პოგბა : ” ჩემი ოცნებაა გავხდე საუკეთესო ”
პოლ პოგბას აქვს იმის იმედი , რომ ტურინის ” იუვენტუსში ” გადასვლით ახდება მისი ოცნება , გახდეს მსოფლიოში საუკეთესო იმ პოზიციაზე , რომელზედაც ასპარეზობს დღეისათვის . ფრანგ ლეგიონერს კარგად ესმის , რომ გამომდინარე იმ კონკურენციისა , რაც გუნდში არის მიზნის მიღწევა საკმაოდ პრობლემატურია , მაგრამ ის მზადაა ნებისმიერი შანსის გამოყენებას , რომელიც მიეცემა : ” მსურს კიდევ უფრო გავაუმჯობესო ჩემი პროდუქტიულობა და ამისათვის აუცილებელია გამორჩეული კლუბების წინააღმდეგ ასპარეზობა . წელს ჩემი მიზანია , ვიასპარეზო მინიმუმ 25 შეხვედრაში და გავხდე მსოფლიოს მაშტაბით ერთ ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე . ბუნებრივია დიდ ყურადღებას ვაქცევ საფრანგეთის ნაკრებსაც , რომელთან ერთად ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვიასპარეზო ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მუნდიალზე ” .
წყარო : Tuttojuve
საკუთარი თავის რწმენა აკლია ჯერ მაინც ნერვიულობს მოედანზე.
მე ვფიქრობ რო ცოტა არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ წინ წაწეული ნახევარმცველი უნდა იყოს. პირლოს ადგილას თამაშობს და არგამოუვა. დაიზმენებულია ტიპი ბურთს რო მიიღებს მალევე აძლევს სხვას პასს, ეშინია არწაართვან )))
კაი ფეხბურთელია. პირლოს რაც შეეხება კიდე სანაკრებომ გადაღალა ეგ და იუვეში რო 90 წუთის განმავლობაში რო ათამაშებდნენ ხოლმე მაგან.
მაგარი მომავალი აქვს ამ კაცს იმედია მართლაც რომ საუკეთესო გახდეაბ და იუვეს ლეგენდებში ჩაეწერება აქვე უნდა დაასრულო კარიერა ამან
მე მაგრად მეიმედება ამ კაცის
უდავოდ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია,პირადად მე ვიეირას მაგონებს.იმედია გაამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს და იუვეს წაადგება.
რაც შეიძლება ხშირად უნდა ათამაშონ.. ძალიან დიდი მომავალი აქვს და თუ ვათამაშებთ ისევ და ისევ იუვენტუსს წაადგება
მემგონი პირლო დაგვიბერდა უკვე და ამის დრო დგება
ოცნებას კაცი არ მოუკლავს და რაღა შენ მოგკლავს