კარერა: ” მუშაობა გრძელდება “
მასიმო კარერა ფლორენციაში ნაჩვენებ ფეხბურთს აფასებს და აღნიშნავს, რომ მასპინძლებმა “ბებერ ქალბატონს” ჩანაფიქრის სრულად განხორციელების საშუალება არ მისცეს. მიუხედავად ამისა, კარერა მტრულად განწყობილ ატმოსფეროში მიღწეული შედეგით კმაყოფილია: ” ძლიერი “ფიორენტინას” წინააღმდეგ მოგვიწია თამაშმა. ფლორენციელები კარგად განსწავლულები არიან და არც ორგანიზება აკლდათ. ბოლომდე ვერ შევძელით, რასაც ვგეგმავდით, ასე რომ, ყოჩაღ ჩვენს მეტოქეებს. პიზაროს საკმაო თავისუფლება ჰქონდა, რაც ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ამისთვის ვემზადებოდით, თუმცა მისი საზღვრებში მოქცევა ვეღარ შევძელით. ეს “ფიორენტინას” სეზონის მატჩი იყო, ჩვენ კი მაინც მოვახერხეთ მათი შეტევების შეკავება. მიუხედავად ურთულესი გრაფიკისა, მუშაობას ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, უფრო შეზღუდულები ვართ, ვიდრე შარშან, მაგრამ ვეცდებით, სანაკრებო შესვენება ბოლომდე გამოვიყენოთ. ” -აცხადებს კარერა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ეეეჰ კარერა კარერა შენ და კონტეს ნიჩია გინდოდათ
ამათ მოგება რო ნდომებოდათ ძაან პირლოს კი არ გაიყვანდა მარკიზიოც და ვუჩინიჩიც მერე შემოიყვანა. კვალიარელა რო გაიყვანა ძაან გამიკვირდა. მოკლედ ვინებმაც ამ თამაშს არ უყურეთ არც არაფერი დაკარგეთ.
ამათმა იფიქრეს 1 გოლი თუ გაგვივარდა გაგვივარდაო მარა კინაღამ წააგეს