ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა: ” მუშაობა გრძელდება “

მასიმო კარერა ფლორენციაში ნაჩვენებ ფეხბურთს აფასებს და აღნიშნავს, რომ მასპინძლებმა “ბებერ ქალბატონს” ჩანაფიქრის სრულად განხორციელების საშუალება არ მისცეს. მიუხედავად ამისა, კარერა მტრულად განწყობილ ატმოსფეროში მიღწეული შედეგით კმაყოფილია: ” ძლიერი “ფიორენტინას” წინააღმდეგ მოგვიწია თამაშმა. ფლორენციელები კარგად განსწავლულები არიან და არც ორგანიზება აკლდათ. ბოლომდე ვერ შევძელით, რასაც ვგეგმავდით, ასე რომ, ყოჩაღ ჩვენს მეტოქეებს. პიზაროს საკმაო თავისუფლება ჰქონდა, რაც ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ამისთვის ვემზადებოდით, თუმცა მისი საზღვრებში მოქცევა ვეღარ შევძელით. ეს “ფიორენტინას” სეზონის მატჩი იყო, ჩვენ კი მაინც მოვახერხეთ მათი შეტევების შეკავება. მიუხედავად ურთულესი გრაფიკისა, მუშაობას ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, უფრო შეზღუდულები ვართ, ვიდრე შარშან, მაგრამ ვეცდებით, სანაკრებო შესვენება ბოლომდე გამოვიყენოთ. ” -აცხადებს კარერა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

116 thoughts on “კარერა: ” მუშაობა გრძელდება “

  1. ეეეჰ კარერა კარერა შენ და კონტეს ნიჩია გინდოდათ
    ამათმა იფიქრეს 1 გოლი თუ გაგვივარდა გაგვივარდაო მარა კინაღამ წააგეს :lool: ამათ მოგება რო ნდომებოდათ ძაან პირლოს კი არ გაიყვანდა მარკიზიოც და ვუჩინიჩიც მერე შემოიყვანა. კვალიარელა რო გაიყვანა ძაან გამიკვირდა. მოკლედ ვინებმაც ამ თამაშს არ უყურეთ არც არაფერი დაკარგეთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.