ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი ტურინში ნაადრევად დაბრუნდება

ეკვადორის ეროვნულ ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ანტონიო კონტეს განკარგულებაში დროზე ადრე დაბრუნდება.საქმე იმაშია, რომ შეხვედრის 86 – ე წუთზე, როცა ანგარიში უკვე 2-1 იყო, ვიდალმა მეტოქეთა ფეხბურთელს იდაყვი ჩაარტყა და პირდაპირი წითელი ბარათიც დაიმსახურა.გაძევების გამო ბებერი ქალბატონის 23 – ე ნომერი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩები ეტაპის შემდეგი ტურის შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებს, შესაბამისად იტალიაში დაბრუნდება და თანაგუნდელებთან ერთად “ნაპოლისთან” მატჩისთვის მოემზადება.მიუხედავათ ვიდალის დანაკლისისა, ბიანკონერებს ჩილეს ეროვნულ გუნდში წარმომადგენელი მაინც ჰყავს – მაურისიო ისლა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა გატანილი გოლი, მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებას ფეხი ეკვადორელთა მცველმა დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
11 years ago

კონტემ დაავალა უეჭველი :lool:
ნაპოლისთან მჭირდები არ გავარტყით ჩილესოოოო :lool: :lool: :lool:

პიერო 10
11 years ago

კაია ისეც გადაღლილი იყო

dato_juventino
11 years ago

არტურო რა კაციაააა :lool: :lool: ძან მაგარი გამიხარდა ნაპოლამდე მაგრად დაისვენებს :forza: :forza:

11 years ago

ძალით ცემა ვიღაცა )))))))

iosi shalolashvili
11 years ago

არტუროო <33 :forza:

mishka gogrichiani
11 years ago

ისე ერთის მხრივ კარგია რო აღარ გადაიღლება :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x