ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტე ტურინის ” იუვენტუსის ” ტექნიკური მენეჯერი ხდება …

La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტურინის ” იუვენტუსის ” ხელმძღვანელობა გეგმავს კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივოს მოქმედი კონტრაქტი ანტონიო კონტეს . გამოდის რომ ბიანკონერის ექს კაპიტანი გუნდს 2018 წლამდე გაუძღვება , თუმცა ამით არ იფარგლება ახალი ხელშეკრულება . საქმე იმაშია , რომ ანტონიო აწი უკვე გუნდის ტექნიკური მენეჯერიც გახდება . ეს პოსტი აქტიურად გამოიყენება ინგლისის პრემიერ ლიგაში , მაგალითად სერ ალექს ფერგიუსონის მოყვანაც საკმარისია . კონტეს შეეძლება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის საკუთარი შეხედულებისამებრ მართვა და ამავე დროს სხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად გადაწყვეტა . აქვე ერთი ინფორმაცია , რომელიც მასიმო კარერას ეხება . მისთვის ” სიენასთან ” დაპირისპირება შესაძლოა ბოლო გახდეს სათადარიგოთა სკამზე , რადგან ანჟელო ალესიოს სააპელაციო მოთხოვნას ხვალ განიხილავენ და შესაძლოა მას შეუმცირონ დისკვალიფიკაცია და უკვე შემდგომ ტურში სწორედ ის უხელმძღვანელებს ბიანკონერის . კარერა კი თავის ძველ პოსტს დაუბრუნდება გუნდის სამწვრთნელო შტაბში .

წყარო : Football-Italia, Calcionews24, Calcionews24

13 thoughts on “ანტონიო კონტე ტურინის ” იუვენტუსის ” ტექნიკური მენეჯერი ხდება …

  1. ზოგადად ძალიან ძლიერი სამწვრთნელო შტაბი გვყავს.. მაგრამ კარერა ძაან დამევასა, კონტეს მერე ეგ მევასება : DDD ძალიან დამაჯერებლად უძღვება გუნდს სათადარიგოდან

  2. კარგია, კონტე განახორციელებს საჭირო ტრანსფერებს..კარერა – ფილიპის დუეტს კი ანჯელო ალესიო დაემატება, რაც შესანიშნავია )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.