მარტინო : ” ლამაზი ფეხბურთის მოლოდინში ვარ ”
აპენინებზე ბოლო პერიოდში , საკმაოდ ბევრს საუბრობენ ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმაზე . დიახ , სამედიცინო შტაბმა და ტესტებმა ოფიციალურად დაადასტურეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები , თუმცა ბოროტი ხმები მაინც არ ჩერდება იმასთან დაკავშირებით , რომ თითქოს აძურის პირველმა ნომერმა მიზან მიმართულად გამოტოვა უკანასკნელი დაპირისპირება ” დანიის ” ნაკრებთან რათა შესაბამისი ენერგია დაეზოგა ” ნაპოლისთან ” შეხვედრისთვის . TuttoJuve თავის მხრივ ჯიჯის საფეხბურთო აგენტს სილვანო მარტინოს დაუკავშირდა …
ბოლო პერიოდში , განსაკუთრებით ნეაპოლში ეს თემა საკმაოდ პოპულარულია . რამდენად არა კომფორტულია შენთვის ჯიჯიზე ამის მოსმენა ?
” სიმართლე გითხრათ ამ თემამ უკვე თავი მომაბეზრა . არ მინდა ვინმეს არა კორექტული ვეგონო , თუმცა საუბარიც კი არ ღირს არაფერზე . სამედიცინო ბიულეტინი ყველაფერზე თავად სცემს პასუხს ” …
შაბათის შეხვედრაზე ვისაუბროთ . შენი თვალით დანახული ” იუვენტუსი ” – ” ნაპოლის ” დაპირისპირება …
” იუვე , მოქმედი ჩემპიონი რომელიც განაგრძობს საკუთარი სტატუსის – იტალიის ჩემპიონის დაცვას . ნეაპოლიტანელებმა კი ბოლო პერიოდში საკმაოდ მოუმატეს და ალბათ ერთადერთ კლუბად რჩებიან დღეისათვის , რომელთაც ძალუძთ კონკურენციის გაწევა . ლამაზი ფეხბურთის მოლოდინში ვარ ” .
როგორც ყოფილი ფეხბურთელი , საინტერესოა შენი აზრით თუ იმოქმედებს მატჩზე ზეგავლენას სანაკრებო ბატალიები ?
” ეს სიტუაცია ყველა კლუბისთვის ერთნაირია . ფრენები ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში და შემდგომ ისევ უკან , უკლებლივ ყოველი საფეხბურთო გუნდის თავსატეხია და არა ერთი რომელიმესი . ამიტომ არ ვფიქრობ , რომ ეს ფაქტი რაიმე ხელისშემშლელი იქნება გუნდებისთვის ” .
იქნება თუ არა ის საკვანძო ჩემპიონატში ?
” ნაკლებად მგონია , რადგან ჯერ ჯერობით რაიმეზე საუბარი ნაადრევია ” .
უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი ჯიჯის ახალ კონტრაქტზე . არის დღეისათვის რაიმე სიახლე ?
” ამ მომენტისთვის არ ღირს საუბარი . მოვა დრო და ყველა ყველაფერს გაიგებს ” .
წყარო : TuttoJuve