კლაუდიო ფილიპის წინასამატჩო კომენტარი
კლაუდიო ფილიპი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოლდინშია და “რომასთან” დაპირისპირების დაწყებამდე ერთი დღით ადრე წინასამატჩო კომენტარებს აკეთებს. მეკარეების მწვრთნელი პირველად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და საუბრის დასაწყისში ამის მიზეზებზეც ისაუბრა…
” ეს ანტონიო კონტეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც მეც და მასიმო კარერამაც მოვიწონეთ. ანტონიო ფიქრობს, რომ ორივეს თანაბარი როლი გვაკისრია გუნდის მართვაში და კარგი იქნებოდა, პრესკონფერენციებზეც რიგრიგობით წარვმსდგარიყავით ხოლმე. მე და მასიმო მთელი კვირის განმავლობაში მიმოვიხილავთ შეხვედრებს, კონტესთან ერთად ვემზადებით მომავალი ტურებისთვის, თუმცა უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას მხოლოდ ერთმანეთთან განსჯის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ”
” წარმოშობით რომიდან გახლავართ და ერთი წელიწადი მიმუშავია კიდეც დედაქალაქში, სამწუხაროდ, ეს არც ისე წარმატებული პროექტი გამოდგა. უკვე 15 წელია ამ სამუშაოს ვასრულებ და “რომას” არაერთხელ დავპირისპირებივარ, ხვალაც იგივეს გაკეთებას ვაპირებ. ”
” ტოტისთან მუშაობის საშუალება მქონია, ის ნამდვილი ჩემპიონია. მაშინ ცოტა ახალგაზრდა იყო, მაგრამ როცა არ უნდა შევხვდე, ვეუბნები ხოლმე, ჯერაც როგორ შეუძლია ფეხბურთის თამაში. “რომა” ძლიერი გუნდია ძლიერი ფეხბურთელებით და “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ჩვენს გვერდით იქნება. ზემანმა საზოგადოებას თავი მოქნილი სათამაშო სისტემებით გააცნო და ისიც თავის საქმისი პროფესიონალად მიმაჩნია. ხელს აუცილებლად ჩამოვართმევ, რადგან ეს კარგი ჟესტია უფროსი ასაკის ადამიანის მიმართ. ესეც რომ არა, ზემანი ჩვენი სტუმარი იქნება. ”
” პირლო ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტი ფაქტორიც ის იქნება. სჭირდება თუ არა დასვენება? ჩვენი შტაბი კარგად მუშაობს, ამ მხრივ ყველაფერი მოგვარებულია. გადაწყვეტილებებს ტექნიკურ და სამედიცინო პერსონალს შორის აზრების გაცვლის შემდეგ ვიღებთ. თუ არსებობს დასკვნა, რომ თამაში შეუძლია, ესე იგი იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც არ არსებობს. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
სად ხართ ხალხნოოოოოოოოოოო

იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეე ზემანის სახეეე:D:D:D:D
რომასფანები დამანახეტ სადარიან ზემა გაგედო ხახაშიი კიდე 2რი უნდა შეუგდოტ და

მირკომ და ლეომ დააყარეს?:))
ის ბებერი მეძავი დამშვიდდა? აჯობებს ვინმემ კაპლი მიაწოდოს, გული არ გაუხდეს ცუდად
რომას საიტი დუმს

ისევ რომასთან თორემ მატრი სხვას ვერავის უტანს
არ ვზოგაააავთ????????????????????????:D:D:D
პაშადი ნი ბუდზეტ!!!

arturooooooooooooo
ეეეეეეეეეე კარგით რა.
ანდრუხააა:*:*:*:*
პირლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
