ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი : ” კონტე უდანაშაულოა ”

ბიანკონერის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ არა ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ანტონიო კონტეს მიმართ და ამ კურს არც დღეს ცვლის : ” მხოლოდ და მხოლოდ ორი წუთი დამსჭირდა რათა დავრწმუნებულიყავი კონტესთან საუბრის შემდეგ , რომ ის უდანაშაულოა . სასამართლომ გადაწყვეტილება ჭორების ნიადაგზე მიიღო და არა რაიმე ღირებული ფაქტის გათვალისწინებით . საქმე იმაშია , რომ თუ თქვენ გამოავლინეთ ანტი სპორტული საქციელი , ექცევით სპორტული სამართლის ქვეშ , მაგრამ კონტეს შემთხვევაში დამადასტურებელი საბუთიც კი არ არსებობდა რომ ის რაიმეში მაინც იყო დამნაშავე . გაიმართა სხდომა სადაც დადასტურდა რომ 2005-06 წლების სეზონი არ იყო მაქინაციებით გამართული , შემდგომ გაიმართა კიდევ ერთი სხდომა რომელმაც უარყო რაიმე სახის კითხვის ნიშნები შარშანდელ სეზონთან “ . ყველაფერთან ერთად პრეზიდენტი ფინანსურ რევოლუციაზეც საუბრობს , რომელიც ახალი არენის გახსნისთანავე დაინერგა გუნდში : “ გარკვეული ხნის მანძილზე ჩვენ ვინარჩუნებთ ფინანსურ ფეირ პლეის და იმედი მაქვს მალე სხვა კლუბებიც მოგვბაძავენ . ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება , გამომდინარე იქიდან , რომ ” იუვენტუსი ” ვართ მიზანი მარტივია – უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio jishkariani
11 years ago

ამ საიტზე შედით და livegoli.com იუვეს მიეცით ხმა ვიჩაგრებით ხალხო )))

nika gogoberidze
11 years ago

ანიელი მაგარი კაცია :forza: :forza:

11 years ago

საამაყო პრეზიდენტი გვყავს.. ორი ტიტული ჯერ მხოლოდ დასაწყისია.. წინ კიდევ ბევრი ტიტული გველოდება

რაც მთავარია გუნდი ელიტაში დაბრუნდა.. ასი პროცენტით ვერავინ იტყვის რომელიმე გუნდი ლიგას მოიგებსო, რაც მთავარია იუვენტუსი უკვე ამ ტურნირის ფავორიტია

DeL_PieRoOo
11 years ago

:forza: :forza:

11 years ago

ანიელი რაც მოვიდა გუნდი წინ მიდის, ახალი სტადიონი, ახალი გუნდი საერთოდ, ეს ყველაფერი დიდი პროექტის ნაწილია რომელიც იუვეში ხორციელდება. კონტეს კონტრაქტი 2018 წლამდე, საბოლოო ჯამში ამ ტრანსფერებს რაც შეეხება მიანც კმაყოფილი ვარ, ყველა წერტილში საუკეთესო მოთამაშეები გვყავს, თავდასხმა მოიკოჭლებს ცოტა, მარა მაგასაც ეშველება. კაი პოლიტიკა ტარდება იუვეში და რაც მთავარია შედეგიანი, გუნდმა სკუდეტო მოიგო წაუგებლად, ეხლაც სკუდეტოს მოიგებს და ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლას ეცდებიან, შეიძლება მოიგონ კიდეც, არაფერია გამორიცხული, მარა თუ ვერ მოიგეს არც ეგაა კატასტროფა, იმაში დარწმუნებული ვარ რომ მომავალი 3 წლის მანძილზე უეჭველი მოიგებენ ) პრეზიდენტიც ნამდვილი იუვენტინოა და ესაა მთავარი :love: :juvee:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x