ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტე 8 დეკემბერს დაბრუნდება

დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულებისას, რომელიც ანტონიო კონტეს მიერ შეტანილი აპელაციის შემდეგ დაინიშნა, გადაწყდა, რომ “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი არა მომავალი წლის ზაფხულში, არამედ დაახლოებით 2 თვის თავზე, 8 დეკემბერს დაუბრუნდება სათადარიგოთა სკამს. კონტეს დისკვალიფიკაცია 10-დან 4 თვემდე შეუმცირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალიან ახლოსაა საკუთარი სიმართლის დამტკიცებასთან. მოგეხსენებათ, თავდაპირველად პალაცი მის 3-წლიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, თუმცა კონტემ მოახერხა და დაამტკიცა თავისი სისუფთავე ორი აღძრული საქმიდან ერთ-ერთში, ახლა კი საკუთარი სიმართლის ბოლომდე დამტკიცებისათვის იბრძვის. თანაც, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტზე, როცა “იუვენტუსის” კიდევ ორი წევრი, სიმონე პეპე და ლეონარდო ბონუჩი ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს და თავიდან ისინიც ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე იდგნენ, თუმცა ვერცერთ ფეხბურთელს საბოლოო ჯამში დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. ეს ფაქტები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს ტურინული გრანდის ტიფოზერიაში და ალბათ ზოგადად ამ მოვლენების მიმართ ობიექტურად განწყობილ საზოგადოებაში. გასარკვევია, რამდენად სუფთაა აღძრული საქმე კონტეს მიმართ და საქმე გვაქვს მართლა საფუძვლიან გამოძიებასთან თუ უბრალოდ შეთითხნილ ამბავთან. ამ კითხვებს ისიც ამძაფრებს, რომ ბოლო პერიოდში ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია კარობიოს აგენტის განცხადების შესახებ, რომლის თქმით, მის კლიენტს ფული გადაუხადეს ამ ისტორიის მოგონებაში და პირადად ანტონიო კონტეს დადანაშაულებაში, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს იმის განმეორებასაც, რომ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ჭორის დონეზეა და არ არის დადასტურებული სანდო წყაროების მიერ.

წყარო: Tuttosport

79 thoughts on “ანტონიო კონტე 8 დეკემბერს დაბრუნდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.