ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონე : ” ბონუჩის ასპარეზობას ყურადღებით ვაკვირდები ”

ლუკა მარონე განაგრძობს სწავლას და ხვეწავს საკუთარ ასპარეზობას ცენტრალური მცველის პოზიციაზე . ახალგაზრდა ფეხბურთელი ყურადღებით აკვირდება ლეონარდო ბონუჩის : ” ყოველთვის პირლოს და მარკიზიოს ასპარეზობას ვაკვირდებოდი , რადგან აქამდე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვირჯებოდი . დღეისათვის კი ასეთი მოთამაშე ბონუჩია , რადგან მთავარი დავალებაა უკანა ხაზიდან შეტევის პროდუქტიული განვითარება . ცოტახნის წინ რომ გეთქვათ ეს ჩემთვის , არ დავიჯერებდი , მაგრამ როცა უკვე ცენტრალურ მცველად ვყალიბდება სურათი განსხვავებულია . არის გარკვეული მახასიათებლები დასახვეწი , მაგალითად პოზიციის ზუსტი შერჩევა , მაგრამ მთავარი გახლავთ ის , რომ ყოველთვის ვარ მზად მოედანზე გამოსასვლელად ” .

წყარო : Football-Italia 

 

12 thoughts on “მარონე : ” ბონუჩის ასპარეზობას ყურადღებით ვაკვირდები ”

  1. რა სიწყნარეა საიტზე ))) იტალიის ლინკები იქნება დღეს იმედი მაქვს. იუვენტინოების თამაში მაინტერესებს ))

  2. ერთხელ როგორ მახსოვს კანავაროს კანაო დავუძახე პატარამ 2006 ში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ იყო და ბიძაშვილმა რამის ჩამწიხლა ისიც იუვეს ფანია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.