ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენდტნერი: ” მზად ვარ სათამაშოდ “

ნიკლას ბენდტნერი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. დანიელი ფორვარდი “აძურებისათვის” პრობლემების შექმნას და ამით მის გამოსყიდვაში “ბებერი ქალბატონის” მესვეურების დარწმუნებას აპირებს: ” აბსოლუტურად არ ვნანობ “იუვენტუსში” ტრანსფერს. ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა, ვცხოვრობ ბრწყინვალე ქალაქში და გუნდშიც მალევე ჩავეწერე. სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, “იუვენტუსში” თავის დამკვიდრებას შევძლებ და ხელმძღვანელობა ჩემს გამოსყიდვას გადაწყვეტს, თუმცა მათ ამაში დასარწმუნებლად ცოტა სათამაშო დრო მაინც დამჭირდება. კარგ ფორმაში ვარ და მზად ვარ სათამაშოდ, მგონი ეს ისედაც ნათელია. “იუვესთვის” ცნობილია ჩემი შესაძლებლობები. როცა შანსი მეძლევა, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. რაც შეეხება სანაკრებო დაპირისპირებას, უნდა მოვიგოთ, თუმცა ეს არაა ჩემი ბრძოლა იტალიური ფეხბურთის წინააღმდეგ. უნდა მოვიგოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. ” -აცხადებს ბენდტნერი.

წყარო: football italia

7 thoughts on “ბენდტნერი: ” მზად ვარ სათამაშოდ “

  1. თუ სკამი ხეხა ჯდომით არაფერი გამოვა,არა და დარწმუნებული ვარ მაგრა გაქაჩავს იუვეში მაგრამ რატომღაც კონტემ სათადარიგო სკამზე დასვა რაც არაა კარგი,იმედი მაქვს მალე ვიხილავთ ნიკის იუვეს ძირითადში!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.