ბენდტნერი: ” მზად ვარ სათამაშოდ “
ნიკლას ბენდტნერი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. დანიელი ფორვარდი “აძურებისათვის” პრობლემების შექმნას და ამით მის გამოსყიდვაში “ბებერი ქალბატონის” მესვეურების დარწმუნებას აპირებს: ” აბსოლუტურად არ ვნანობ “იუვენტუსში” ტრანსფერს. ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა, ვცხოვრობ ბრწყინვალე ქალაქში და გუნდშიც მალევე ჩავეწერე. სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, “იუვენტუსში” თავის დამკვიდრებას შევძლებ და ხელმძღვანელობა ჩემს გამოსყიდვას გადაწყვეტს, თუმცა მათ ამაში დასარწმუნებლად ცოტა სათამაშო დრო მაინც დამჭირდება. კარგ ფორმაში ვარ და მზად ვარ სათამაშოდ, მგონი ეს ისედაც ნათელია. “იუვესთვის” ცნობილია ჩემი შესაძლებლობები. როცა შანსი მეძლევა, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. რაც შეეხება სანაკრებო დაპირისპირებას, უნდა მოვიგოთ, თუმცა ეს არაა ჩემი ბრძოლა იტალიური ფეხბურთის წინააღმდეგ. უნდა მოვიგოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. ” -აცხადებს ბენდტნერი.
თუ სკამი ხეხა ჯდომით არაფერი გამოვა,არა და დარწმუნებული ვარ მაგრა გაქაჩავს იუვეში მაგრამ რატომღაც კონტემ სათადარიგო სკამზე დასვა რაც არაა კარგი,იმედი მაქვს მალე ვიხილავთ ნიკის იუვეს ძირითადში!
მაგრად მაინტერესებს როგორ შეეწყობა იუვეს
ნიკოლასი მაგარი კაცია და შანს იმსახურებს
აი გულით გისურვებ ძმა წარმატებებს….
ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ბულგარეთთან … მატრის მართლა პახმელიაზე რომ იყოს ისე აჯობებს …
ისე მართლა ვაფშე არ ათამაშებს ამას არა და მატრის მაინც აჯობებს სულ რო წინა დღის ნაქეიფარი იყოს
მივცეთ რა შანსი