ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ნაკრებებში – სრული მიმოხილვა

ორი გოლი, ორი გამარჯვება და იმედგამაცრუებელი შედეგები სამხრეთ ამერიკაში.გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატისა და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების მატჩებში ერთბაშად 14 – მა ბიანკონერომ მიიღო მონაწილეობა, დღეს კი საქმეში კვადვო ასამოას განა ( მალავის წინააღმდეგ ) ჩაერთვება, თავის შეხვედრას მირკო ვუჩინიჩის მონტენეგრო 16 ოქტომბერს გამართავს.

ჩეზარე პრანდელის გუნდში მყოფმა იტალიელმა ბიანკონერებმა ერევანში, ადგილობრივი სომხეთის ნაკრები 1-3 დაამარცხეს.ანგარიში პენალტის ნიშნულიდან ანდრეა პირლომ გახსნა, მასპინძლების გამთანაბრებელი გოლის შემდეგ კი აძურებმა დანიელე დე როსისა და პაბლო ოსვალდოს წყალობით შესძლეს სამი ქულის აღება.ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და სებასტიან ჯიოვინკო ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, სათადარიგოთა სკამიდან შეხვედრაში ჩაერთო ემანუელე ჯიაკერინი, ჯორჯო კიელინის დასვენება კი მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა.აპენინელები შემდეგ შეხვედრას სამშაბათს, 16 სექტემბერს დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, მილანში.

იტალიის U21 ნაკრებმა, რომელშიც ლუკა მარონე ირიცხება, შვედეთის დამარცხება მინიმალური სხვაობით მოახერხა.გატანილი გოლის ავტორი ასევე ბიანკონერების ექს-წევრი, ჩირო იმობილე გახდა.ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა.შემდეგ შეხვედრას ახალგაზრდა აძურები სამშაბათს, ისევ შვედეთდან გასვლაზე ჩაატარებენ.

სკუადრა აძურას ჯგუფში მყოფი დანიის ეროვნული ნაკრები ბულგარელებს სოფიაში დაუზავდა.მეშვიდე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ წონასწორობის აღდგენა დანიელთა ლიდერმა და ამავდროულად ბიანკონერების ახალწვეულმა, ნიკლას ბენდტნერმა შესძლო.როგორც ვთქვით, სამშაბათს ბენდტნერი აპენინელებს დაუპირისპირდება.

ქულას დასჯერდა შვეიცარიის ეროვნული ნაკრებიც, რომელშიც შტეფან ლიხტშტაინერი გამოდის.ნორვეგიასთან მატჩი 1-1 დასრულდა.მარჯვენა მცველმა 90 წუთი ითამაშა და მსაჯს ყვითელი ბარათიც “გამოსტყუა”.შვეიცარია სამშაბათს ისლანდიას, გასვლაზე დაუპირისპირდება.

ოკეანეთსგაღმა ტურინელთა გამოსვლა გაცილებით წარუმატებელი აღმოჩნდა.მაურისიო ისლასა და არტურო ვიდალის მარცხზე მოგახსენეთ, მარტინ კასერესის ურუგვაი კი ბუენოს აირესში, არგენტინის ეროვნულ გუნდთან 3-0 განადგურდა.ვიდალის გარეშე დარჩენილი ისლა შემდეგ შეხვედრას სამშაბათს, არგენტინის წინააღმდეგ ჩაატარებს, ურუგვაის კი ბოლივიის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ სამშაბათს მონტენეგროს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მირკო ვუჩინიჩი უკრაინასთან მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

წყარო : Juventus.com

 

42 thoughts on “ბიანკონერები ნაკრებებში – სრული მიმოხილვა

  1. ბორიალა ნაკრებში :chuvak:
    ძან მაგარია შეიძლებოდა მატრის მაგივრად მაგის დატოვება მარა მატრის ეკუთვნოდა ლიგაზე თამაში და უნამუსობა იქნებოდა მაგის გაშვება
    წელს თუ უსაქმურად იქნე მერე უეჭველი გაუშვენენ

      1. დელპიეროს თუ ეკუთვნოდა კიც ითამაშა
        მატრის ეკუთვნოდა იმის გამო რაც შარშან გააკეთა, 30 % მაინც იყო მისი დამსახურება, მილანში ის გოლი იყო გადამწყვეტ ჩემი აზრით
        მატრი კაი ფეხბურთელია უბრალოდ ნდობა უნდა და დრო ჭირდება რასაც იუვეში ვერ მიიღებს უდინზე ლაციო უფრო ასეთ გუნდებში გაქაჩავს

  2. დელ პიეროს გოლი სიდნეიშიი ბრატციიიიიიიიიი ჩვენიი მგელი კიდო ბუგაობსს მიყვარსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  3. გვერდით მაღალი დონის ფეხბურთელები რომ ჰყავს მაშინ თამაშობს ეგ ბოატენგი – ასე მგონია, აბა ამ ბოლო თამაშებში ტიპი ნულია, ბურთს მიიღებს თუ არა ურტყამს კარში რაღაც საშინლად )) თუმცა ერთი ეგაა, ტრეკვარტისტად თვისებები არ აქვს და მონტოლივოს უშლის ხელს..

  4. როცა დასჭირდათ დიდ რისკზე წავიდნენ, ეგ იყო და ეგ )) როგორც სპეციალისტი მე პირადად არც ალეგრის მივიჩნევ დაბალ დონედ, დადო იმ კაცმა სკუდეტო როცა გუნდი ჰყავდა ) წყობაც მოარგო გუნდს..

    ეხლა იბრას გარეშე ფეხბურთელებს არ სჯერათ რომ მატჩის მოგება შეუძლიათ, ბოატენგსაც არაფერი გამოსდის, ნერვებს მიშლის ეგ ტიპი

    1. მართალი ხარ … ფაქტიურად თავდახსმის გარდა არაფერი უვარგათ … სკუდერო მოიგებს ბოას რა გოლები გაქონდა პირი ღიამ მრჩებოდა ერთი ჩვენს მაგარი შეგვიგდო

          1. კაი გუნდში უნდა წასულიყო, მაგას სიონი და ვიღაცეები ჯობდა ევროპიდან
            ევროპა ლიგაზე მაინც ითამაშებდა

  5. დელპომ საოცარი ჯარიმა გაიტანა! მილანს გვარდიოლა უნდა და თან მგონი ყიდიან არაბებზე გუნდს… გაივსება ფულით

    1. მე გვარდიოლა არ მიმაჩნია დიდ მჭვრთნელად არ მგონია მაგან რამე ქნას .. რაიკარდის აშენებულ ბარსაში მივიდა სადაც ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი და მოიგო ყველაფერი .. ისით არდაგვავიწყდეს რო მსაჯის დახმარებით .. ერთხელ მილანტან შევას რო გოლი არ ჩაუთვალეს , მერე ჩელსთან არსენალტანაც ფინალში . რეალთანაც ალვესმა რო დრამა დადგა :lool: :lool: :lool:

    2. ისე გაასწორებს არაბებმა რო იყიდოს იუვე გვეღირსება ტოპ თავდამსხმელი :lool: :lool: :lool: მარა მაროტა ჩობანის ამბავი რო ვიცი 1 მილიონის გამო გამოიღებს ბეწვებს ..

    1. არანკლებ ნაკრებებზე აქ გატანილი ბენტოს სხვათაშორის :lool: ტრიაპკა რას იზამს მაინტერესებს სავარაუდოდ ირბენს თოხარიკი ცხენივით უაზროდ :lool:

    1. შენ არ ითხოვდი დაბლოლეთო წელიწადში ერთეხლ შემოდისო :lool: :lool: არა და ყოველდღე შემოვდივარ მაგრამ კომენტარს არ ვწერ ხშირად .. მაგრამ შენ რო იწყებ ლაპარაკს ფეხბურთზე ლილიპუტზე სურვილი მიჩნდება გამოგეხმაურო :lool: :bicho:

  6. ეხლა ჯოვინკო-პირლო-მარკიზიო არ ათამაშო რა ჩეზარე, ნაპოლისთან გვაქვს მატჩი და მიდი აყომარე ეგ რომაელები :lool: ბონუჩი ათამაშე იქნებ მიხვდეს რომ ფეხბურთს თამაშობს :lool: მაოცებს ლეო რა, ხან ისეთ სისულელეებს გააკეთებს რო :chuvak: ჩემი ძმაა ბონუჩი :love:

  7. ჯოვინკო მაინც იტრიაპკა გუშინ :D შემოვიდა ხალხი და გაგუდეს … ისე ოსვალდო დღითი დღე მაოცებს . ელ შაარავიზე არაფერს ვამბობ … პირლო უკომენტაროდ .. ბონუჩიმ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ერთი კინაღამ გოლი გაგვიტანეს მაჯო რო არაა .. ისე მხიტარიანი რა დღეშია ყველა თამაშში გოლს ყრის ……

    ერთს დავამატებ 1juvem იცის :lool: არ გაგირყდეს ბრატ დაბლოკილი ვიყავი და შენს კომენტარებს ვკითხულობდი :lool: :lool: ბენტომ დაამტკიცა რო იმსახურებს ერთხელ მაინც ძირითადში თამაშს …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.