ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა: ” პოგბას მომავალი “იუვეა” “

იტალიის პირველობის დაწყებიდან 4 ტურის შემდეგ “ბებერი ქალბატონი” 12 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს. “პარმას”, “უდინეზესა” და “ჯენოას” შემდეგ, ანტონიო კონტეს შეგირდებმა “კიევო” დაამარცხეს. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მასიმო კარერა მატჩის დასრულების შემდეგ ნამდვილად ბედნიერი ჩანდა: ” ბიჭებმა ისევ კარგად უპასუხეს ვერონელთა მხრიდან თამაშის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას. დაცვის გასარღვევად დრო დაგვჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიპოვეთ დამსახურებული გამარჯვება. თამაში არც მეორე გოლის შემდეგ შეგვიწყვეტია, ასეთია ჩვენი მენტალიტეტი. მუდმივად გოლის გატანას ვცდილობთ, მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა. კუალიარელა? ბრწყინვალე ფორმაშია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს. ვნახოთ, “ფიორენტინასთან” ვის დაყენებას გადავწყვეტთ. მოხარული ვარ მისთვის, ისევე როგორც პოგბას, ისლასა და ლუსიოს გამო, ოთხივემ კარგი თამაში ჩაატარა. ფრანგმა დაამტკიცა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია და მისი მომავალი ამ გუნდშია, ყველა თვისება აქვს, რომ იტალიაში წარმატებას მიაღწიოს. რაც შეეხება ბრაზილიელს, მშვენიერი იყო, თუმცა გუნდში ბოლომდე ჩასაწერად კიდევ დასჭირდება დრო. ” -აცხადებს კარერა.

წყარო: football italia ; “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

16 thoughts on “კარერა: ” პოგბას მომავალი “იუვეა” “

  1. მე თუ მკითხავთ კონტე, რომ მაღლა ზის კარგია, ყველაფერს უკლებლივ ხედავს თან გვერდძე მონიტორიც ექნება გამეორებები, იდიალური ვარიანტია მერე უფრო კარგად შეაფასებს შეცდომებს, ვარჯიშებზე და ყველგან კონტეა, თუ არ ვცდები რაგბში მთავარი მწვრთნელი ზევით ზის რომ კარგად დაინახოს და შეაფასოს ყველაფერი :forza: :juvee:

  2. ფიორეს ოთხშაბათს ვეთამაშებით მაგრამ მაინც მოვიგებთ. ბიჭების დიდმა ნაწილმა გუშინ დაისვენა და ახლა უფრო დიდი ძალებით შევუტევთ. ფიორეს დამარცხება აუცილებელია… :forza: :forza: :forza:

  3. სამშაბათს ყოფილა ფიორესთან :blin: დამღლელი კალენდარი ჩანს, მარა გუშინ რასაც ვუყურე დაღლა არავის ეტყობა, თან პირლო და ვიდალი დაასვენა, ჯოვინკოც არ გამოუშვია. ჩემი აზრით მაინც უნდა დავამარცხოთ იები, ისინი კიდე ორმაგი სტიმულით ითამაშებენ 0-5 ის მერე ))))

  4. მაგარი იყო პოგბა გუშინ ერთი ბრძოლა არ წაუგია კაცი ვერ გასცდა რაა თან იმ სიდიდე ფეხი აქ რო მათი ორი ნაბიჯი ამის ერტს უდრიდა :D ლუსიოც კარგი იყო შეტევაშიც კარგად ჩაერტო ცოტა ადაპტაცია უნდა ისლასაც და უმაგრესი იქნება და საერთოდაც ნახევარდაცვაში ყველა კომპონენტში უძლიერესბი ვართ :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.