ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის …

თუ ” ჩელსისთან ” შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე , პოზიტიურად იყო აღთქმული საზოგადოების მიმართ , საპირისპირო სიტუაცია სუფევს ” შახტარის ” შემთხვევაში . ტურინში უკვე საგანგაშო ზარებია და დიდი ეჭვები კლუბის მომავლის შესახებ ევროპულ არენაზე . გამომდინარე იქიდან , რომ კლუბმა ვერ მოახერხა საწყის ორ ტურში სამი ქულის მოპოვება , გაურკვეველს ხდის ისევე როგორც გულშემატკივრებში , ასევე ფეხბურთელებშიც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო პრესპექტივას . თუ აქამდე ბიანკონერი თავისუფლად ფიქრობდა , მინიმუმ მეორე პოზიციიდან მერვედ ფინალში გასვლას , დღეისათვის უამრავი კითხვის ნიშანია უკვე გაჩენილი და გუნდს მართლაც , რომ მუხლჩაუხრელად მოუწევს მუშაობა . 11 სანუკვარი ქულაა მოსაგროვებელი , რომელიც 99 % – ით ეხმარება კლუბს გავიდეს მომდევნო ეტაპზე .

 

ამასთან ერთად აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ძალების გადანაწილებასთან დაკავშირებით . ერთი პერიოდი იყო იმის პრობლემაც , თუ როგორ შეეცვალათ ანდრეა პირლო მისსავე პოზიციაზე , რასაც სხვა საკითხებიც დაემატა . სხვათაშორის ” შახტართან ” მატჩში , გუნდს სწორედ ის დირიჟორი აკლდა , რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს , მას საერთოდ არაფერი არ გამოსდიოდა მოედანზე . მასთან ერთად სხვა ნახევარმცველებიც აორთქლდნენ , რომლებიც ფუნდამენტალურ როლს ასრულებენ ახალ იუვენტუსის სქემაში .

გასულ მატჩში ჩელსისთან , არტურო ვიდალის ტრავმამ , ორ საკვანძო ეპიზოდში იჩინა თავი . ლონდონელებმა პირველი ბურთი სწორედ ჩილელის მოედნიდან იძულებით გასვლის შემდეგ გაიტანეს , სანამ მას სამედიცინო დახმარებას უწევდნენ . ხოლო მეორე ეპიზოდში , როდესაც ოსკარმა არა ჩვეულებრივი ბურთი გაიტანა , იგი ტრავმის გამო ძლივს ჩამოდიოდა მცველების დასახმარებლად . შესვენების შემდეგ მან ასე თუ ისე გააგრძელა უკეთესად თამაში , რაც სავარაუდოდ ტკივილ გამაყუჩებლების დამსახურებაა .

მის შემდეგ არტურო მაქსიმალურად გამოიყენება სამწვრთნელო შტაბის მიერ . კიევოსთან ჩატარებული შეხვედრის შემდგომ , ვიდალი 180 წუთს ატარებს მოედანზე ფიორენტინასთან და რომასთან დაპირისპირებებში . ამიტომ საკმაოდ რთულია ასეთ პირობებში ადამიანს მოსთხოვო იყოს პროდუქტიული და გამოიყურებოდეს გაცილებით ენერგიულად.

მომენტში როცა აუცილებელი იყო ორი უმნიშვნელოვანესი შუახაზელის მოქმედებები , ისინი სადღაც გაქრნენ . გუნდს არ გააჩნდა არანაირი პრესინგი , რაც ასე ძლიერია დღევანდელი ” იუვენტუსისთვის ” . მეტოქის ნახევარმცველები ცალკე შექებას იმსახურებენ , მათ კარგად გამოიყენეს იტალიელთა სისუსტეები ამ კონკრეტულ საღამოს .

ნახევარ საათიანი სრული ტოტალური პრესინგის შემდეგ მეტოქეს დამსახურებული ბურთი გააქვს და აი იტალიის 30 გზის ჩემპიონზე კიდევ თამამად უნდა ითქვას , რომ ბედმა გაუღიმა და საჭირო დროს ისეთი გოლი გაიტანეს , რომელმაც შეიძლება ითქვას მარცხისგანაც კი იხსნა კლუბი . დავუშვათ ბონუჩის ის ბურთი აეცილებინა , ტურინელებს მოუწევდათ სათამაშო ტემპის მომატება , არადა პირველივე წუთებიდან ჩანდა მშვენივრად , რომ გუნდი ” გამოწურული ” იყო .

ერთის მხრივ კარგია , რომ კლუბმა იცის რეაგირების მოხდენა შექმნილ სიტუაციაზე და სავარაუდოდ სწორედ ამის დახმარებით საპასუხო მატჩში ტურინელები მოახერხებენ სამი ქულის მოპოვებას , მაგრამ უშუალოდ ამ საღამოს დაფიქსირებული რეზულტატი ნეგატიური სიგნალია . ამიტომ იყო აუცილებელი რომასთან პირველივე ტაიმში განეხორციელებინათ როტაცია , როდესაც ანგარიში 3-0 იყო . ამის ნაცვლად კი შტაბმა მოედნიდან გაიყვანა დე ჩელიე , მარკიზიო და მატრი  . რომლებმაც წინა ტურში 15 – 15 წუთი იასპარეზეს ფლორენციაში . ვიდალი და პირლო კი სრულად დარჩნენ მოედანზე .

ბიანკონერის შუა ხაზს , რომ გადავხედოთ დავრწმუნდებით რომ მარკიზიო შეუცვლელი ფიგურაა – პირლო თავისუფალი მხატვარი , რომლის გარშემოც შენდება თამაში – ხოლო ვიდალი ფეხები და სიმსუბუქე , რომლის წყალობითაც იუვე სწრაფად ახერხებს დაცვიდან წინა ხაზში გადანაცვლებას . სწორედ ამან მოუტანა კლუბს გასულ სეზონში სკუდეტო .

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი , რომ შახტართან მატჩში ვიდალი არ იყო ჩვეულ ფორმაში . ბარძალი , ბონუჩი და კიელინი ჩვეულად საიმედოები იყვნენ , მაგრამ გამომდინარე იქიდან , რომ ზონებს შორის დიდი ხრამი ჩნდებოდა პერიოდულად შეცდომებს უშვებდნენ . ხოლო ფლანგებს რაც შეეხებათ ასამოა და ლიხტშტაინერი უფრო მეორე ტაიმში დაემსგავსნენ იმ მოთამაშეებს , რომლებიც ვიცით .

ერთი სიტყვით გადაღლილი იუვენტუსი ის ნამდვილად არ არის , როგორიც ვიცით . ნახევარმცველები უფრო საკუთარ საჯარიმოსთან მოქმედებენ და ჩნდება უზარმარზი ხრამი თავდამსხმელებს შორის , რომლებიც მოწყვეტილნი უყურებენ მოედანზე თამაშს . დიახ , იყო ეპიზოდი როდესაც გუნდს თითქოს შეეძლო მოგება , მატრის რომ გაეტანა და ჯიოვინკოს მოქმედებებს შედეგი მოჰყოლოდა , მაგრამ მეტოქესაც ხომ ჰქონდა სამი ოთხი მომენტი ? განსაკუთრებით მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო გაიხსენეთ .

იმ შემთხვევაში თუ სამწვრთნელო შტაბი არ მოიფიქრებს რაიმეს და არ გადაანაწილებს ძალებს ზუსტად , მაშინ უკვე ახალი წლისთვის ჩვენ საკმაოდ სავალალო სურათი შეგვექმნება …

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

87 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
12 years ago

11 ქულა 2 გვაქ ანუ დარჩენილი 4 თამაშიდან 3 უნდა მოვიგოთ უეჭველი ეხლა ნორშელანდს ორივეს მოვუგებთ და და დარჩება შახტარი ჩელსი ჩელსის სახლში ვეთამაშებით და რო მოვიგოთ ამაში გასაკვირი არ იქნება არაფერი ან შახტარს უნდა მოვუგოთ გასვლაზე ერთ-ერთი რომელიმე ესეც 9 ქულა და ეგაა მემგონი საკმაოდ რეალურია ჯგუფიდან გასვლა :forza:

12 years ago

გვეყიდა ბლინ ვერატი ეხა ცენტრი გვექნებოდა პოგბა ვერატი მარონე და პირლო ვიდალი მარკიზიოც არ გადაირლებოდა ! კონტე 4 მცველი დაიდოს ბიჯო!

ლიხტი ბონუჩი ბარძო კიელო
ისლა ვიდალი პირლო მარკიზიო ასამოა

ბენტნერი !

და შემდეგ თამაშის მიმდინარეობისას როტაცია !

პიერო 10
12 years ago
Reply to 

მეც მაინტერესებს ბენტო ოგონდ 90 წუთი მინდა ითამაშოს .. 23 წლის არის ეგება ტოპად ჩამოყალლიბდეს აღარ დაგვჭირდეს ვინმე .. ფიზიკუდად ძლიერია, მაღალი, სწრაფი, კაცის მოტყუება იცის . დარწყმაც აქ ნორმალული .. მარა აი კონტე კაცი აჩემებააა

dato_juventino
12 years ago

სიენასთან ნახევარში პოგბა -მარონნე -ისლა -ან ჯაკეე კაი იქნებაა წინ კი ყველასე მაგრად მინდა კვალიამ -და ბენტნერმა დაიწყოს მაგრად მინდა ამ წყვილმა დაიწყოს :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ვიდალი უფრო უკნიდან და გვერდიდან თამაშობს, მარკიზიო წინ უხვდება, რავიცი მე ასე შევამჩნიე :roll:

Di Francesco # 1
12 years ago

ალბათ კონტე სხვადასხვა დავალებებს აძლევს, ორივე მაგარია მარა ვიდალი უფრო გადაღლილი ჩანს
ცუდს არ ვამბობ უბრალოდ ჯერ ვიდალის მაგივრად ათამაშოს მარონე 30 წუთი მაინც და მერე მარკიზიო რო დაიღლება მის მაგივრად

Di Francesco # 1
12 years ago

მაგას ვიძახი მთელი სეზონი

——————————ჯიჯი————————-

ლიხშტაინერი———–ბარძალი——-ბონუჩი———–კიელინი

—————ვიდალი———–ოირლო——მარკიზიო——–

———–სება———–კვალიარელა———უჩინიჩი———

ეს შემტევ ტაქტიკაში და დაცვითში ფლანგები შეცივლება და პეპე ჯაკერინი კასერსი დეჩელიე და ვიღაცეები ითამაშებენ

Samtrediel90
12 years ago

კაით ხაზი ნუ გადაუსვით გუნდს ერთი თამაშში დაგვჩაგრეს და მორჩა დამთავრდა? აღარ ვარგიან არაფრად ხო? მეც მეწყინა მაგრად გაბრაზებული ვიყავი ეგეთი ტამაშით შახტართან მარა მოითმინეთ რა,გამოასწორებენ ისევ
:forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

Mario Balotelli <3
მარკიზიო არ შეუცვლია კონტეს და მარკიზიო არ დარბოდა ენა გადმოგდებული
მარკიზიო მარტო ვერ მოუგებდა შახტარს თავის საქმე გააკეთა
თაამშს არ უყურებთ?
მარკიზიოსთან რო მიდის კაცი მაქსიმუმ 30% გაექცეს, ვიდალი უკნიდან მიზედევს და ძლიერია მაგაში მარა მარკიზიო რო დაუდგება კაცს კედელია ფაქტიურად

პიერო 10
12 years ago

და ლიგაზე 4 3 3 მემგონი უკეთესია იმიტომ რომ სამ მცველს არღვევენ 2 თამაში 3 გაშვებული :blin:

პიერო 10
12 years ago

რაგაცა უნდა მოიფიქრონ თორე გავიჭედეთ . ახალგაზრდები ათამაშონ დრო და დრო … ბენტოს შანსი მისცენ

Di Francesco # 1
12 years ago

ბუფონია ბოლობოლი 1 2 3 ლიგა ხო უნდა მართალია ჯერ კარიერის დამთავრება ადრეა მარა, რა ლიგებიც აქამდე უნდა მოეგო ახლა მოიგებს ერთბაშად
კონტე მაგარია და ბუფონი უკეთესი :love: :love: :love: :love:

Di Francesco # 1
12 years ago

არაფერი კრიზისი არაა, შახტართან თამაშით თუ გამოჩნდა რო არ ვართ სალიგო გუნდი, ჩემპიონთან თამაშით რო საპირისპირო გამოჩნდა რომელს დავუჯეროთ?
იუვეს ნამდვილ ფანებს გვჯერა რო კონტე წელს ლიგას მოიგებს
კონტე მარონე :yes: :yes: :yes: :love:
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

ვიდალის მაგივრად და პირლოს მაგივრად პოგბა რატო შემოდის?
მარონემ ჯერ 3 მცველის ტრამვას უნდა უცადოს და მერე ლუსიოსას?
მემგონი იმ ვიდალს რაც შახტართან იყო მარონე ჯობია
იუვენტინო ახალგაზრდულის ლიდერი და კაპიტანი მემგონი მეტს იმსახურებს
სახო ვარსკვლავევიანი პსჟ ს კაპიტანია და მარონე რატო არუნდა ითამაშოს ზოგჯერ?

პიერო 10
12 years ago

რავა მანდამაინც ვიდალი დაინახე .. მარკიზიომ ხო გადაბუგა რა :lool:

vitali darsania
12 years ago

წინა წელი გაიხსენეთ სერია აში რამდენი ფრე გვქონდა იმის გამო რომ კონკე ვერ რისკავდა წელს კი მიეჩვია სერია ას და შედიგიც არის 6 თამაში 1 ფრე. ასევეა ლიგაზეც ჯერ ვერ რისკავს რადგან ახალია მიეჩვევა და შედეგიც მოვა

dato_juventino
12 years ago

3-5-2 მაგრად მომწონს მარა სხვა ტაქტიკაც საჭირო კიდევ ერთი მინუსი რო სხვა ტაქტიკასე გადასვლა არ შეგვიძლია როცა გვიჭირს და რამე შევვცვალოთ თამშში მარტლა ბევრი ხარვიზებია გეტანხმებით და მეც მაგრად მჯერა რო კონტეე შეძლებს და გუნდს გამოყვანს და იუვე გახდება სტაბილური ისევე როგორჩ სერია აში ვართ :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

dato_juventino
12 years ago

ვეთანხმები ამ სტატის სავსებით ძან ძნელია ასეთ პირობებსი თამაში კვირაში 2-რი თამაში ხან 3-მიც როტაცაია საჭირო ძან გადაგლილები არიან და კონტე ამას ვერ ხვდება დავიჯერო მარკიზიო- პირლო -ვიდალი რობოტები არ არიან მარონე – პოგბა – ისლა -ჯაკე ეს ისფხბურტელები არიან რომლებმაც უნდა ჩანაცვლონ რიგ შემთხვებში ანაც ცოთა სუსტ გუნდებთან სასტავი დაიწყონ ასე არაფერი გამოვაა 75-80 -წუთიდან იწყებს სამენის გაკეთებას მითუმეტეს თამში მოგებულია ხოლმეე.. კიდეე რაც წლევანდელი იუვესრაც არ მომწონს :down: გადაცემებში და არაზუსტი პასები შეინიშნება რამის ყველა თამაშშიი … :boli: :euf:

lasha jangavadze
12 years ago

ყველანაირი თავდასხმა გამოიცადა და ეხლა გამოცადონ ბენტნერი ჯოვინკო დააყენონ ჯოვინკო კვალი ან მატრი რომელიც უფრო დასვენებულია ნახევარდაცვა პოგბა გამოიყვანონ და ვიდალიც შეასვენონ. კაროჩე რა ერთი დიდი რესტარტი უნდა გუნდს

bacho kochlashvili
12 years ago

ხო კიდე უამრავი წუნია თამაში თუ არ წაუვიდა იუვენტუსს ისე ვერ თამაშობს ,სტაბილურად პასებს სწორს ვერ აკეთებენ ასევე კომბინაცია ვერ კეთდება საჯარიმოში ვერ შედიან და იძულებულები ხდებიან მოხდეს მაღალი უაზრო ჩაწოდებები რომლებიც ლამის 3-4 ბოლო თამაშში ლამის 30 მდე იყო და ერთსაც კი არ მოყოლია შედეგი და მილანზე აბაზრობენ დასუსტაო და პასებიც აკეთეს სწორი საჯარიმოშიც შედდიოდნენ და კომბინაციას აკეთებდბნ ბურთს უაზროდ არ კარგავდნენ მარონე ძალიან ძლიერია ათამაშოს , მართალი იყო ანჩელოტი ლიპი კაპელო პლატინი იტალიაში ახალგაზრდებს სანსი აღა ეძლევათო იმიტო აქვს დედა აწეული იტალიას მაშინ ადრე ენდობოდნენ და ძირითადშიც ათამაშებდნენ და ვნახეთ გაიზარდა ინძაგის დელპიეროს პირლოს და ასე შემგდეგ დონის… Read more »

seba
12 years ago

Fabrizio Corona, noto fotografo dei vip, intervenuto nella trasmissione ‘La Zanzara’ di Radio24 avrebbe rilasciato delle dichiarazioni interessanti su Filippo Carobbio, principale accusatore di Conte nel processo sul calcioscommesse.

” Carobbio e la moglie da me vogliono dei soldi per l’ intervista sulla vicenda Conte.”
Il giocatore avrebbe voluto recuperare dei soldi per la grande sovraesposizione mediatica degli ultimi tempi.
ამის ქართულ თარგმანს ვერ გააძრობთ ბიჭებო? მემგონი კორობიოზე უნდა იყოს რაღაც.

bacho kochlashvili
12 years ago

მართალია კიდევ კაი მიექცა ჩემ გარდა სხვებისგანაც იმ ფაქტს ყურადღება რო კონტემ ამოჩემება იცის წინა წელს ბორიელო არაფრის გამეკტებელი იყო და ყოველ თამაშში ლამის თამაშობბდა მაინც ერთადერთი ფეხბურთელი იყო მგონი ფეხბურთის ისტორიაში რომელიც პირიქით რაც უფრო ცუდად თამაშობდა მით უფრო მეტი დრო ეძლეოდა თამაშის , ელია ვაფშე რის გამო მოიყვანეს კაცი დაფრინავდა და არ ათამაშეს ვაფშე და მერე არ გამოგვადგაო ზუსტად ელიასნაირი ფანტაზისტა გვინდოდა და ინდივიდუალისტი შეტევაში ამათმა კიდე ეგ გაუშვეს პირიქით , არ ვიცი კარგია უდდიესი შდეგებია ეს ყველაფერი მარა ფაქტია რო მხოლოდ სერია A ს უქაჩავენ ჯერ კარგად , მართლა 3-0 ებზე სასტავს არ ცვლიდა ტო სხვას თავის… Read more »

lasha goshadze
12 years ago

აუ ერთI საცოდავი ფრით დაინგრა გუნდი? :forza: :forza: :forza:

Zura Makhachadze
12 years ago

პოგბას რატო არ ენდობა, გასაგებია ახალგაზრდაა მაგრამ ტიპი ძალიან მაგრად თამაშობს ძაან მომწონს მაგისი თამაში, ბენდტნერი მართლაც რატო მოიყვანა? ათამაშოს რა, რომასთან იგებ 3:0 გამოიყვანე მეორე ტაიმში ეგრევე და ათამაშე მთლიანი ტაიმი რა მოხდება? :X კვალის ძირითადში ყოფნა მინდა. ჯოვინკო კი სწრაფია და ტექნიკური მაგრამ მცველები ჯანიანები და სწრაფები არიან კორპუსით თამაშში ფარჩაკდება ტიპი ამიტო ეგ სადგაც 65-70წუთზეა გამოსაყვანი, აი ვუჩინიჩი კი საშინლად არ მომწონს ამ ბოლო დროს, მასტი ბურთს მიიღებს და ეგრევე უკან აბრუნებს, თავდამსხმელი ვიცი კარისკენ უნდა შებრუნდეს და რაღაც გააკეთოს ეს კიდე სულ ზურგით დგას. ბენდნტერი თუ ისეთ ფორმაშია როგორშიც 2 წლის წინ იყო ათამაშოს, ან იმის… Read more »

Zura Makhachadze
12 years ago

ანდა პირლოს რო კეტავენ და თიშავენ თამაშიდან, უნდა იყოს არა ალტერნატივა, იაქტიურონ უნდა ვიდალმა ლიხსტაინერმა მარკიზიომ და ასამოამ რო ყურადღება მიიქციონ მეტი და პირლოს ცოტა თავისუფლება მისცენ. დაცვა მომწონს, არანაირი პრეტენზია არ მაქ, ბარძალი ბონუჩი კიელინი შესანიშნავი სამეულია) ვიდალი რომ დაიღალა მაგ ტრამვით ერთი ტაიმი ან მთლიანი თამაში დაასვენოს და პოგბა ათამაშოს. ასამოა სეზონის დასაწყისში მომწონდა ძაან, ეხლა რა დაემართა, ბურთს მიიღებს ფეხს გადაატარებს გადმოატარებს ან კარგავს ან უკან აბრუნებს. მატრი უნდა გაყიდო ან იაკინტასთან ერთად ბავშვებს მიეხმაროს :D რა მაზილაა ადამიანი, ერთი ერთზე ძლივს გაიტანა გაუმართლა ისიც რომელიღაც ბოლო მატჩში, აღარ მახსოვს ზუსტად.

seba
12 years ago

ვო ბლიად რა. ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს.

| Newsphere by AF themes.
87
0
Would love your thoughts, please comment.x