ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა წინასამატჩო პრესსკონფერენცია

 ანადგურებს რა ყველას შიდა ასპარეზზე , იგივეს გაკეთების სურვილი აქვს ” იუვენტუსს ” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც . ორმა საწყისმა ფრემ , მართალია არ წაართვა გუნდს შანსი იასპარეზოს მომდევნო ეტაპზე , თუმცა ბებერი ქალბატონისგან  გაცილებით მეტს ელიან : ” ევროპაში სუსტი მეტოქეები არ არსებობენ , ნორდშელანდი ჯგუფურ ეტაპზეა და გამოდის , რომ ისინი ხელწამოსაკრავები არ არიან . ყურადღებით უნდა ვიასპარეზოთ , რადგან მეტოქე კარგ ფეხბურთს თამაშობს . მათ შემადგენლობაში ირიცხებიან ძლიერი მოთამაშეები , მაგალითად კაპიტანი სტოკლჰომი , რომელმაც თავი აძურისთან მატჩში დაგვამახსოვრა . ორი ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ , აუცილებელია სამი ქულის მოპოვება , აღარ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება . გადაღლილობა ? ჩემპიონთა ლიგა დამატებით ემოციებს გვაძლევს , რაც დაღლას გვავიწყებს . ბედნიერი ვიქნები თუ მოვახერხებ გოლის გატანას , თუმცა ეს ჩემი უშუალო მოვალეობა არ არის , მთავარია გუნდმა მოიგოს ” .

ნაპოლისთან მატჩში გუნდს , დისკვალიფიცირებული ანჟელო ალესიო დაუბრუნდა , რომლის ხელმძღვანელობითაც ტურინელებმა მრისხანე მეტოქეს 2-0 სძლია . ეხლა კი ის მზად არის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისთვის : ” პატივს ვცეთ მეტოქეს , რომელიც საკმაოდ სიმპატიურ ფეხბურთს ქადაგებს , რაც ბურთის კონტროლში გამოიხატება . მათ რიგებში არა ერთი გამორჩეული ფიგურა ასპარეზობს , რომლებმაც თავი ჩელსისთან დაპირისპირებაში გამოიჩინეს , მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა . პოგბა და ვიდალი ? ამას ვარჯიშის დასრულების შემდეგ გადავწყვიტავთ . რაც შეეხება ბენდტნერს , მან კარგად გაიარა ადაპტაცია , თუმცა იუვეს მექანიზმის ბოლომდე შესაცნობად დრო ესაჭიროება . როდესაც კონტე საჭიროდ ჩათვლის  , რომ გამოიყენოს იგი , მას იმ წამსვე მიეცემა შანსი ” . 

 

წყარო : Juventus.com 

71 thoughts on “ტურინელთა წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. ბუფონი – ლუსიო, ბონუჩი, კიელინი – მარკიზიო, პირლო, ვიდალი – ისლა, დე ჩელიე – მატრი, ჯიოვენკო <—ეს შემადგენლობა იწყებს

  2. Mario Balotelli <3
    როგორ არუნდა უბრალოდ იუვე არ ყიდის
    ტრანსფერებზე არ დაუყენებია და 5 წლიანი გაუფორმა, და შენ რით ვერ დაიჯერე რო დეჩელიეს წარსულიც და მომავალიც იუვეა

  3. Mario Balotelli <3
    შენ ჩემი აზრები კი არ მოგწონს, მე ვისაც ვაქებ ის არ მოგწონს
    დეჩელიესი გეშინია რო ასამოას პრობლემები არ შეუქმნას
    დეჩელიე რო პირველი კაცია მის პოზიციაზე მაგი ყველამ იცის

      1. ვსწავლობთ ახლა :lool:
        ტურინის იუვენტუსის ფანი ხო ხარ? ხოდა კაცი მემგონი ტურინის სტადიონზეა დაბადებული და პატივს არ ცემ?
        გუნდი მარტო ბუფონის და დელპიეროს გამო გიყვარს დეჩელე იუვეს ნაწილია გადახედე მაინც რამდენი ხანია იუვეშია და ზედმეტი ამბიციების გარეშე აკეთებს თავის საქმეს

    1. რა თკუის სწავლაზე ლაპარაკობ გითხარი არ იცი ფეხბურთითქო ეგ დამალდა ვიგაცეებ წკუის სწავლება დავწყო .. კაი შევეშვათ მაგ თემას :bicho:

  4. Mario Balotelli <3
    ბიჯოოოოოოოოო, მერე ხო შეგიძლია ნორმალურად თქვა რო ჩემ არზს არ ეთანხმები
    შეურაწყოფაზე გადასვლა ყველაზე მარტივია და ყველას შეუძლია რამე უფრო ღირებული გააკეთე

      1. saqarTveლოში დაახლოვებით 1000 ლარს თამაშზე
        იქ ბევრად მეტი იქნება რა განსხვავებაცაა საფეხბურთო კუთხით ისეთი სხვაობა იქნება ფასებშიც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.