ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანავარო : ” ” იუვენტუსის ” ერთადერთი მეტოქე ” ნაპოლია ” ”

ბიანკონერის ექს ცენტრალური მცველის ფაბიო კანავაროს მოსაზრებით , სკუდეტოსთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძოლებს – ტურინის ” იუვენტუსი ” და ნეაპოლიტანური ” ნაპოლი ” . ეს გუნდები კი ერთმანეთს მოახლოებულ უიკ ენდზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს . კანავარომ კარიერა ადრეულ ასაკში ” ნაპოლის ” რიგებში დაიწყო , ხოლო შემდგომ კარიერის გარკვეულ ეტაპზე ” იუვენტუსსში ” ამოჰყო თავი . ბიანკონერიში ასპარეზობის დროს იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა აძურის რიგებში და ამასთანავე ოქროს ბურთის მფლობელიც : ” გადამწყვეტი ეს შეხვედრა ნამდვილად არ იქნება , თუმცა მეორეს მხრივ ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვცემს ” …

” მთავარი საიდუმლო ორივე კლუბის წარმატებული ასპარეზობის გახლავთ მათი მწვრთნელები , ვალტერ მაცარი და ანტონიო კონტე . პროგნოზებისგან თავს შევიკავებ და არც მიმაჩნია მართებული ამის კეთება . ეს გახლავთ კითხვა გულისთვის და ცივი გონებისთვის . უდიდეს პატივს ვცემ  ” იუვენტუსს ” , რომელმაც უამრავი რამ მომცა და ჩემპიონი გამხადა . თუმცა გული ნეაპოლისკენ მიდის , საიდანაც ვარ წარმოშობით . კალჩოში დღეისათვის ყველაზე დაკომპლექტებული გუნდი კონტეს ჰყავს , მაგრამ ერთადერთი მისი მეტოქე სწორედ ” ნაპოლია ” . ფეხბურთელების უდრეკი ხასიათი , შესაძლოა გამარჯვების მომტანი გახდეს ამა თუ იმ კლუბისთვის . მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა გამარჯვებისკენ სწრაფვა და რწმენა საკუთარ ძალებში . კლუბებს არ უნდა ეშინოდეთ ერთმანეთის ” .

 

წყარო : Football-Italia

3 thoughts on “კანავარო : ” ” იუვენტუსის ” ერთადერთი მეტოქე ” ნაპოლია ” ”

  1. ფაბიო მაინც ძალიან მიყვარს,უბრალოდ კალჩოპოლის სკანდალის დროს არასწორი გადაჭყვეტილება მიიღო და ძალიან შეცდა კარიერა რო არჩია იუვეს,თუმცა როგორც ფეღბურთელი მაინც ლეგენდაა! :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.