ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა : ” ფლორენციაში სამი ქულისთვის ”

ტრადიციულ წინასამატჩო პრესს-კონფერენციაზე მასიმო კარერამ იმედი გამოთქვა , რომ ბიანკონერი კიდევ უფრო მოუმატებს რათა წარმატებული სტარტი უფრო მეტად შთამბეჭდავი და სოლიდური გახდეს : “ მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება მოვასწარით და მიუხედავად იმისა , რომ მეტოქეებს არ ჰქონდათ მაინც და მაინც კარგი სტარტი , მათ დრო ნამდვილად აქვთ სიტუაციის გამოსასწორებლად . თუმცა ჩვენის მხრივ , გვაქვს იმის საშუალება , რომ გამოვასწოროთ ხარვეზები და გავაგრძელოთ პროგრესი . მძიმე მატჩი ? როდესაც მოედანზე გადიხარ ფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ მასზე და არა იმაზე , თუ რახდება მოედანს მიღმა . იმედი მაქვს ფეხბურთელები სწორედ ამ განწყობით გავლენ ხვალ მოედანზე ” …

” ვიასპარეზებთ იმ გუნდის წინააღმდეგ , რომელიც მაქსიმალურად შეეცდება ჩვენი გამარჯვებების სერიის შეწყვეტას . რაც არ უნდა იყოს  მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ ნებისმიერ მეტოქესთან , ეს გახლავთ დღევანდელი ” იუვენტუსის ” ფსიქოლოგია და განწყობა . თუ მოგვეცემა შანსი გავიტანოთ სამი ან ოთხი ბურთი ამას დაუფიქრებლად გავაკეთებთ . ფლორენციაში გამარჯვების მოსაპოვებლად მივემგზავრებით ” .

საუბრის ბოლოს კარერამ დადებითად შეაფასა ფორვარდების ასპარეზობა : “ შარშანდელ სეზონში კალჩოში პირველები ვიყავით და გვყავს ნამდვილად შემადგენლობაში ისეთი ფორვარდები , რომლებიც ტოპ-ებივით ასპარეზობენ . კუალიარელას თამაშით სრულებით კმაყოფილი ვარ ”  . 

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი  

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

კვალი აუცილებლად უნდა დააყენოს.. მეორე ფორვარდი ან სება ან მირკო..
ისე კი სამივეს ერთდროულად ხილვაზეც არ ვიტყოდი უარს, აბა კონტე-კარერა მოიფიქრეთ რამე საინტერესოო :juvee: :kenwvla:

JuventinoToko
12 years ago
Reply to 

მემგონი კვალი-ვუჩინიჩი დაიწყებს…

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x