ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : ” ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ”

მანოლო გაბიადინის საფეხბურთო აგენტის განცხადებით , მისი კლიენტი კარიერას ” ბოლონიაში ” განაგრძობს : ” კატეგორიულად ვუარყოფ მის დაბრუნებას ბერგამოში , რადგან მანოლო თავს ბედნიერად გრძნობს ” ბოლონიაში ” და სეზონის ბოლომდე სწორედ ამ გუნდის მაისურს დაიცავს . დარწმუნებული ვარ , რომ ჩემპიონატის მსვლელობის დროს ის იპოვნის საკუთარ ადგილს კლუბში . ბერგამოელები და ტურინელები დარწმუნებულნი იყვნენ , რომ იდეალური გამოსავალი სათამაშო დროის თვალსაზრისით , იყო მისი არენდა ” ბოლონიაში ” . ბერგამოში თავის მხრივ მართლაც ძლიერი ფორვარდი ჰყავთ ხერმან დენისის სახით , რომლის საფეხბურთო მახასიათებლები განსხვავდება გაბიადინისგან . ჯერ ჯერობით ეს ჩემპიონატის სტარტია და იმაზე საუბარი , რომ წარუმატებელი გამოცდილება მიიღო ნაადრევია . კიდევ ერთხელ გავიმეორებ , რომ ის თავს ” ბოლონიაში ” კარგად გრძნობს და გააჩნია არა ჩვეულებრივი ურთიერთობა სტეფანო პიოლისთან ” .

წყარო : Football-Italia

4 thoughts on “აგენტი : ” ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ”

  1. ეს განათხოვრება რა წესია, იქ მაინც გაუშვი სადაც დწირდებათ
    ბოლონიაში რო უშვებენ იქ შეიძლება ამაზე სუსტი იყოს ვინმე და ტრეინერი იმას ათამაშებს იმიტორო ბოლონიას მომავალი ისაა და ბოლონია იუვეს რატო გაუზრდის ფეხბურთელს?
    სერია ბში მაინც გაეშვათ სადაც გუნდებს 1 წლიანი შედეგი ჭირდებათ ანუ გადმოსვლა სერია აში

  2. მოკლედ კონტე ამოჩემების კაცია რა,იუვეში ათამაშოს არ ჯობია?თუნდაც სათადარიგოში დაჯდეს და მატრი მაინც შეცვალოს!ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ძალით აფუჭებდეს ფეღბურთელებს!

  3. არენდით ვინც მიდიან ყველამ როგორ უნდა გაბანძდეს ))) იქ პასკუატო, აქ ეს.. და კიდევ რამდენიმე იმედის მომცემი ჩუვაკი.. ერთადერთი ჯოვინკო გაიქაჩა და პარმაში ლიდერი იყო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.