” იუვენტუსი ” – ” ნაპოლი ” ( წინასამატჩო )
დღეს იტალიაში , თბილისის დროით 20:00 სუპერ მატჩი გაიმართება , რომელსაც გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელოდება . ერთმანეთს , დღეისათვის აპენინებზე ორი უდაოდ გამორჩეული კლუბი ტურინის ” იუვენტუსი ” – მოქმედი ჩემპიონი , რომელსაც დამარცხება არ უგემია უკვე 46 მატჩია , ნეაპოლიტანურ ” ნაპოლის ” დაუპირისპირდება . რამდენიც არ უნდა ისაუბრონ , იმაზე რომ ეს ჯერ კიდევ ჩემპიონატის სტარტია და ყველაფერი წინ არის , ორი აზრი არაა რომ ბრძოლა პირველი პოზიციისთვის გაიმართება . გამარჯვებული კლუბი სერიოზულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს , ამიტომ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს წინასამატჩო განწყობას . უმჯობესია გადავიდეთ კლუბების სავარაუდო შემადგენლობაზე და თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ , რომ ბიანკონერის მხრიდან ამ დაპირისპირებას ჯანლუიჯი ბუფონი , მირკო ვუჩინიჩი და პაოლო დე ჩელიე დააკლდებიან . სიმონე პეპე რომელიც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებით არის დაკავებული არ არის შეყვანილი განაცხადში …
კარში ტურინელებს რა თქმა უნდა მარკო სტორარი ეყოლებათ . ტრიო მცველების უცვლელია ბარძალი , ბონუჩი , კიელინი . ფლანგებზე ლიხტშტაინერი და ასამოა გაირჯებიან , თუმცა ჟურნალისტების ცნობით არ არის გამორიცხული საწყის წუთებზე მაურიციო ისლა ვიხილოთ . ნახევარმცველების ტრიო , ისევე როგორც დაცვის უცვლელია : პირლო , მარკიზიო და ვიდალი . აი თავდასხმის ხაზი კი საკმაოდ დიდ კითხვებს ბადებს , გამომდინარე იქიდან , რომ ვუჩინიჩი არ იასპარეზებს . სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ფაბიო კუალიარელას გამოჩენას , რომელიც სებასტიან ჯიოვინკოს შეუწყვილდება .
ნეაპოლიტანელები ტურინელებისგან განსხვავებით არ ცდილობენ მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიონ თავს . უფრო მარტივად , რომ ვთქვათ ასპარეზობენ მეორე ნომრად . ასეთ ვითარებაში კი მარეკ ჰამშიკს , ედისონ კავანის და ახალგაზრდა ინსინიეს ხელ ფეხი ეხსნებათ და მათი შეჩერება საკმაოდ პრობლემატური ხდება . კარებში უცვლელია დე სანკტისი , დაცვაში კანავარო , კამპანიარო და არონიკა , ფლანგებზე მაჯო და ცუნიგა . შუა ხაზში ბეხრამი , ინლერი და ჰამშიკი . თავდასხმაში კავანი , რომელსაც ალბათ გორან პანდევი დაეხმარება …
” იუვენტუსი ” ( 3-5-2 ) : სტორარი , ბარძალი , ბონუჩი , კიელინი , ლიხტშტაინერი , ვიდალი , მარკიზიო , ასამოა , კუალიარელა , ჯიოვინკო
სათადარიგოთა სკამი : რუბინიო , ბრანესკუ , კასერესი , მარონე , პოგბა , პადოინი , ისლა , ჯიაკერინი , მატრი , ბენდტნერი
მწვრთნელი : კონტე ( ანჟელო ალესიო )
ტრავმა : პეპე , ბუფონი , ვუჩინიჩი , დე ჩელიე
” ნაპოლი ” ( 3-5-2 ) : დე სანკტისი , კამპანიარო , კანავარო , არონიკა , მაჯო , ინლერი , ბეხრამი , ჰამშიკი , ცუნიგა , პანდევი , კავანი
სათადარიგოთა სკამი : როსატი , კოლომბო , გრავა , გამბერინი , უვინი , ფერნანდესი , მესტო , ჯემაილი , დონადელ , დოსენა , ინსინიე , ვარგასი
მწვრთნელი : მაცარი
ტრავმა : ბრიტოსი
ვაახ ეხლა ვნახე სება ძირითადშია?

აეეეეეეეეეეეეეეეეე
აუ ეგ ავატარი სად გააძრე ძმაა

ბონუჩის ვიღაცეები აგულახია
ატომური ჭიანჭველა – სექტემბრის თვის MVP
იძახეთ ეხლა ტრიაპკააო


გუნდი აფასებს
მწვრთნელი ენდობა
და იტალიაში აფასებს გულშემატკივრები
გენაცვალე სება ეგრე გააგრძელე
გულშემატკივრები ყველგან აფასებენ
მე მგონი შავი ფორმა გვაცვია, ვაა
კონტე ჭკვიანი კაცია 2 უდიდესი ფეხბურთელი დააყენა სასტავში

ამ თამაშს GMG არ აჩვენებს?
გმგ არა მაგრამ სეტანტა აჩვენებს
ორი აზრი არ არის უნდა გამოვიდეთ, თავი დავდოთ და მოვიგოთ.
მეორე თამაში ლაციო-მილანი X2 მგონია
დელ პიეროს გოლი – – – ნახე – – –
ვიდეოს დაბლა კომენტარიც ნახე))))))
არა მგონია ინსინიეს ანდოს ძირითადი, შეჭამს ასამოა არ გაანძრევინებს ფეხს, უფრო გამოცდილი პანდევი ))
წუხელ სიზმარში ვნახე თითქოს 5-0 გავანადგურეთ და თუ ამიხდა მაგარი იქნება ძაან.

სოფკასტს რა სჭირს ხალხნო გამაგებინეთ რააააა
არაფერი ტოტენჰემი ჩელსის ვუყურებ ახლა
დღეს ორივე ერთიანია
ძაან რთული თამაში იქნება და არამგონია გადავრჩეთ :D

პენალი როგორ გამაზა :( მაგრამ არაუშავს ხო გაიტანა დამატებაზე

დელპის გოლი დადეთ რა ვერ ვნახე
დელ პიერომ სიდნეის მოაგებია..კიდევ გაიტანა გოლიი.. ეეჰ გასაშვები კაცია ალეკო

რა კუში აქვს იუვეს?
1 X 2
1.80 – 3.45 – 4.65
ალექს :* მოაგებინა სიდნეის
I D M A N TV ACHVENEBS TEPSHEBZE
ისლას გამოჩენა აუცილებელია?
დელ პიერომ გოლი გაიტანა ნახეთ? 10 წუთის წინ 54-ზე წუთზე… ეხლა მიდის მატჩი ავსტრალიის ჩემპიონატი
წინ ბიჭებო! ჩაკახპეთ ეს ცისფერი გლადიატორები!!!
ხალხო ხო არ იცით რომელ არხზე ოქნება პირდაპირი ტრანსლაცია?
sopcast და მისი ჯანი!
ლაბავოი 1 ინი დავწერეე აბა მიდით ლომებოოო
ვუჩინიჩის გარეშე თავდასხმა უსუსურად გამოიყურება :x :x :x ბენდტნერი შემოიყვანოს II ტაიმში რა..