასამოა გამორჩა დათკას
თან პრიკოლია რომ ორივე შემადგენლობაში მაკლია ხოლმე ) გაიხარეთ ბიჭებო ) ეტყობა ასაკი მაინც თავისას შვება
ისე 1.4 მდე ავიდა კუში წესით ნაკლები უნდა გვქონდეს
კვალის იმედი მაქ, კიევოსთან ლამაზი თამაში გახსოვთ?
ან ნიჩია ან განადგურება ვირების

ფრენჩმენ დაალაგე ცენტრი, აბა შენ იცი ))))
უნდა მოვიგოთ, მშვენიერი შემადგენლობაა.
Balotelli <3 (მაროტა შე ჩექმა !)
მოგიგია აბა გილოცავ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ტურინულ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა მარცხი..
კიევო მოდი აქ..
სპასიბაააა …
ხო,დღეს უეჭველი ვიგებთ,კიევოს უძლეველობის მითი დღეს დაიმსხვრევა

იუვე დამჩა და 159 ლარ ვიგებ … მაგრამ მაინც დავაზღვიე
20 ლარში 
მეტში დააზღვიე
და კიდე ჰანდიკაპზე დადევი ცოტა რო ის დაზღვეული ამოიღო
სამი ნახევარმცველით თამაში მაშინ ჯობია როცა ის სამეული იქნება

4-4-2 კაი იქნებოდა დღეს
ფიორენტინა რას უბერაავს… იმედია არ წავაგებთ ფლორენციაში…

ეს ვერატი კიდე პსჟ-ს ძირითადის კაცად იქცა,იბრასაც უპასა დღეს,სგ სგ მარკო
შესანიშნავი შემადგენლობაა, საინტერესოც და ძლიერიც )) ნიკლასი მეორე ტაიმში შემოვა..
პოგბა
პოგბააა <3
ფუ რა .. ნედტნერი მინდოდა