ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის …

თუ ” ჩელსისთან ” შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე , პოზიტიურად იყო აღთქმული საზოგადოების მიმართ , საპირისპირო სიტუაცია სუფევს ” შახტარის ” შემთხვევაში . ტურინში უკვე საგანგაშო ზარებია და დიდი ეჭვები კლუბის მომავლის შესახებ ევროპულ არენაზე . გამომდინარე იქიდან , რომ კლუბმა ვერ მოახერხა საწყის ორ ტურში სამი ქულის მოპოვება , გაურკვეველს ხდის ისევე როგორც გულშემატკივრებში , ასევე ფეხბურთელებშიც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო პრესპექტივას . თუ აქამდე ბიანკონერი თავისუფლად ფიქრობდა , მინიმუმ მეორე პოზიციიდან მერვედ ფინალში გასვლას , დღეისათვის უამრავი კითხვის ნიშანია უკვე გაჩენილი და გუნდს მართლაც , რომ მუხლჩაუხრელად მოუწევს მუშაობა . 11 სანუკვარი ქულაა მოსაგროვებელი , რომელიც 99 % – ით ეხმარება კლუბს გავიდეს მომდევნო ეტაპზე .

 

ამასთან ერთად აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ძალების გადანაწილებასთან დაკავშირებით . ერთი პერიოდი იყო იმის პრობლემაც , თუ როგორ შეეცვალათ ანდრეა პირლო მისსავე პოზიციაზე , რასაც სხვა საკითხებიც დაემატა . სხვათაშორის ” შახტართან ” მატჩში , გუნდს სწორედ ის დირიჟორი აკლდა , რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს , მას საერთოდ არაფერი არ გამოსდიოდა მოედანზე . მასთან ერთად სხვა ნახევარმცველებიც აორთქლდნენ , რომლებიც ფუნდამენტალურ როლს ასრულებენ ახალ იუვენტუსის სქემაში .

გასულ მატჩში ჩელსისთან , არტურო ვიდალის ტრავმამ , ორ საკვანძო ეპიზოდში იჩინა თავი . ლონდონელებმა პირველი ბურთი სწორედ ჩილელის მოედნიდან იძულებით გასვლის შემდეგ გაიტანეს , სანამ მას სამედიცინო დახმარებას უწევდნენ . ხოლო მეორე ეპიზოდში , როდესაც ოსკარმა არა ჩვეულებრივი ბურთი გაიტანა , იგი ტრავმის გამო ძლივს ჩამოდიოდა მცველების დასახმარებლად . შესვენების შემდეგ მან ასე თუ ისე გააგრძელა უკეთესად თამაში , რაც სავარაუდოდ ტკივილ გამაყუჩებლების დამსახურებაა .

მის შემდეგ არტურო მაქსიმალურად გამოიყენება სამწვრთნელო შტაბის მიერ . კიევოსთან ჩატარებული შეხვედრის შემდგომ , ვიდალი 180 წუთს ატარებს მოედანზე ფიორენტინასთან და რომასთან დაპირისპირებებში . ამიტომ საკმაოდ რთულია ასეთ პირობებში ადამიანს მოსთხოვო იყოს პროდუქტიული და გამოიყურებოდეს გაცილებით ენერგიულად.

მომენტში როცა აუცილებელი იყო ორი უმნიშვნელოვანესი შუახაზელის მოქმედებები , ისინი სადღაც გაქრნენ . გუნდს არ გააჩნდა არანაირი პრესინგი , რაც ასე ძლიერია დღევანდელი ” იუვენტუსისთვის ” . მეტოქის ნახევარმცველები ცალკე შექებას იმსახურებენ , მათ კარგად გამოიყენეს იტალიელთა სისუსტეები ამ კონკრეტულ საღამოს .

ნახევარ საათიანი სრული ტოტალური პრესინგის შემდეგ მეტოქეს დამსახურებული ბურთი გააქვს და აი იტალიის 30 გზის ჩემპიონზე კიდევ თამამად უნდა ითქვას , რომ ბედმა გაუღიმა და საჭირო დროს ისეთი გოლი გაიტანეს , რომელმაც შეიძლება ითქვას მარცხისგანაც კი იხსნა კლუბი . დავუშვათ ბონუჩის ის ბურთი აეცილებინა , ტურინელებს მოუწევდათ სათამაშო ტემპის მომატება , არადა პირველივე წუთებიდან ჩანდა მშვენივრად , რომ გუნდი ” გამოწურული ” იყო .

ერთის მხრივ კარგია , რომ კლუბმა იცის რეაგირების მოხდენა შექმნილ სიტუაციაზე და სავარაუდოდ სწორედ ამის დახმარებით საპასუხო მატჩში ტურინელები მოახერხებენ სამი ქულის მოპოვებას , მაგრამ უშუალოდ ამ საღამოს დაფიქსირებული რეზულტატი ნეგატიური სიგნალია . ამიტომ იყო აუცილებელი რომასთან პირველივე ტაიმში განეხორციელებინათ როტაცია , როდესაც ანგარიში 3-0 იყო . ამის ნაცვლად კი შტაბმა მოედნიდან გაიყვანა დე ჩელიე , მარკიზიო და მატრი  . რომლებმაც წინა ტურში 15 – 15 წუთი იასპარეზეს ფლორენციაში . ვიდალი და პირლო კი სრულად დარჩნენ მოედანზე .

ბიანკონერის შუა ხაზს , რომ გადავხედოთ დავრწმუნდებით რომ მარკიზიო შეუცვლელი ფიგურაა – პირლო თავისუფალი მხატვარი , რომლის გარშემოც შენდება თამაში – ხოლო ვიდალი ფეხები და სიმსუბუქე , რომლის წყალობითაც იუვე სწრაფად ახერხებს დაცვიდან წინა ხაზში გადანაცვლებას . სწორედ ამან მოუტანა კლუბს გასულ სეზონში სკუდეტო .

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი , რომ შახტართან მატჩში ვიდალი არ იყო ჩვეულ ფორმაში . ბარძალი , ბონუჩი და კიელინი ჩვეულად საიმედოები იყვნენ , მაგრამ გამომდინარე იქიდან , რომ ზონებს შორის დიდი ხრამი ჩნდებოდა პერიოდულად შეცდომებს უშვებდნენ . ხოლო ფლანგებს რაც შეეხებათ ასამოა და ლიხტშტაინერი უფრო მეორე ტაიმში დაემსგავსნენ იმ მოთამაშეებს , რომლებიც ვიცით .

ერთი სიტყვით გადაღლილი იუვენტუსი ის ნამდვილად არ არის , როგორიც ვიცით . ნახევარმცველები უფრო საკუთარ საჯარიმოსთან მოქმედებენ და ჩნდება უზარმარზი ხრამი თავდამსხმელებს შორის , რომლებიც მოწყვეტილნი უყურებენ მოედანზე თამაშს . დიახ , იყო ეპიზოდი როდესაც გუნდს თითქოს შეეძლო მოგება , მატრის რომ გაეტანა და ჯიოვინკოს მოქმედებებს შედეგი მოჰყოლოდა , მაგრამ მეტოქესაც ხომ ჰქონდა სამი ოთხი მომენტი ? განსაკუთრებით მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო გაიხსენეთ .

იმ შემთხვევაში თუ სამწვრთნელო შტაბი არ მოიფიქრებს რაიმეს და არ გადაანაწილებს ძალებს ზუსტად , მაშინ უკვე ახალი წლისთვის ჩვენ საკმაოდ სავალალო სურათი შეგვექმნება …

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

87 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

Mario Balotelli <3
ვანპერსი რო მოვა და შენ აღმერთებ, მომავალ წელს დუბლი რო შეგიგდოს მილანიდან გაგიკვირდება?

პიერო 10
12 years ago

რა დუბლი რა მილანი :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

ურელსო მატარებლებზე ნუ მელაპარაკები
იუვეში რო კაცი მოვა კაცი და არა ღლაპი, ის უკვე ჩვენი წევრია სამუდამოდ, აქედან მისი სურვილით არავინ მიდის
ვინც არ იცით ჯერ ეს ისწავლეთ და გულშემატკივრობა და ტელევიზორში თამაშის ყურება მერე

პიერო 10
12 years ago

მე რას ვისწავლი და რას გავაკეთებ ეგ უკვე შენი საქმე არაა ბრატ .. და რცევები სვებს მიეცი ვისაც უნდა მე კი არ მჭირდება

პიერო 10
12 years ago

გუნდის სიყვარულის გამო არავინ იტამაშებს უფასოდ .. შენი თავის ფასი უნდა იცოდე ფეხბურთელმა და როცა საკადრისად არ გაფასებენ უნდა წახვიდე .. და დაანახო რო ცდებიან როგორც მოიქცა პირლომ ვენაცვალე მას

Di Francesco # 1
12 years ago

Mario Balotelli <3
და შენ ერთი წამით არ უშვებ ხო რო ვანპერსი წელს 60 გოლს შეაგდებს და მომავალ წელს აქეთ შეგიგდებს მილანის მაისურით?

პიერო 10
12 years ago

სად ვან პერსი სად მილანი .. თუ მატრის გულისხმობდი მილანში გადასვლას ნეტა გადასულიყო

Di Francesco # 1
12 years ago

Mario Balotelli <3
ყოველშემთხვევაში როცა ბუფონი ვარ იქამდე არ დავიმცირებ თავს რო ფულზე დავიწყო ლაპარაკი
ეს განსხვავებაა ჩვენ და შენთვის გრანდებს შორის
კაცები უნდა თამასობდნენ ფეხბურთს და არა ღლაპები

პიერო 10
12 years ago

ესიგი უჩინიჩი მატრი ტრიაპკა კაცები არიან და ვან პერსი ღლაპი ხო ? :lool: :lool: :lool: კაც ერთ სეზონში გადატანი იმდენი რამდესაც ესენი მთელი კარიერის განმავლობაში ვერ გაიტანენ :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

sandro (http://forzajuve.ucoz.com/forum/)
6 მილიონს? ჯიჯის 3 რო მიცე ხმას ამოიღებს? თავის თავს არ მიაყენებს სეურაწყოფას და მაგაზე ლაპარაკს არ დაიწყებს
ალექსას 2 მილიონს რო აძლევდნენ ამოიღო ხმა?
დანი ალვეში შემიდარე ახლა იუვენტინოებს

პიერო 10
12 years ago

:lool: შოკი ხარ

Di Francesco # 1
12 years ago

Mario Balotelli <3
ანიელის რო კიდია ფულის ხამისთვის შექმნილი პირობები იცი შენ?
იუვეს მაისური თუ ჩაიცი უხელფასოდ უნდა იმუშავო

პიერო 10
12 years ago

და შენ რო ფეხბურთელი იყო უხელფასოდ იმუშავებ თუნდაც იუვეში ? :lool: :lool: სისულელეს ნუ იტყვი ხოლმე … ის ბუფონია და დელპიეროა ყველა ერთი ხასიათი არა აქ.

12 years ago

მოდით რა შევთანხმდეთ, ფეხბურთი დღეს დღეობით სპორტია და ბიზნესი ერთად. ფულის მონა ეძახე შენ ვან პერსის და გოლი გოლზე გააქვს, ეგრე დანი ალვესი იძახდა ხელფასი გამიზარდეთო, ამიტომ დიდი ფეხბურთელი არ არის და ბარსელონას ნამდვილი წევრი არაა?! ხელფასი ყველას უნდა და რაც უფრო დიდი ვარსკვლავია, მით უფრო მეტი ეკუთვნის. ეგრე იცით ბუფონი რამდენს იღებს ხელფასს?

პიერო 10
12 years ago
Reply to 

+1 ადამიანს უნდა შეუქმნა პირობა რო მოვიდეს .. მარტო იუვენტინოობა არაფერს იძლევა დეჩელიე იუვენტიოა მარა მისი ცხვრება დაბალი დონე იქნება ჯოვინკოზეც მაგას ვიტყვი

პიერო 10
12 years ago

ჩემი აზრით იუვე სერია A მოიგებს უეჭველი + თასს მოიგებს (ალბათ) ლიგა მაქსიმუმ მეოთხედ ფინალი. თუ ვინმე არ დაიმატა თავდასხმაშI ..

delpieronedved
12 years ago

+1 1juve ობიექტური ფანი არა არის ფანი :forza: :juvee: :juventus: :italy: :love: :love: :kiss: :kiss: :kiss: :kiss: :kiss: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

Mario Balotelli <3
რუბინთან ცოტა გაგვიჭირდა ვაღიარებ, რთულია როცა თამაში არ გაქ ბურთი გადაახიო
მარა შენ მითხარი ბარსა საიდან იყო გასული რუინთან რო წააგო

dato_juventino
12 years ago

კატასტროფაა არ მომხდარა რადგან ძან დიდი შანსები გვაქ რო ჯგუფიდან გავიდეთ მარა რა როგორ იქნება კაცმა არ იცის ისა ყველაზე ცუდი რო ტამაშის ხარისხი იყო ცუდიი და არასწორი გადაცემებიი დაგვჩემდაა ეს ჩემი აზრით გადაგლილობს ბრალი და ყველაფერი ამან არია…. რაც შეხებაა ბენტნერს შანსი უნდა მიეცეს მასლა ბორელოს ეძლეოდა შანსი ბენტნერი 5-თავით მეტიაა ბორიალაზეე :blin: :}

Di Francesco # 1
12 years ago

(http://forzajuve.ucoz.com/forum/)
იუვენტუსში უნდა მოვიდეს ისეთ ხალხი ვისი არჩევანიც იქნება იუვე და არა ვანპერსის ნაირები ფულის მონები
მაგათთვის არანაირი მნიშვნელობა არააქ კლუბს ვინც ერთი კაპიკით მეტს მიცემს იქ წავა
ვიდალის ბუფონი ჯოვინკოს და კიდე ბევრი ვინც გვყავს გუნდში ნამდვილი იუვენტინოები ასეთები უნდა ვიყიდოთ

12 years ago

რა გჭირთ ხალხნო? ნუ ლაპარაკობთ ასე ცალმხრივად, რა შუაშია ბარსას წაგება და არ გალანძღვა ამის გამო. ან აქ ვინ ლანძღავს მითხარით? უბრალოდ ხალხი იმას იძახის რასაც ფიქრობს და არ ნიშნავს რომ მათ თქვენზე ნაკლებად უყვართ იუვენტუსი. უბრალოდ მათ (ისევე როგორც მე) იუვენტუსი უფრო მიყვარს ვიდრე მაგალითად მაროტა ან პარატიჩი ან მატრი ან ბედტნერი და ა.შ… და ეს იმას ნიშნავს რომ როცა ვხედავ რომ მაგალითად პარატიჩმა მსოფლიო მოიარა, მარტო იმუქრებოდა და კაცი ვერ მოიყვანა თავდასხმაში ბენდტნერის გარდა, რა თქმა უნდა მწყინს და ვიტყვი რომ უფრო მეტს იმსახურებდა ჩ ე მ ი გუნდი ვიდრე ნიკლასი და ვისაც სხვა აზრი გაქვთ და ასე… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago

ბარსელონამაც წააგო რუბინთან მარა ვინმეს რო ეთქვა ბარსას ფანისთვის რუბინი გჯობიათო გაგიტეხავდნენ თავს
იმათმა იცოდნენ რო 1 ჩავარდნა ყველას მოდის და მითუმეტეს მზარდ გუნდს და ნეტა რატო? :roll: :blin:

პიერო 10
12 years ago

სულ მკიდია ბარსამ რა ქნა აქ იუვეზეა საუბარი. მაქ უკვე გასული იყო ჯგუფიდან ძმა გეტყობა რო კარგათ იცი … იმენა მაგარი არაობიექტური ხარ .. რო გორ შეილება იმ თამაშის გამართლება :blin: :blin:

Di Francesco # 1
12 years ago

Mario Balotelli <3
რათქმაუნდა 4 გულით გასული იყო უკვე ჯგუფიდან, მომდევნო 4 თამასი რო წაეგო ვინ შეუშლიდა ხელს :blin: :lool: :lool: :lool:
რა ჰაერზე მელაპარაკები, ჩვენზე სუსტი ჯგუფი კი არ ყოლია ინტერი რუბინი და კიევი ყავდა
ობიექტურ ფანს მე ფანათ არ ვთვლი

პიერო 10
12 years ago

ესიგი რუბინს ბურთი დავახიეთ თავზე ხო ? ვისაც არ უყურებია თამაში და რო გკითხოს როგორ ითამაშაო ეგრე ეტყვი :lool: :lool: :lool: სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო :lool:

პიერო 10
12 years ago

ერთი არა ძმა ფიორენტინასთანაც ჩაისვარენ .

delpieronedved
12 years ago

+1 1juve ობიექტური ფანი არა არის ფანი

lasha naxucrishvili
12 years ago

შახტართან შენ სტადიონზე თამაშობდე შეშინებული სასაცილოა რა

lasha naxucrishvili
12 years ago

კაროჩე ნორცელანდი თუ რაღაცას უნდა მოუგოთ ორივე თამაში აუცილებლად !!!!!!!!

delpieronedved
12 years ago

კონტე არ ანდო ზამენის ხალხს სერია ა და ნახავ ლიგაძე ჯგუფში რომ ცავრცებით კაპელოსავით მოგდის

Di Francesco # 1
12 years ago

megreli-juventino
ბენტნერი ლიგაზე ხო? :blin: სერია აში ხო მოუღო ბოლო ყველა გუნდს და ახლა ლიგაზე შეუბერავს
ლიგაზეც დაყველგან კვალი სება მირკო ითამაშებს

Di Francesco # 1
12 years ago

ლიგის განაცხადში ვერ ხვდება კაცი :lool:

პიერო 10
12 years ago
megreli-juventino
12 years ago

ეგ სასტავი და 4 მცველიტ დედას უტირებტ ლუბოი გუნდს

ჯიჯი

{ კასერესი} ლიხა —ლუსიო–ბონუჩი–კიელინი {დეჩელიე{

ვიდალი–პირლო–მარკიზიო–ასამოა

ბენტნერი–მირკო

ეგ ლიგაზე

სერია-ა და ტასი

ეს სასტავი

ჯიჯი{სტორარი}

კასერესი–ბარზალი–კიელინი{ბონიცი}–დეჩელიე

პეპე–პოგბა–მარონე{ისლა}–ჯაკერინი

ჯოვინკო–ქვალი{მატრი}

მაგარი ტაქტიკა და სასტავია მეუნდა ვიყო ვაპშე ტრენერი ამგუნდის :D:D:D:D::D:D:D

პიერო 10
12 years ago

პეპეს დაბრუნება არ იქნა თორე კონტე დასვენებას არ მისცემდა :D

პიერო 10
12 years ago

ბუფონი

კასარესი ბარზალი ბონუჩი დე ჩელიე

ისლა პოგბა მარონე

ყარაული ბენტო ტრიაპკა

ეს მაინტერებს რას იზამს სიენასთან დაასვონონ ხალხი რომ მერე ნაპოლია გასარღვევი

პიერო 10
12 years ago
Reply to  Dutch

ბუფონი

კასარესი ბარზალი ბონუჩი დე ჩელიე

ისლა პოგბა მარონე

ყარაული ბენტო ტრიაპკა

ეს მაინტერებს რას იზამს სიენასთან დაასვონონ ხალხი რომ მერე ნაპოლია გასარღვევი

dato_juventino
12 years ago

არანორმალური კალენდარი გვაქ რა 7-ში სიენასთან მერე შესვენება მარა ნაკრებებია თუ არ ვცდები არცაქ დასვენებენ რამის ნახევარსე მეტი ხალხი ნაკრებში იქნება 20-ში სუპერ ჯახი ნაპოლთან და 3-დგეში ლიგა გვაქ ისევ ამიტომ კონტეე იძულებულუ იქნები რო როტაციას მიმართო……….

| Newsphere by AF themes.
87
0
Would love your thoughts, please comment.x