ბუფონი : ” მეტოქემ ბრწყინვალედ იასპარეზა ”
ფლორენციაში დასრულებული მატჩის შემდეგ , ჯანლუიჯი ბუფონს არ დაუშურებია დადებითი ეპითეტები მეტოქის მიმართ : ” ადვილი შესამჩნევი იყო , რომ გუნდი დაიღალა , თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ფიორენტინამაც ბოლო მატჩი ასევე შაბათს გამართა . ერთი სიტყვით მათ დიდებულად იასპარეზეს და გამორჩეულ აპლოდისმენტებს ვინჩენცო მონტელა იმსახურებს . მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა , რომ მაღალი კლასის სპეციალისტია . ჩემის მხრივ ვიტყვი , რომ ვერაფერ სასირცხვილოს ვერ ვხედავ ამ ფრეში . გვქონდა მომენტი , მაგრამ ფიორენტინასაც შეეძლო სამ ოთხ ეპიზოდში ჩვენი კარის აღება . რაც შეეხება ორი კლუბის დაპირისპირებას , ტრიბუნაზე ტიფოზები სათანადო დონეზე ავლენდნენ საკუთარ მიდგომას კონკრეტულ ეპიზოდებზე , ისევე როგორც ” იუვენტუსის ” გულშემატკივრები . დარწმუნებული ვარ მეტოქეობა ჯერ ჯერობით არ გასცდენილა გარკვეულ ჩარჩოებს ” .
წყარო : Football Italia
მაგრად ითამაშა ფიორენტინამ ერთ-ერთი პრეტენდენტია 3 ადგილის