ბონუჩი : ” კონტე ნამდვილი ლიდერია ”
რობერტო პარონესთან საუბარში , რომელიც გახლავთ Corriere della Sera – ს ჟურნალისტი , ლეონარდო ბონუჩიმ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა …
” ნაპოლისთან ” მოახლოებული დაპირისპირება …
” შარშანდელი მატჩი , რომ გავიხსენოთ უნდა ავღნიშნო ის , რომ შეხვედრის სტარტმა საკმაოდ გაგვაკვირვა . ნეაპოლიტანელებმა აგრესიულ სტილში დაიწყეს და პირველ ტაიმში 2-0 ს გვამარცხებდნენ . თუმცა , მოვახერხეთ მობილიზება და საპასუხო დარტყმის განხორციელება . არ ვიცი სიმართლე გითხრათ შესძლებდა თუ არა სხვა კლუბი იმავეს გაკეთებას მათ წინააღმდეგ , რადგან ” ნაპოლი ” ბოლო წლების უდაოდ გამორჩეული გუნდია , რომელსაც დაბალანსებული შემადგენლობა და ჭკვიანი თავკაცი ჰყავს . არცერთი წამით არ უნდა გაჩერდე მათ წინააღმდეგ და ამისი შედეგი იყო იუვე არენაზე დაფიქსირებული 3-0 . იმ შემთხვევაში თუ ისევე ვიასპარეზებთ , როგორც ” რომასთან ” პირველ ტაიმში , მაშინ ყველაფერი კარგად იქნება . იმედი მაქვს მარცხი , რომელსაც ასე ხშირად იმეორებენ დაფიქსირდება გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვან დაპირისპირებაში და არა შაბათს . რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება წაუგებელი სერია , მით უფრო კარგი იქნება ეს ჩვენთვის ” .
კვლავინდებურად ნაპოლი … პეკინში გამართული სუპერ თასის ფინალი …
” მეტოქის პატივისცემის ნიშნად , მსაჯების – რომლებიც ადამიანები არიან და შესაძლოა რიგ ეპიზოდებში ცდებიან და ასევე იმ უამრავი ადამიანის გამო , რომლებმაც საკმაოდ დიდი მანძილი დაფარეს ფინალის სანახავად , ისინი უნდა გამოსულიყვნენ ცერემონიალზე . ხუთ წუთიანი მოთმინების გამოვლენა იყო სულ საჭირო . მარცხი სასიამოვნო არასოდეს არის , მაგრამ ” იუვენტუსი ” ამის უფლებას თავს არასოდეს მისცემდა ” .
კონტე …
” ლიდერი ! ნებისმიერ უმნიშვნელო დეტალს აქცევს ყურადღებას . მაგალითად , სანაკრებო ბატალიების შემდგომ მისი სურვილია , რომ 100 % -ით მზად დავბრუნდეთ ტურინში . მუხლჩაუხრელი შრომა და სწრაფვა გამარჯვებისკენ ! ” .
გულშემატკივრობა და ნერვიული მატჩი ” კიევოსთან ” …
” ინტერისტების ოჯახში , თეთრი ყვავი … მახსოვს თუ როგორ ვტიროდი 98 წელს განცდილი მარცხის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალში . გოლი , რომელიც მიატოვიჩმა თამაშ გარე მდგომარეობიდან გაგვიტანა . ” ინტერში ” გადასვლის შემდგომ იძულებული ვიყავი მეტარებინა ეს ” ჯვარი ” . კიევოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ კი , როდესაც ანტონიო გველაპარაკა , სიამაყით ამავსო მისმა სიტყვებმა და უბედნიერეს ადამიანად გამხადა , რომ ” იუვენტუსის ” წევრი . ცოტაოდენი დრო გავიდა , სიმშვიდის შენარჩუნება კი ადვილი არ არის . თუმცა , დავიმსახურე ამ გუნდის მაისური ” .
კასანოს პასუხი და აზრი თუ როგორი იქნებოდა ის კონტეს დაქვემდებარებაში …
” იმ აზრს ვემხრობი , რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარ გზას უნდა მიუყვებოდეს . ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ მუხლჩაუხრელ შრომაზე , როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება . ვაძლევთ ახალგაზრდა და დამწყებ ფეხბურთელებს ჯანსაღ მაგალითს . როგორც გულშემატკივარმა ისე ვუპასუხე , რადგან არ მომწონს როდესაც ჩემს გუნდზე ახორციელებენ ზეწოლას . მწვრთნელი ან შეცვლის მას , ან იგი პირველსავე ეტაპზე გატყდება . მთლიანობაში ანტონიო მომწონს , მაგრამ რიგ ეპიზოდებში ყურადღების მიქცევას ცდილობს . თავად კი ძალზედ მომწონს ადამიანების ურთიერთობა . ვჩერდები , ვიღებ სურათებს და ვარიგებ ავფტოგრაფებს . როდესაც ბავშობაში ვინმე უარს მეუბნებოდა ამაზე , მწყინდა . პირველი შეხვედრა კონტესთან არ იყო იდეალური , რადგან საქორწილო მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და საშინელ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებოდი . ამისათვის დავისაჯე და ვიჯექი სათადარიგოთა სკამზე ოქტომბრამდე ” .
ოცნება …
” ჩემპიონთა ლიგის თასი … ნაკრებთან კი მსოფლიოს თასი … მანამ სანამ ვთამაშობ ეს სურვილი ჩემში ყოველთვის იარსებებს ” .
წყარო : TuttoJuve
ალექს
აუ რა სვარკა გუნდში თამაშობს ბლინნნ
მსაჯმა რა ყვითელი მიცა სიდნეის კაპიტანს ნახეთ?
რა უნდოდა იქ რო მიდიოდა საქართველოს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი აქ
დელპოს უსტვენდნენ თუ მომეჩვენა? მანამდე ეგეტი რამ არ მინახავს
არ ვიცი უხმოდ ვუყურებ
ჩემმა დზმამ დამახევინდა ამოვიწერედა სისულელე არისო და ეხა კინაგამ მოვკალი
ფუ ამის დედაც ხუთშაბატს ანგარიშები დამესიზრმა და დგეს კაიფზე გავხედე და დამჯდარა ყველა ბორდოს კი სედანის 1 მონაკო 2 და Newcastle Jets 1 და კიც
სიდნეის ტამაში როდის იწყება
ნახევარ საათში იწყება პირველი
BIANKONEREBO GAIGVIDZET DGES DIDI DGEA DIDI I I
FORZA JUVE
FORZA BIANCONERO
DGES DIDI IMEDI MAQVS ATI SAATISTVIS 22 QULIT GAVLIDERDEBIT
აუ ძალიან ძმა ხარ ლეო..
ნაპოლის ძალიან, ძალიან ეშინია იუვენტუსის, ამიტომ მოვუგებთ სწორედ ))
უეჭველი აუსრულდება სურვილები
98 ში იუვე რეალი იუვეს ფანი იყო?
ზუსტად არ ვიცით მაშინ იუვესი იყო თუ ინტერის მაგრამ ყოველშემთხვევაში იმ პერიოდში როცა კალჩო მწვერვალზე იყო, ალბატ წარმოუდგენნელი იქნებოდა იტალიელის ნახვა რომელიც რეალს უქომაგებდა.