ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი: ” მინდა კარიერა “იუვენტუსში” დავასრულო “

არტურო ვიდალი Fifa -ს ოფიციალური ვებ-გვერდს ინტერვიუს აძლევს. ჩილელი ნახევარმცველი გუნდის მიზნებსა და საკუთარ მომავალზე ვრცლად და თამამად საუბრობს: ” როცა “იუვენტუსისნაირ” გუნდში თამაშობ, ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო. ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ კიდევ უფრო გავძლიერდით, მჯერა ტიტულის შენარჩუნებასა და “ჩემპიონთა ლიგაში” გარკვეული წარმატების მიღწევასაც შევძლებთ. გერმანიაში და იტალიაში მიღებულმა გამოცდილებმა კრიტიკის უფრო დიდი სიმშვიდით მიღებას მიმაჩვია. რა დამეხმარა? ძლიერი ტემპერამენტის საშუალებით მოვახერხე “ბუნდესლიგასა” და “სერია ა” -ში ადგილის დამკვიდრება, რაღაც განსაკუთრებული თუ არ გაქვს, ჩილეს ფარგლებს ვერ გასცდები. რაც შეეხება მომავალს, მხოლოდ “იუვე”. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო ეტაპია, ვიცავ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი კლუბის ღირსებას ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც გასულ წელს ჩემპიონობა წაგების გარეშე მოიპოვა. დამატებით ძალებს ფანების სიახლოვე მმატებს. როცა აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ გუნდი დიდი ხნის განმავლობაში იყო გამარჯვების გარეშე, თუმცა, მჯეროდა, რომ შევძლებდით წარმატების მიღწევას. იტალიური პირველობა ძალიან რთულია და არ ველოდი პირველივე წელს გაჩემპიონებას. “პრემიერ ლიგა” ან “პრიმერა დივიზიონი”? ამაზე არასოდეს მიფიქრია, “იუვენტუსში” კარგად ვარ და ბედნიერი ვიქნებოდი, თუ კარიერის აქ დასრულების შანსი მომეცემოდა. ” -აცხადებს ვიდალი.

წყარო: tuttosport

21 thoughts on “ვიდალი: ” მინდა კარიერა “იუვენტუსში” დავასრულო “

  1. უმაგრესი კაციიიიიიიიიიი და ჭეშმარიტი იუვენტნო, კოჭლობდა და ჩელსის რა ბურთი შეუყარა, საღოლ ვიდალ მაგ დუხზე გააგრძელე გვიყვარხარ და გვევასები კიდო :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.