ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა : ” დიდი მადლობა გულშემატკივრებს ”

როგორც ჩანს ფაბიო კუალიარელა თანდათანობით შედის ფორმაში . მას შემდეგ რაც ლონდონის ” ჩელსის ” კარში ლამაზი ბურთის გატანა შესძლო , იტალიელმა ფორვარდმა ” მფრინავი ვირების ” მეკარე ორჯერ დაამწუხრა : ” მიმდინარე კვირა ერთ ერთი საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში . მსურდა დამემტკიცებინა , რომ მზად ვიყავი და ეს შევძელი . ვერ შევძლებ იმის ახსნას , თუ რამდენად მესიამოვნა ტიფოზების აპლოდისმენტები მოედნიდან გასვლის დროს და ამისთვის მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს . ეს ნიშნავს , რომ საკუთარი მისია წარმატებით შევასრულე . დავიწყებ თუ არა სასტარტო შემადგენლობაში თამაშს სამშაბათს ” ფიორენტინას ” წინააღმდეგ ? ვგრძნობ , რომ უკვე მზად ვარ , მაგრამ ეს მწვრთნელის კომპეტენციაში შედის და გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს ” .

წყარო : Football Italia

36 thoughts on “კუალიარელა : ” დიდი მადლობა გულშემატკივრებს ”

  1. საღოლ კვალიას,არ მჯეროდა მე მაგისი და რო გითხრათ ეხლა ვსიო ეგაა რაცაა და ვირწმუნე მაგისი მეთქი მოგატყუებთ… სტაბილურობად უნდა გააგრძელოს ასე და კაი იქნება… და რაც მთავარია ფიორესთან უეჭველი ძირითადში

  2. მაგარი კაცია რაა სულ ვიძახდი უნდა დარჩესთქო იმედია აღარ იტყვით რომ მატრი ჯობია ეგ კიარა ჯიოსაც მირჩევნია ორივე ფეხით მაგრა ურტყამს უფრო ძლიერია და ტეხნიკაც კარგი აქვს და ეს უკვე იხსნება და აწი ნახეთ ტქვენ გოლები ტვგოლზე 10 ეულში რო იქნება სულ :forza: :forza:

  3. არ იყო ნაღდად ფორმაში . ანუ ფსიქოლოგიური კუთხით მაინც ჰქონდა პრობლემები და ეხლა იმენა გაიხსნება ისევ . ის კუალიარელა რომ დაბრუნდეს რაც ტრავმამდე იყო მერწმუნეთ იანვარში არავისი მოყვანა არ იქნება საჭირო

  4. Nachke
    კვალი სულ იყო ფორმაში
    შარშან ტრამვის მერე რო დაბრუნდა ხო შეაგდო გოლი? მის მერე მაინც სკამზე დასვეს და შანსი არ მიცეს
    გაგვიმართლა რო კარერამ ჩელსისთან შემოუშვა თუარა ახლაც სკამზე იქნებოდა
    ფიორესთანაც სასტავში უნდა იყოს და კიდე შეაგდებს

    1. არჯ ჯოვინკო არ იწვევდა აღფრთოვანებას ჩემში. დაახლოებით ერთი დონის ფეხბურთელებად ვთვლი. მაგრამ ბოლო ორ თამაშში, კუალიმ აშკარად მაღალი კლასი აჩვენა. მე მომწონს ვუჩინიჩი:) ასამოაც კარგად ერთვება წინა ხაზში:) დაკუალიარელათი :vashaa: ეს ბოლო კვირაა, აღფრთოვანებული ვარ.

  5. არ მომწონდა მაინცდამაინც ეს ფეხბურთელი და ახლა რომ ვუყურე თამაშებს, შესანიშნავად ითამაშა. რამდენიმე მომენტის უკეთ გამოყენებაც შეეძლო მაგრამ ორი გოლი გაიტანა და თან ორივე შესანიშნავი გოლი. მით უმეტეს პირველი:) საღოლ კუალიიიიიიიიიიიიიი. იმედია გაქაჩავს ძირითადში თამაშს. კარგია გუნდში ძლიერი კონკურენცია:) :kiss: :bugi: :bugi: :bugi: :bugi: :bugi:

  6. გილოცავთ ბიჭებო კვალიმ რო გაიტნა გოლები მაგრად გმამიხარდა შედის მგონი ბიჭი ფორმაში, მირკოზე დამწყდა გული რომ ვერ შეაგდო მარა არაუშავს მთავარია დაუმარცხებლად მივიწევთ წინ. :forza: :forza: :forza: :forza:

    1. იუვეს ფანებო დგეს დავრეგისტრირდი აქ თბილიში ახალი გადმოსული ვარ საცხოვრებლათ მინდა ჯუვეს ფანკლუბში გავწევრიანდე და დამეხმარეთ როგორ გავწევრიანდე. 19 წელია რაც ამ გუნდით ვცხოვრობ. 595 45 43 25 ეს ჩემი ნომერია . ავთო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.