მარონე : ” ბონუჩის ასპარეზობას ყურადღებით ვაკვირდები ”
ლუკა მარონე განაგრძობს სწავლას და ხვეწავს საკუთარ ასპარეზობას ცენტრალური მცველის პოზიციაზე . ახალგაზრდა ფეხბურთელი ყურადღებით აკვირდება ლეონარდო ბონუჩის : ” ყოველთვის პირლოს და მარკიზიოს ასპარეზობას ვაკვირდებოდი , რადგან აქამდე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვირჯებოდი . დღეისათვის კი ასეთი მოთამაშე ბონუჩია , რადგან მთავარი დავალებაა უკანა ხაზიდან შეტევის პროდუქტიული განვითარება . ცოტახნის წინ რომ გეთქვათ ეს ჩემთვის , არ დავიჯერებდი , მაგრამ როცა უკვე ცენტრალურ მცველად ვყალიბდება სურათი განსხვავებულია . არის გარკვეული მახასიათებლები დასახვეწი , მაგალითად პოზიციის ზუსტი შერჩევა , მაგრამ მთავარი გახლავთ ის , რომ ყოველთვის ვარ მზად მოედანზე გამოსასვლელად ” .
წყარო : Football-Italia
გაბუტულები არიან :D
რა სიწყნარეა საიტზე ))) იტალიის ლინკები იქნება დღეს იმედი მაქვს. იუვენტინოების თამაში მაინტერესებს ))
როდის გავა ეს დღეები იუვეს ნახვა მინდა. ამ ნაკრებების ატანა არ მაქ
ამას მეტი დრო ჭირდებააა და ხშირად სასტავიც რო დაიწყოს არ იქნება ურიგოო მიდი მარონეეე

ერთხელ როგორ მახსოვს კანავაროს კანაო დავუძახე პატარამ 2006 ში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ იყო და ბიძაშვილმა რამის ჩამწიხლა ისიც იუვეს ფანია
რას ერჩით ბონუჩის დაცვის ბურჯია

მრაონეეე მხეციაა
მარონე ძან მაგარია, წესით თამაში წირდება არენდა ცუდი არ იქნება
იდეალად ბონუჩის ნუ გაიხდი ახლა :D უფრო კანავაროს გახედე რას აკეთებდა :D
:D :D საღოლ ჩაგეთვალა.
კანავაროს სად ზდიოს არაბეთში, გვერდით არ ყავს ლომი?
ლომები