ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზემანი : ” მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა ”

” ვისი ბრალია ? ვცდილობდით საკუთარი კარნახით წაგვემართა შეხვედრა , მაგრამ პირველივე წუთებიდან არაფერი გამოგვდიოდა . ტურინელები მთელი ერთი თავით მაღლა იდგნენ ჩვენზე სრული 90 წუთის განმავლობაში . ორი აზრი არაა , ეს იყო ჩვენი მხრიდან საშინელი ასპარეზობა , არც კარს ვიცავდით და თავს შეტევითაც მაინც და მაინც არ ვიკლავდით “ – ქებას არ იშურებს მეტოქის მიმართ ” რომას ” მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი , რომელიც საკუთარი კლუბის პრობლემებზეც ღიად საუბრობს : ” ჯერ ჯერობით ვერაფრით ვერ ვახერხებთ საკუთარი რითმის დაჭერას : თუ არ დავიწყებთ თავდაცვას ყველანი ერთად და შეტევაში გაცილებით სწრაფად მანევრირებას ასეთ სურათს მრავლად მივიღებთ . მცველები საკმაოდ უკან არიან ჩაწეულნი , მაშინ როცა ფორვარდები მოედნის ცენტრში მოქმედებენ და შესაბამისად ისეთი რადიუსის თავისუფალი ზონები რჩება , რომ მეტოქეს ხელ ფეხი ეხსნება . ვმუშაობთ ხარვეზების გამოსასწორებლად . სამი გაშვებული ბურთი 7 წუთში კი ნებისმიერ მეტოქეს გატეხავდა ” …

” ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია მოძველებულია ? როდესაც გუნდი ზუსტად ისე დაიწყებს ასპარეზობას , როგორც ეს ჩაფიქრებული მაქვს , უმჯობესი იქნება დასკვნებს თუ შემდგომ გამოვიტანთ . დღეს კი აბსოლიტურად არ მიხილავს ის , რასაც წვრთნების დროს ვხეწავდით . ალბათ , ” იუვენტუსმა ” იმ დონეზე შეგვაშინა , რომ ვერ განვახორციელეთ ჩაფიქრებული სვლები ” .

” მოხარული ვარ დედაქალაქში ყოფნით . დღესაც კი 100 % – ით ვარ დარწმუნებული , რომ კლუბი მიაღწევს დადებით და პროდუქტიულ შედეგს . ასეთი მატჩები აუცილებელია , რათა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე . როდესაც ” იუვენტუსის ” წინააღმდეგ ყოველგვარი მოტივაციის და სწორი განწყობის გარეშე გადიხარ , საქმე საწყის ეტაპზევეა მომთავრებული . ვმოძრაობდით ნელა და ვერ ვახერხებდით საჭირო სისწრაფის პოვნას . ბიანკონერის კი თავის მხრივ ჰქონდა უპირატესობა , ფეხბურთელები ერთმანეთს თვალდახუჭული იცნობენ ” .

” ტოტის მოედნიდან გაყვანა დაკავშირებულია მატჩის სცენართან , ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლო რაიმეს შეცვლა და შესაბამისად კაპიტანს დასვენების საშუალება მივეცი . ტურინის ტიფოზერია  ? სიმართლე გითხრათ აგრესიული გამონათქვამები არ მომისმენია , შესაძლოა ყურები დახშული მქონდა ” .

 

წყარო : Tuttosport

 

პ.ს. ცენზურის ნებისმიერი სახით დარღვევის შემთხვევაში მომხარებელი მიიღებს 3 დღიან ბანს . გმადლობთ ყურადღებისთვის …

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

59 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juvento
11 years ago

რაო ზემან პატარა, გატყიპეს შენი ნაქები რომა? ამიტმ როცა არ შეგიძლიათ მიაყეეეეთ, ეგ შენ ფეხბურთელებსაც ასწავლე და ბალეშიკებსაც რო წაიღეს ტვინი. ჩვენ ხმას არ ვიღებდით და იმენა სასტავი აღტკინებული იყო. ხმა აღარ გავიგო თქვენი. 4-1 ბევრს ამბობს უკვე. ის 1ც რა საზიზღრად გაგივარდათ თქვე უბედურებო მსაჯს შეეცოდეთ. :lool: :lool:

vako-10
11 years ago

გადაურაეთ და კიდე ბევრს გადაუვლით ესეც მესამე ვარსკლავი

nika gogoberidze
11 years ago

აუუ რა დასანანი ხელი წააგო სამპამ რა :mad: :mad: :mad:

besiki777
11 years ago

ვინმემ ხო არ იცით ამ თამაშში რამდენი კუთხური იყო?

ცოტნე სამსონაშვილი
Reply to  besiki777

სულ იყო 8 5-3 ჩვენ სასარგებლოდდ )) :forza: :forza:

marchisio8
11 years ago
Reply to  besiki777

8 იყო. 10 მინდოდა :( მარტო ამან გამისხა :|

Giorgi kasrashvili
11 years ago

რომას ფანი ნახე რას მწერს:

ro vimsjeloott bufooni magarii ***i mekaree gamodiss 2 wutshii oskatrma dublii sheusrula roca norvichebtann wesivrad tavii ver gamoichinaa..

ამან ფეხბურთი იცის??? :mad: :mad: :mad: :mad: :mad:

dato_juventino
11 years ago

ესა 1კლასელის აზროვნებაა :lool: :lool: მეტი რა გზა აქვთ გუშინ მაგათი ნაქები გუნდი 19-წუთზე 0-3 აგებდაა ამასერო იფიქრონ ურჩევნიათ :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  dato_juventino

უფრო ბაღის დონეა

dato_juventino
11 years ago

:lool: :lool: :lool:

lasha naxucrishvili
11 years ago

რა ყველაფერს ყურადღებას აქცევთ

dato_juventino
11 years ago

სამპა საგოლთ მაგრად ყომარობენ საკმაოდ კაი გუნდია რაც უყრე სამპას თამაშებს სუ 1რველ ნომრად თამაშობს მიდი გაგვახარეთ ერთი ნაპოლი გაუშვით სახში უქულოდ :achuu: :achuu:

lasha naxucrishvili
11 years ago

მიდი სამპა მაგათიიიი :forza:

d a v i d
11 years ago

უყურებ? ესტი რა როჯაა? :chuvak: :love:

lasha naxucrishvili
11 years ago
Reply to  d a v i d

როჟააა რა :lool:

d a v i d
11 years ago

:lool:

d a v i d
11 years ago

ისე გუშინ სევილია-ბარსას თამაშს უყურეთ? ასე მგონია ბარსა ინერციით მიიწევს წინ რაც გვარდიოლა წავიდა :chuvak: მსაჯის და ცესკის დედა ვატირე თორე სევილიას არ უნდა წაეგო!!!

mishka berianidze
11 years ago

გამარჯობათ იუვენტინოებო ყველას გილოცავთ ანგარიში ეხლა ვნახე და ძალიან გამიხარდა
ვინმეს თუ შეგიძლიათ რომ სრული თამაშის ლინკი დადოთ ან სად შეიძლება რომ ვნახო.

mishka berianidze
11 years ago
Reply to  ika1993

გმადლობ გაიხარე.

| Newsphere by AF themes.
59
0
Would love your thoughts, please comment.x