ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარერა: ” მუშაობა გრძელდება “

მასიმო კარერა ფლორენციაში ნაჩვენებ ფეხბურთს აფასებს და აღნიშნავს, რომ მასპინძლებმა “ბებერ ქალბატონს” ჩანაფიქრის სრულად განხორციელების საშუალება არ მისცეს. მიუხედავად ამისა, კარერა მტრულად განწყობილ ატმოსფეროში მიღწეული შედეგით კმაყოფილია: ” ძლიერი “ფიორენტინას” წინააღმდეგ მოგვიწია თამაშმა. ფლორენციელები კარგად განსწავლულები არიან და არც ორგანიზება აკლდათ. ბოლომდე ვერ შევძელით, რასაც ვგეგმავდით, ასე რომ, ყოჩაღ ჩვენს მეტოქეებს. პიზაროს საკმაო თავისუფლება ჰქონდა, რაც ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ამისთვის ვემზადებოდით, თუმცა მისი საზღვრებში მოქცევა ვეღარ შევძელით. ეს “ფიორენტინას” სეზონის მატჩი იყო, ჩვენ კი მაინც მოვახერხეთ მათი შეტევების შეკავება. მიუხედავად ურთულესი გრაფიკისა, მუშაობას ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, უფრო შეზღუდულები ვართ, ვიდრე შარშან, მაგრამ ვეცდებით, სანაკრებო შესვენება ბოლომდე გამოვიყენოთ. ” -აცხადებს კარერა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

116 thoughts on “კარერა: ” მუშაობა გრძელდება “

  1. დედა საცოდავ ი ჯიოვინკო რა მისი ბრალია ბურთს ტუ ვერ აჩერრებს და მერე შესაბამისად ვერ იჭერს რა მისი ბრალია თუ მოედნის ხედვა და პოზიციური მხარე სუსტია რა მისი ბრალია გუშინ კვალიას 100% იანი მომენტი რომ გაუფუჭა ლიხტის პასსის შემდეგ
    ?????

  2. ვიდალის თამაში ძაან მომეწონა, იცი რატო ? გუნდი არ უტევდა და ვიდალს შეტევა არ ევალებოდა, ვიდალი შლიდა. პატკატით რო გამოაძრო იების კაპიტანს ბურთი საჯარიმოში არ გახსოვთ ხო ? ტიპმა მთელი ორი ტაიმი წინ და უკან ირბინა, მაქსიმალურად ცდილობდა არ მიეშვა ფიორე საჯარიმოსთან. კიელინი ტრამვის მერე უმატებს და არაფერი გაუფუჭებია ჯორჯოს.

      1. გუნდის არ შეტევა იმას არ ნიშნავს რო კონტრშეტევაზე არ გადადიხარ ! რამდენიც მცდელობა იყო კონტრშეტევის იმდენი ბურთი ჩააბარა ჯოვინკომ იებს, ჯაკერინიც იგივე როლში იყო.

  3. პირლო რაც სეზონი დაიწყო, პარმასთან თამაშს თუ არ ჩავთვლით საერთოდ ვერაფერს აკეთებს. იმედია წინა სეზონი პირლოს ბოლო პიკი არ იყო თავის კარიერაში, მარა რომც ყოფილიყო არც ეგ მაშინებს, პოგბა მშვენიერი ბავშვია და დიდი მომავალი აქვს.

  4. BrainWasheR

    ძმა რო იძახი სებამ და ჯაკემ ცუდად ითამაშესო, პირლოს თამაში მოგეწონა? კილინის თამაში მოგეწონა? ვიდალის თამაში მოგეწონა? კვალის თამაში მოგეწონა? ყოველთვის სებაზე რატო ტეხავთ ხოლმე ჯოხს ჩემამდე არ დადის, მთლიანად გუნმა ჩააგდო თამაში და აა რომელიმე ფეხბურთელმა!!! სებაზე ერთ მაგალითს მოგიყვან ფიორემ 3 ყვითელი ბარათი მიიღო და აედან 2 ჯოვინკოზე და კიდო მეუბნები რო სებამ ყველაზე უარესად ითამაშაო?

    1. მალადეც სებას, 3-1 მოუგო ფიორეს ყვითელ ბარათებში :lool: :lool: სება იმისთვის დგას იქ რო ყვითელი ბარათები აკიდოს ფეხბურთელებეს ? )))))) ტიპი შემქმნელია და მაგის შექმნილი მომენტი ვერ ვნახე გუშინ, ორ დარტყმას თუ არ ჩავთვლის შორიდან. შეეძლო და ვერ შექმნა.

  5. პირლომ ვერ ითამაშაო იძახიან და სებამ რო ვერ გააჩერა პირლოს პასი ცუდი ფეხბურთელიაო
    პირლომ ცუდი პასი რო მიცა კი დაუნახიათ მარა ეს ცუდი პასი რო ვერ მიიღო სებამ სებაც ცუდია :lool:

  6. მე არ ვიძახი რომ ცუდი ფეხბურთელია :mrgreen: პარმაში როგორც თამაშობდა იმ ფორმისგან შორსაა და მე მინდა რო მალე ჩადგეს ფორმაში და უკეთესად მოერგოს გუნდს. გუშინ ჯოვინკოს ერთ ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. კვალიარელა კიდე არ უნდა გაეყვანა.

  7. BrainWasheR
    ჯოვინკოს რა ევალება იცი? 11 კაცი რო უკან დგას ჯოვინკომ რა გაგკეთოს?
    ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია თვადამსხმას და ცუდად როგორ ითამაშეს? ჩვენმა ფეხბურთელებმა არ მიცეს იმის საშუალება რო კვალი-სებას რამე გაეკეთებია

  8. BrainWasheR
    ეს ტექნიკური შეცდომები დაუშვა რომლის გამოსწორებაც კონტეს ერთ სიტყვას შეუძლია
    და მაგის გამო რო ერთ მომენტში კვალის პასი არ მიცა იმას არ ნიშნავს რო ცუდი ფეხბურთელია
    არც მომავალ თამაშში არ მიცემს და თვითონ შეაგდებს

  9. ყველაზე სუსტი რგოლი გუშინ მინდორზე ჯოვინკო და ჯაკერინი იყო და როგორ იძახით სებამ კარგად ითამაშაო ? :blin: თქვენ სხვა თამაშს უყურებდით ალბათ…

  10. Q a s r a
    სება და კვალი უნდა დარჩეს ძირითადში, ცოტა შეთამაშება ჭირდებათ ერთმანეტთან და ტექნიკური და ძალისმიერი დუეტი კარგად ჩაჯდება
    კვალიმ გოლი ვერ შეაგდო მარა მაინც უნდა იყოს სასტავში
    თამაშის ხარისხი და მონდომება იგივე იყო რაც წინა 2 თამაშში
    სება ნელნელა უმატებს გუშინ მშვენივრად ითამასა 2 ჯერ კარგად გავიდა დასარტყამ პოზიციაზე
    მალე ცამოყალიბდენა ლიდერად

  11. ქასრა ეგრეც არაა შენ როგორც ლაპარაკობ ჯოვინკოზე, 2 მომენტი შექმნა გუნდმა და ორივე ჯოვინკომო, რამდენჯერ შეეძლო ერთი ნორმალური პასით 1-1 გაეყვანა გინდა კვალიარელა და გინდა მირკო. ძაან ბევრი უაზრო შეცდომები დაუშვა მთელი თამაშის მანძლზე. 10 დან 8 ჯერ ბურთს ვერ იღებს წესიერად და ვერც ეხსნება ნორმალურად კედლის გათამაშების დროს, და როცა ხედავს რო მცველი ძაან ახლოს ეთამაშება ბურთს იღებდა თუ არა ეგრევე არაზუსტ პასს აკეთებდა…მინუსები უნდა დავინახოთ ყველა ფეხბურთლში, ჯაკერინიზე აღარაფერს ვამბობ. პარმაში რაც იყო სება იმ ფორმისგან ბევრი უკლია ! იმედი მაქვს მალე ჩადგება ფორმაში და მოუმატებს თამაშიდან თამაშამდე.
    ბენტნერი კიდე იმიტო ვახსენეთ რომ, გუნდს შეეტყო რო მოსაგებად არ იყვნენ ჩასულები, არ უტევდნენ, ვიდალი ცენტრიდან ჯიჯის უბრუნებდა ბურთს. ესეთ თამაშს როცა თამაშობ უნდა შემოიყვანო მაღალი, ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი, ბენტრენი რო მდგარიყო წინ უფრო პროდუქტიული კონტრშეტევები იქნებოდა და შეიძლება გაგვეტანა კიდეც.

      1. არადა ჩვეულებრივი კაცისთვის ნორმალური პასია ეგ :lool: ბურთს რო ვერ წვდებოდა ნერვები მეშლებოდა ))) მაინც ბევრი შეცდომა დაუშვა, დაბალ ბურთებსაც ვერ იღებდა.

  12. გუშინდელ თამაშში კიდო რაც დავინახე და უმეტეს თამაშებში იუვეს თავდამსხელების არა ერთიანობა… ასე მგონია არა აქვთ მეგობრობა აქვთ შური ერთმანეთის მიმართ და არ აძლევენ პასს ერთმანეთს როცა შეუძლია 100% გაიტანოს გოლი მარა ურჩევნიათ შორიდან ბრახუნი!!!

    თქვენ არ დაგრჩათ ეგეთ შთაბეჭდილება? :juvee:

  13. გუშინდელი მომენტები გახსოვთ საერთოდ? სებას ლანძღავთ და კიელინიმ რა გააკეთა? საჯაიმოს ხაზთან იდგა ჯოვინკო დაგორება უნდოდა ბურთის მხოლოდ რომ პასი მისვლოდა და კიელინიმ იმხელაზე აწია ბურთი აქეთ აუტზე გადავიდა ტო, როცა სება 10 მეტროში ედგა და ზონა ღია იყო…

    1. ვერ ითამაშებს გუნდი და სებამ ჩააგდოო, მარკიზიო ნოლი იყოო, ვიდალი ვინ მიგდიაო, ასამოა ვინ მოათრიესო და ასე შემდეგ. უდინეზესთან ჯოვინკომ პენალი აიკიდა, 2 გოლი შეაგდო და ვინ მიგდია ეს ჭიაყელაო მაინც იძახდნენ, რა ქნას ჰეთრიკები ასრულოს სულ ტო? თავდამსხმელია და თუ მომენტი ექმნება თავად შექმნა გუშინ 2 მომენტი და არა ვიღაცის პასით…

  14. ჯოვინკოსგან რა გინდათ ჩემამდე არ დადის :lool: :lool: :lool: მომენტი ქონდა და ვერ გამოიყენა თუ რაა? ეს ჩასაფრებული გულშემატკივრობა მაგარი ვიცით რაა, ნახევარდაცვა იყო 0 !!! მირკო რო გამოვიდა ბურთს საიდან ათრევდა კი დავინახეთ ხო? ან სებას რანაირ პასებს აძლევდნენ რას გავდა მეტრანახევრიან კაცს მაღალ ბურთს რო მიცემ იქ რო ვერაფერს ვერ იზამს ეგ ხო სალსახააა? :lool:

  15. მოკლედ მრცხვენია იუვეს ასეთი ფანები რომ ყავს… ეხლა თხოვნა მექნება კაგად წაიკითხეთ ჩემი კომენტარი-სტატია!

    1.ფიორეში ვერ მოგება
    ფიორენტინა წელს გაცილებით ძლიერია, მონტელამ კატანიაში დონე აიმაღლა და შინ კატანია სულ ძლიერი იყო, ეხლა კი ფიორეში უკეთესი შემადგენლობა ყავს. ასე რომ ფიორეს მოუგო ადვილად გამორიცხულია

    2.ბურთი დაგვახიეს? ეგ ჩვენ გავუკეთეთ შარშან!
    3.კონტეს ფრე აწყობდა და ერჩივნა ფეხბურთელები დაესვენებია, რომა-შახტარია წინ!
    4.შაგანგაშო რა არის? 4 მოგება და გასვლაზე ძლიერ გუნდთან ფრე თან დასვენებული გუნდით?
    5.პირლოს ხედავთ 3-4 მატჩია საკუთარ თავს არ გავს და ვერ ხვდებით რომ რთული გრაფიკი თავისას შვება?
    6.ბარსელონაო რომ ამბობთ სახლში გრანადას 87 წუთზე მოუგო და იუვეს თხოვთ ფიორეში უეჭველ მოგებას???
    7.ნუ გაუტრაკეთ საქმე ჯოვინკოს, 2 მომენტი შექმნა იუვენტუსმა და 2ვე თავისით შექმნა ჯოვინკომ. ვინ გინდათ აბა ძირითადში? ბენდტნერი? და იცით ატომ? გაინტერესებთ უბრალოდ რას იზამს თორე სხვა ინტერესი არაა მაგაში!
    8.უნდა გრცხვენოდეთ როდესაც საკუთარ გუნდზე ესე საუბრობთ! იცი მე რას ვამბობ? პ.ს(დარჯას სიტყვებს დავესესხები) ,,მიყვარხარ მაშინაც როდესაც აგებ! მე იუვე მიყვარს, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია, მიყვარს ბუფონიდან დაწყებული ჯაკერინით დამთავრებული!
    9.ადმინს ვთხოვ რომ შემოიღონ 1 კვირიანი ბანი და იცით რატომ? ყოველი უაზრო კომენტარის მქონე იუზერი დაიბლიკოს და ის ვინც იუვეზე ანაც რომელი ფეხბურთელზე ცუდს იტყვის!
    10.ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ ისევე როგორც გუნდი, ფანები სტადიონზე ზიან და ლონდო0ნი აიღეს იუვეს ყვიილით მაშინაც კი როცა 2-0ს ვაგებდით და თქვენ აქ არხეინად ჯდებით და ილანძღებით, არ გრცხვენიათ? მოიგებს იუვე საღოოოლ ყვირით, ვე მოიგებს და ხან ვის ლანძღავთ და ხან ვის. კონტეზე ცუდი როგორ უნდა თქვათ ან ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს ადამიანს რომელიც იუვეს ქომაგობს.

    და ბოლოს:
    თქვენ რა გგონიათ გუშინ მხიარულად ვუცქერდი ოგორ გვიტევდნენ? თქვენ რა გგონიათ დავტკბი თამაშით? არა ბატონო, მაგრამ მსაჯმა რომ ჩაფშტვინა იუვეს ჰიმნი ჩავრთე ეგრევე და ღამის 2 საათზე ვმღეროდი და მიხაროდა ის, რომ კონტეს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა. 1.არ წააგო 2.ძალები დაზოგა, მიხაროდა რომ დაცვა კედელივით იდგა, ბედნიერი ვიყავი რომ ბარძალი კვლავაც გაუვალია, ასამოა იბრძოლა და ლიხშტაინერიც აქეთ ფლანგზე არ იდგა, პოგბას დააკვირდით საერთოდ საიდან გაეკიდა მეტოქეს როდესაც ლამაზ ნახტომში ბურთი ისე აართვა რომ კუთხურიც კი არ აუკიდებია, დააკვირდით მარკიზიოს შემოსვლამ თამაში მეტად რომ დაალაგა? თქვენ ამას არ უყურებთ, თქვენ ხედავთ გოლს და ვინ როგო მოატყუა მეტოქე, გავარტყი რონალდოს ფინტებსა და მესის ნომერ პირველოს, მსოფლიოს ყავს ნუმერო უნო ფეხბურთელი და ეს ჯანლუიჯი ბუფონია. ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი, როგორ ამხნევებდა გუნდს და ტანში ჟრუანტელი მივლიდი. გაოცებული ვარ ტო ოგორ ითხოვთ სულ მოგებას, ეს რთული კალენდაი დაიწყო ჯენოაში…
    1.ჯენოაში ძალები დავზოგეთ, დაგვჭირდა 2 კაცი შემოვიდნენ და 3 ქულა ავიღეთ
    2.ლონდონში 2-0 შემოვატრიალეთ
    3.კერკეტ კაკალ კიევოს 70% მე-2 სასავით მოვუგეთ
    4.ფლორენციაში ქულა ავიღეთ
    5.ეხლა რომას ვიღებთ და ამ დროს ლიგა გვაქვს საფიქრალი
    6.შახტარი ადვილი მეტოქეა და იქნებ ფრის შემთხვევაში მთლად გინებაზე გადახვიდეთ…

    მოკლედ იმედია წაიკითხავთ ჩემს ნაწერს და ტყუილად წერა არ გამომივიდა, დეს დათკას ვთხოვ სტატია დამიდოს და იქ მაინც გაეცნობით იუვეს და დაგანახებთ სარკეში თქვენს თავს…

    განვმეორდები და დავამთავრებ შემდეგი სიტყვებით:

    იუვე ერთი დიდი სიყვარულის ისტორიაა და მიყვარხარ მაშინაც კი როდესაც აგებ!!!

  16. კარერას საერთოდ რატო აბრალებთ რამეს ვერ ვხვდები ?
    მას ხომ კონტეს ძმა ურეკავს ისევე კონტეს ნებართვით..
    მითითებებს იძლევა და ეს კიდე გადასცემს რა.
    გადამცემია იტოგშეე :chuvak:

    1. მხოლოდ სეტანტა არხი აჩვენებს ძმა, გუშინ სეტანტაზე ვუყურე.
      სერია-A აჩვენებს მაშინ, როცა ცენტრალუი მატჩის მაგვარია… მაგალითად ტორინო-ინტერიც აჩვენა…

  17. შეიძლება სანახაობრივი მატჩი არ იყო მაგრამ საშინელი თამაში (მითუმეტეს ჩვენთვის) არ ყოფილა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ჯერ ევროპის ჩემპიონატის გამო ფაქტიურად ზაფხულში არ დაუსვენია გუნდის უმეტეს წამყვან მოთამაშეს, თუ ბუფონი კიდევ მეკარეა, პირლოს, მარკიზიოს, ბონუჩის, ბარძალის, კიელინის (ტრავმაც დაამატეთ) ერთ თვეში 6-ჯერ თამაშმა მოუწია. ამის მერე ფაქტიურად 2 კვირაში იყო სუპერ თასი ნაპოლისთან და ერთ კვირაში სერია ა – ც დაიწყო, ამის მერე 16 დან 25 მდე, ცხრა დღეში 4 თამაში ითამაშეს. PES და FIFA ხო არაა, ადამიანები არიან. აგერ ბარსა არ არის ფორმაში, მანჩესტერი, რეალი, ჩელსი, მილანზე და ინტერზე ხომ აღარაფერს ვამბობ და… ჩვენ კიდევ ბოლო 7 ოფიციალურ თამაშში ამ სეზონზე (ლიგა, სერია ა, სუპერთასი) 5 მოგება და ორი ფრე გვაქვს… სიმართლე გითხრათ იუვენტუსი ისე რომ იყოს ყველა თამაშს 4-0 და 5-0 ის იგებდეს, არც ვუყურებდი, რომ იწყება თამაში და იმას ვნერვიულობ რა მოხდება, ყველა ფეხბურთელთან ერთად მეც რომ განვიცდი ეგაა საინტერესო და მაგას ვეძახი ერთი ოჯახიათქო…

  18. მეც საგანგაშო ვერაფერს ვხედავ, დაისვენეს ბიჭებმა, 2 ტაიმი საჯარიმოსთან იდგნენ ))) პროსტა ჯაკერინი საერთოდ არ უნდა ათამაშოს, თასზე შემოიყვანონ და არბენინონ. ჯოვინკოს კიდე რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ფორმაში ჩასადგომად ? :blin:

  19. მე არვარ უკმაყოფილო რობოტები ხოარ არიან აცალეთ სულის მოტქმა…
    იუვე კიარა ზედიზეთ ტამაშებს ვერავინ იგებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.