“იუვენტუსი” – “შახტარი” 1:1
გოლები: ალექს ტეიშეირა 23′, ბონუჩი 25′.
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი, კიელინი, ბარძალი, ბონუჩი, ლიხტშტაინერი, ასამოა, მარკიზიო, ვიდალი (პოგბა 85′), პირლო, ვუჩინიჩი (ჯიოვინკო 59′), მატრი (კუალიარელა 65′).
“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რასიცკი, ხიუბშმანი, ფერნანდინიო, ტეიშეირა (ინსინიო 84′), მხითარიანი, ვილიანი, ლუის ადრიანო.
გაფრთხილებები: ლიხტშტაინერი 43′, კიელინი 73′, ხიუბშმანი 76, ინსინიო 90′.
კარგით რა ხალხნო, ლეიბორისტებივით ამ თამაშის გაყიდვაზე ლაპარაკი? ესენი თუ კიდევ ისეთი თავხედები არიან რომ თამაშს ყიდიან, პირობივითაა, ამას ქულებს კი აღარ დააკლებენ და სერია ბ ში კი არ გაუშვებენ, პირდაპირ როგორც თავის დროზე პარმა, ნაპოლი და ფიორენტინა გამოაცხადეს გაუქმებულად ისე გამოაცხადებენ და დასვავენ სერია ც/ბ1 ში და ერქმევა იუვენტუსი2012.
ვინც ფორვარდის აუცილებლობას ვერ ხედავთ, გიპასუხებთ, არა ნაკლებ უჭირთ სხვა გრანდებს, რომლებთანაც ასეთი საშუალო დონის კარგად მომზადებული გუნდები გაასმაგებული ენერგიით თამაშობენ, მაგრამ ისეც ვერ ითამაშებენ რომ 2-3 მომენტი ვერ შექმნან ( არ არსებობს 90 წუთის მანძილზე ერთხელ არ ჩაუვარდეს თამაში თუნდაც ფლანგიდან გადაწყობის წუთს) ხოდა სწორედ იმიტომ ჰქვია მაღალი კლასის ფორვარდი იმ მისტერ X-ს რომ იმ 2-3 მომენტიდან რომელიმეს მაინც აუცილებლად იყენებს, თორემ როდესაც გუნდი თავზე აზის მოწინააღმდეგეს, პირლო თავისუფალია, მარკიზიოს და ვიდალს თამაში მისდით და ფლანგები აქტიურობენ… იქ გაიტან 100 მომენტიდან ერთს. ეს მაღალ კლასს ნიშნავს??? მგონი არა!
რაც შეეხება გამოცდილებას, ვიღაცამ თქვა 9 ფეხბურთელს გამოცდილება არ ჰქონდათ ლიგაზე თამაშისო. ამაზე ორი პასუხი მაქვს, ჯერ ესერთი გაიხსენეთ ჩელსი რომ შეიქმნა ანუ ამ სახით და ლიგაზე გადიოდნენ ისეთი ფეხბურთელები შეიძინეს რომლის ფასად შეეძლოთ ახალგაზრდები და გაცილებით ნიჭიერები მოეყვანათ, მაგრამ სწორედ ისინი მოიყვანეს ძვირად ვისაც გამოცდილება ჰქონდათ, მაგ: მაკელელე, კრესპო, ჯო კოული, ვერონი, ჯერემი… ასე რომ თუ ამაშია პრობლემა რომ გამოცდილება არ ყოფნით, მოეყვანათ 2–3 გამოცდილი ადამიანი.
ეხლა მეორე: დამისახელეთ ბატედან, ჰაპოელიდან და ყველაზე კარგი მაგალითი მოურინიოს პორტუდან რამდენს ჰქონდა ლიგის გამოცდილება? რა შუაშია ლიგის გამოცდილება? მარტო მგონი 6 მსოფლიო ჩემპიონი გყავს გუნდში და აღარაფერს ვამბობ რომ მოქმედი ევროპის ვერცხლის პრიზიორია თითქმის მთელი გუნდი! ამათ თუ კიდევ გამოცდილება აკლიათ და აბა დინამოა გამოცდილი ხისკოს ხარჯზე???
უბრალოდ უამრავი ხასიათის და გამართლების ფეხბურთელია გუნდში
ხასიათის: ვუჩინიჩი, ლიხშტაინერი, ვიდალი, ბონუჩი, კასერესი
გამართლების: მატრი, ჯაკერინი, დე ჩელიე…
ეს ბენდტნერი კიდევ სკამზე საჯდომად თუ მოიყვანეს, ეჭვი მაქვს წლის ბოლოს ისე გაუშვებენ სულ 50–60 წუთი თუ ექნება ნათამაშები და იტყვიან მერე არ გაამართლაო… უბრალოდ “აბიზალოვკა” ქონდა მაროტას ვიღაცა უნდა მოეყვანა და მოიყვანა!
რაც შეეხება ვიღაცამ თქვა ეს გუნდი ეყოფა ჯგუფიდან გასვლას, და მერე მოვიყვანთ ვინმესო. ჯერ ერთი ზამთარში ლიგაზე მონაწილე გუნდებიდან ვერ მოიყვან ვერავის, იმიტომ რომ ვერ ითამაშებენ ლიგაზე ანუ გამორიცხე იგუანი, ჯეკო, ბალოტელი, ჩიჩარიტო და რა ვიცი ვისზეც იყო კიდევ ლაპარაკი ამ ზაფხულს თუნდაც ჭორად. ანუ რჩება არა ლიგის გუნდებიდან ნაპოლის – კავანი, ფიორეს – იოიო, ლივერპულის – სუარესი და ატლეტიკის – ლორენტე… ეჭვი მაქვს რომ სადაც სამ თვეში ვერ მოიყვანეს ვერავინ, ეხლაც იგივე დონეზე გაუჭირდებათ, მითუმეტეს უფრო რთულია, იმიტომ რომ შუა სეზონში წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენა არავის არ უნდა… ნუ შეიძლება ლორენტეს კონტრაქტიდან გამომდინარე გაგვიმართლოს, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ლორენტე ბარსას და სიტისაც უნდათ…
ასე რომ ჩემი აზრით ე.წ. სამ ფრონტზე ბრძოლას მოუმზადებლები შევხვდით
ჩამოვუღეთ ყველაფერი რაა :@
ჩვენც ვერ ვითამაშეთ ისე როგორც იუვეს შეეფერება
1juve
კაცურად თავიდან უყურე რა მაგ თამაშს
Henry14
იუვეს ფეხბურთელები თუ არ არიან დარწმუნებული რო ჩელსის მოუგებენ, შენ რატო იყავი დარწმუნებული რო ვიღაცა 11 კაცი შახტარს მოუგებდა?
ჯერ რა დროს ჩარჩენა არ ჩარჩენაზეა ლაპარაკი შეიძლება ვაფშე ჩელსი ჩარჩეს
ვნახოთ შახტართან რას იზავს
დარწმუნებული არ ვიყავი,ვიცოდი რო კაი გუნდი იყო შახტარი და არც გამიკვირდა რო ვერ მოვუგეთ… მარა გატეხა და გამოტეხა არ მჯერა,უბრალოდ გვაჯობეს კონკრეტულ მატჩში
გვაჯობეს კიარა ვერ ვაჯობეთ
Q a s r a
რატო გგონია რო გატეხა?? გატეხვის დრო იყო ეხლა? ეგ გატეხვა ჯგუფში ჩარჩენად შეიძლება დაუჯდეს… რა დარწმუნებული არიან რო დონეცკში მოიგებენ ან ჩელსის მოუგებენ სახლში… არადა ეხლა ერთ-ერთი უეჭველი მოსაგები გვაქ…
რავი მე არ მჯერა მაგის და შენ თუ გჯერა ღმერთმა გაგიმარჯოს
იმაზე არ გიფიქრია რო შეიძლება უბრალოდ გვაჯობა შახტარმა??
იუვე 12

ჩელსი 11
შახტარი 9
ნორდსელანდი 0
ასე მთავრდება ჩვენი ჯგუფი
მატჩისშემდგომები დადეთ რა …
სანამ მაგრ ფორვარდს არ დაიმატებენ არაფერი გამოვა!
აშკარად მაგრა გაუჭირდათ,მატრიზე მეშლება ნერვები,სუფთა მაზავშიკია!
მატრის უნდა გაეტანა ჯიოვენკოს პასით რა
ზუსტად მაგიტომ გვინდა ნორმალური ფორვარიდი და არ დაგავყენეს საშველი რაა……………………!!!!!!!!!!!!!!!! როდემდე უნდა ვიყოთ ამ მატრის იმედზე……………….!!!!!!!
Ar itamasha gundma! Ara! ,,GATEXA” mec ras vishli nervebs ra! Mgeli gundi myavs da spektaklebis visac gjerat neba tkvenia. Juve st0ria di un grande am0reee! Sul viamayeb r0m cheshmariti juventin0 var da ertguli gundis.