ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის …

თუ ” ჩელსისთან ” შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე , პოზიტიურად იყო აღთქმული საზოგადოების მიმართ , საპირისპირო სიტუაცია სუფევს ” შახტარის ” შემთხვევაში . ტურინში უკვე საგანგაშო ზარებია და დიდი ეჭვები კლუბის მომავლის შესახებ ევროპულ არენაზე . გამომდინარე იქიდან , რომ კლუბმა ვერ მოახერხა საწყის ორ ტურში სამი ქულის მოპოვება , გაურკვეველს ხდის ისევე როგორც გულშემატკივრებში , ასევე ფეხბურთელებშიც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო პრესპექტივას . თუ აქამდე ბიანკონერი თავისუფლად ფიქრობდა , მინიმუმ მეორე პოზიციიდან მერვედ ფინალში გასვლას , დღეისათვის უამრავი კითხვის ნიშანია უკვე გაჩენილი და გუნდს მართლაც , რომ მუხლჩაუხრელად მოუწევს მუშაობა . 11 სანუკვარი ქულაა მოსაგროვებელი , რომელიც 99 % – ით ეხმარება კლუბს გავიდეს მომდევნო ეტაპზე .

 

ამასთან ერთად აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ძალების გადანაწილებასთან დაკავშირებით . ერთი პერიოდი იყო იმის პრობლემაც , თუ როგორ შეეცვალათ ანდრეა პირლო მისსავე პოზიციაზე , რასაც სხვა საკითხებიც დაემატა . სხვათაშორის ” შახტართან ” მატჩში , გუნდს სწორედ ის დირიჟორი აკლდა , რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს , მას საერთოდ არაფერი არ გამოსდიოდა მოედანზე . მასთან ერთად სხვა ნახევარმცველებიც აორთქლდნენ , რომლებიც ფუნდამენტალურ როლს ასრულებენ ახალ იუვენტუსის სქემაში .

გასულ მატჩში ჩელსისთან , არტურო ვიდალის ტრავმამ , ორ საკვანძო ეპიზოდში იჩინა თავი . ლონდონელებმა პირველი ბურთი სწორედ ჩილელის მოედნიდან იძულებით გასვლის შემდეგ გაიტანეს , სანამ მას სამედიცინო დახმარებას უწევდნენ . ხოლო მეორე ეპიზოდში , როდესაც ოსკარმა არა ჩვეულებრივი ბურთი გაიტანა , იგი ტრავმის გამო ძლივს ჩამოდიოდა მცველების დასახმარებლად . შესვენების შემდეგ მან ასე თუ ისე გააგრძელა უკეთესად თამაში , რაც სავარაუდოდ ტკივილ გამაყუჩებლების დამსახურებაა .

მის შემდეგ არტურო მაქსიმალურად გამოიყენება სამწვრთნელო შტაბის მიერ . კიევოსთან ჩატარებული შეხვედრის შემდგომ , ვიდალი 180 წუთს ატარებს მოედანზე ფიორენტინასთან და რომასთან დაპირისპირებებში . ამიტომ საკმაოდ რთულია ასეთ პირობებში ადამიანს მოსთხოვო იყოს პროდუქტიული და გამოიყურებოდეს გაცილებით ენერგიულად.

მომენტში როცა აუცილებელი იყო ორი უმნიშვნელოვანესი შუახაზელის მოქმედებები , ისინი სადღაც გაქრნენ . გუნდს არ გააჩნდა არანაირი პრესინგი , რაც ასე ძლიერია დღევანდელი ” იუვენტუსისთვის ” . მეტოქის ნახევარმცველები ცალკე შექებას იმსახურებენ , მათ კარგად გამოიყენეს იტალიელთა სისუსტეები ამ კონკრეტულ საღამოს .

ნახევარ საათიანი სრული ტოტალური პრესინგის შემდეგ მეტოქეს დამსახურებული ბურთი გააქვს და აი იტალიის 30 გზის ჩემპიონზე კიდევ თამამად უნდა ითქვას , რომ ბედმა გაუღიმა და საჭირო დროს ისეთი გოლი გაიტანეს , რომელმაც შეიძლება ითქვას მარცხისგანაც კი იხსნა კლუბი . დავუშვათ ბონუჩის ის ბურთი აეცილებინა , ტურინელებს მოუწევდათ სათამაშო ტემპის მომატება , არადა პირველივე წუთებიდან ჩანდა მშვენივრად , რომ გუნდი ” გამოწურული ” იყო .

ერთის მხრივ კარგია , რომ კლუბმა იცის რეაგირების მოხდენა შექმნილ სიტუაციაზე და სავარაუდოდ სწორედ ამის დახმარებით საპასუხო მატჩში ტურინელები მოახერხებენ სამი ქულის მოპოვებას , მაგრამ უშუალოდ ამ საღამოს დაფიქსირებული რეზულტატი ნეგატიური სიგნალია . ამიტომ იყო აუცილებელი რომასთან პირველივე ტაიმში განეხორციელებინათ როტაცია , როდესაც ანგარიში 3-0 იყო . ამის ნაცვლად კი შტაბმა მოედნიდან გაიყვანა დე ჩელიე , მარკიზიო და მატრი  . რომლებმაც წინა ტურში 15 – 15 წუთი იასპარეზეს ფლორენციაში . ვიდალი და პირლო კი სრულად დარჩნენ მოედანზე .

ბიანკონერის შუა ხაზს , რომ გადავხედოთ დავრწმუნდებით რომ მარკიზიო შეუცვლელი ფიგურაა – პირლო თავისუფალი მხატვარი , რომლის გარშემოც შენდება თამაში – ხოლო ვიდალი ფეხები და სიმსუბუქე , რომლის წყალობითაც იუვე სწრაფად ახერხებს დაცვიდან წინა ხაზში გადანაცვლებას . სწორედ ამან მოუტანა კლუბს გასულ სეზონში სკუდეტო .

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი , რომ შახტართან მატჩში ვიდალი არ იყო ჩვეულ ფორმაში . ბარძალი , ბონუჩი და კიელინი ჩვეულად საიმედოები იყვნენ , მაგრამ გამომდინარე იქიდან , რომ ზონებს შორის დიდი ხრამი ჩნდებოდა პერიოდულად შეცდომებს უშვებდნენ . ხოლო ფლანგებს რაც შეეხებათ ასამოა და ლიხტშტაინერი უფრო მეორე ტაიმში დაემსგავსნენ იმ მოთამაშეებს , რომლებიც ვიცით .

ერთი სიტყვით გადაღლილი იუვენტუსი ის ნამდვილად არ არის , როგორიც ვიცით . ნახევარმცველები უფრო საკუთარ საჯარიმოსთან მოქმედებენ და ჩნდება უზარმარზი ხრამი თავდამსხმელებს შორის , რომლებიც მოწყვეტილნი უყურებენ მოედანზე თამაშს . დიახ , იყო ეპიზოდი როდესაც გუნდს თითქოს შეეძლო მოგება , მატრის რომ გაეტანა და ჯიოვინკოს მოქმედებებს შედეგი მოჰყოლოდა , მაგრამ მეტოქესაც ხომ ჰქონდა სამი ოთხი მომენტი ? განსაკუთრებით მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო გაიხსენეთ .

იმ შემთხვევაში თუ სამწვრთნელო შტაბი არ მოიფიქრებს რაიმეს და არ გადაანაწილებს ძალებს ზუსტად , მაშინ უკვე ახალი წლისთვის ჩვენ საკმაოდ სავალალო სურათი შეგვექმნება …

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

87 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga joxadzee
12 years ago

kai statiaa magraT visiamovne avtor :))

ალეკო კოკაია

თუ ასე მოჟმოტეს ფული და 2 ტოპ კლასის ფორვარდი არ დაიმატეს არაფერი გამოვა,სხვათაშორის ანიელის მამა გაცილებით კარგად ხარჯავდა ფულს და იმდენს რამდენიც საჭირო იყო,ეს ანიელი ცოტა წუწურაქია და არ ემეტება იმდენი თანხის გაღება რამდენიც რეალურადაა საჭირო,ასე რომ თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდა კლუბში იუვე შორს ვერ გაფრინდება არსებული ფორვარდებით,კი კვალიარელა მადლობა ღმერთს ფორმაშია და ეს ძალიან კარგია,მირკოსაც არაუშავს მაგრამ სება და განსაკუთრებით მატრი ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე,ბენდტნერი კიდე ვერ ვხვდები რატო მოიყვანეს საერთოდ,რა ფული დაზოგეს?ეყიდათ ვან პერსი და კავანი და სუპერ კლუბი გვექნებოდა!

12 years ago

ბუფონს – 6 მილიონი
პირლო – 3.5 მილიონი
კიელინი – 3.5 მილიონი
ვიდალი – 3 მილიონი
ვუჩინიჩი – 3 მილიონი

უთხარით აბა ამათ არ მოგცემთ ფულს და ისე ითამაშეთო? რა შუაშია იუვენტინო… ჯარისკაცი რომ ჯარისკაცია და ქვეყნისთვის ომობს, იმასაც უნდა ხელფასი!!! რაღაცეებს დაასკვნით ხოლმე, თურმე თუ იუვენტუსში თამაშობ ხელფასი არ გჭირდება!

რაც შეეხება ვან პერსის (რომელსაც ფულის მონას ეძახით) რომელიც 10 მილიონს იღებს წელიწადში, გასაგებია რომ ამდენს მთელი იუვენტუსის შეტევა იღებს ერთად, მაგრამ იმდენიც გააქვს ამ კაცს მარტო, რამდენიც მთელ იუვეს შეტევას!

valeri tokhadze
12 years ago

კი მაგალითად შახტარი

Di Francesco # 1
12 years ago

ამნაირი კაი თამაში უეფას თასზე მემგონი არ ყოფილა
:italy: :achuu: :italy:

lasha naxucrishvili
12 years ago

გოოოოოოოოოოოოოოლ გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

lasha naxucrishvili
12 years ago

უდინეზეს უყურებთ საღოლ უდინეზეეეეეეეეეეეე !!!!!!!

Di Francesco # 1
12 years ago

ლიგას ვიგებთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის :chuvak: ოღონდ მართლა :yes:
:italy: :italy: :italy: :italy: :forza: :forza: :forza:

valeri tokhadze
12 years ago

ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი წარმატება 0-ის ტოლია წელს

12 years ago

რატო??? რაა ბევრი გუნდი გვჯობია შემადგენლობით და ნაჩვენები თამაშით???

12 years ago
Reply to 

მითუმეტეს ნულის ტოლი ბატეს შანსები არ არის, რარაც პაწია შანსი ბატესაც აქვს ამ ეტაპზე : ))

12 years ago

იმ მეოთხე გუნდს ორივე თამაშს მოვუგებთ.. და მერე ჩელსის ვიგებთ სახლში, სადაც მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავდივართ.. ეს არის მარტივი არითმეტიკა.. არ მაინტერესებს თუ უნდა შახტარი დარჩეს ჯგუფში თუ უნდა ჩელსი : DDD ეგ თვითონ გაარკვიონ, იუვეს მაგათთან ფრეები აქვს ნათამაშები და ყველაფერი წინ არის

arseni
12 years ago

საგანგაშო ჯერ არ არის ვითარება, მაგრამ არსებული სიძნელეებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ როტაციის პრინციპი … / რიგ შეხვედრებში დაასვენონ პირლო და ვიდალი, მაგალითად ნორდსიელანდთან მეორე ეშელონის ფეხბურტელების გამოყვანა უფრო უპრიანი იქნება … და ცოტა ტექნიკის დახვეწაზე უნდა იფიქრონ … სახტიორი არ უნდა ტეხნარობდეს იუვეს არენაზე

Di Francesco # 1
12 years ago

ეს მოგზაურები არ მომწონს
შეიძლება სუსტი გუნდიდან ძლიერში წახვიდე მარა გრანდიდან გრანდში რო გადადიხან როცა ამ გრანდის ლიდერი ხარ, მაგას მე ფეხბურთელს არ ვუძახი

პიერო 10
12 years ago

კაც ტიტული უნდოდა და წავიდა .. ესეიგი ანრიც ფეხბურთელი არ ყოფილა ბარსაში რო წავიდა და ლიგა მოიგო … არსენალში ფეხბურთელს პერსპექტივა არ აქ ადამინს.. აღზრდის მხრივ ბაზარი არაა მაგრამ ტიტულების რა გითხრა…..

Di Francesco # 1
12 years ago

მაგისთვის ეგდო რო ტიტული მოეპოვებია ანრიც და ვანპერსიც მარა ვერ გაქაჩეს
ბარსაში და მანჩესტერში შეიძლება წავიდნენ მარა იუვეში არ გვჭირდება
ანრიც კაი მოგზაური იყო

პიერო 10
12 years ago

მე ძალიან გამისწორდებოდა ძალიან მაღალი კლასი ფორვარდი რო დაგვემატებინა გინდ ფულის მონა და გინდ სხვა რამის :lool: გა ძმა ხვალამდეეეეე :dance:

Di Francesco # 1
12 years ago

დავაი, ჩიჩარიტო არაა ცუდი ვარიანტი, იტალიაშიც ბევრი კაია სამომავლოდ

| Newsphere by AF themes.
87
0
Would love your thoughts, please comment.x