ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესიო: ” ეს კონტეს დამსახურებაა”

 ანჯელო ალესიომ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება შთამბეჭდავი გამარჯვებით აღნიშნა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი მოგებას მთლიანად ანტონიო კონტეს მიაწერს. ალესიოს თქმით, მისი წარმატებული ცვლილებებიც ვარჯიშებზე დამუშავდა…

 

ყველა გაგებით გუნდის ხელმძღვანელი ანტონიო კონტეა. გვყავს კარგი ალტერნატიული შტაბი, მაგრამ პირველხარისხოვანი ფიგურა სწორედ ისაა. გოლის ეპიზოდში ერთიანობის განცდა არსებობდა, ამიტომაც გავიწვდინე ხელები კონტეს ბოქსისკენ. ”

” რვა შეხვედრაში შვიდი მოვიგეთ და ერთშიც ქულას დავჯერდით, სტატისტიკურად საუკეთესო თავდასხმა და უკვე საუკეთესო დაცვაც გვყავს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ბუფონი და ვუჩინიჩი გვაკლდნენ, მაგრამ მოედანზე გამოსულებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. იმედია და გვჯერა, რომ ორივე მათგანი შეძლებს “ჩემპიონთა ლიგის” მატჩისთვის მწყობრში დაბრუნებას.

ვიცოდით, რა სახიფათოც იყო “ნაპოლი” კონტრშეტევებზე, ამიტომაც ვცდილობდით არ გამოვეჭირეთ. ანგარიში კასერესმა გახსნა, ექვსი ნეაპოლელით გარემოცულმა ადგილი გამოძებნა და დაარტყა. საბოლოო წერტილი პოლმა დასვა შესანიშნავი გოლით. ეს ცვლილებები მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე მუშავდება. პოგბა კარგ ფორმაში იყო და ვიცით, რა დიდი პოტენციალიც აქვს. რისკი გავწიეთ და ეს რისკი გაგვიმართლდა.

დისკვალიფიკაცია? ეს ის შრამია, რომელიც არასოდეს მოგცილდება, მაგრამ წინ ვიყურები და არავის მიმართ არ ვგრძნობ ბრაზს. ასეა თუ ისე, ჩემი დაკითხვაც კი არავის მოსვლია აზრად, მაშინ როცა პოლიცია იძიებდა საქმეს. მადლობას ვუხდი მთელ კლუბს, პრეზიდენტ ანდრეა ანიელის, რომ ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგა. სირცხვილია, რომ კონტეს ისევ შორიდან უწევს ფეხბურთის ყურება, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. ” -აცხადებს ალესიო.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

მართლა მაგარი სამწვრთნელო შტაბი გვყავს,თან ყველაზე მაგრა ცვლილებები მომეწონა რომელიც ზუსტად გამოიცნო ალესიომ,იმედია ეს წარმატება მუდმივად გაგრძელდება!ძალიან მიხარია რო დაცვა და ნახევარდაცვა ბრჭყინავს რაც გატანილი გოლებითაც აისახა ნაპოლის წინააღმდეგ,ერთი სული მაქვს ბენდტნერს როდის ვიხილავ გატანილი გოლით და იმედია ეს ხვალ მოხდება! :forza: :forza: :forza:

dito chanturia
11 years ago

ისე მე თუ მკითხავთ ეს კაცი ერთ რამეში ჯობნის უკვე როგორც ჩანს კონტეს და კარერასაც ზუსტად ისინი გმაოიყვანა ვინც გაიტანეს იმედია ასეც გაგრძელდება და ეს ამტრი კიდე სასწრაფოდაა გასაშვები უკვე მთლად 0 ი გახდა იმ დონეზეა რო ბორილეოც ჯობია უკვე

11 years ago

ყველაფერი კარგად მიდის, ის ერთი კაი საპონსორი კიდევ არ გვაწყენდა :forza: :juvee: :forza: :juvee:

Nodari gogaladze
11 years ago

ყოჩაღ სამწვრთნელო შტაბს :love: ახლა ლიგასაც უნდა მივხედოთ

lasha naxucrishvili
11 years ago

ლიგაზე უნდა მოვიგოთ აუცილებლად

dato_juventino
11 years ago

ეგრე გაგძელე ალისიოო მალე კონტეც დაგვიბრუნდება და ყველაფერი რიგში ჩადგებაა მთავარია გამარჯვების მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა ყველა თამაში ბოლომდე ბძოლა ბოჭების ეს დადებს დიდ შედეგს გაგრძელეთ ეგრე :up: :love: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
11 years ago

კაი გუნდი გვყავს ძაან სამწვრთნელო შტაბიც რავი ყველაფერი კარგად მიდის თამაშებს არ ვაგებთ მშვენიერია რა :up: :-)
ლიგაზე წელს თუ ვერა მომავალ წელს ალბათ რამეს ვიზავთ :juventus: რაც შეეხება სერია ა-ს იუვე საუკეთესოა.

marchisio8
11 years ago

ვაფშე ყველაფერი საუკეთესო.სამწრთვნელო შტაბიდან დაწყებული მედიკოსებით გაგრძელებული და მენეჯერებით დამთავრებული :forza: :forza: :forza:

11 years ago

მაგარი სამწვრთნელო შტაბი გვყავს :love:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x