ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” ტოპ ფეხბურთელი ? ტოპ გუნდი ! ”

კოპენჰაგენში გაფრენამდე ჯუზეპე მაროტამ მცირე ინტერვიუ მისცა Radio RAI – ს …

ბიანკონერის გენ დირექტორმა ისარგებლა შემთხვევით და გუნდის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა : ” ყოველთვის ტოპ ფეხბურთელზე მესმის საუბარი , არადა შეხედეთ ჩვენს წინაშე ტოპ გუნდია , რომელიც არასოდეს ნებდება და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის . შეკრული კოლექტივი და აგრესიული სტილის ფეხბურთი – დღევანდელი ” იუვენტუსის ” წარმატების საიდუმლო ” .

ციფრებს , რომ შევხედოთ ყველაფერი ნათელი იქნება . შევქმენით გამარჯვების მოდელი , რომელსაც საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა მას შემდეგ რაც კლუბში ანდრეა ანიელი მოვიდა . დავუთმეთ რა თავდაპირველად ყურადღება პროფესიონალების მოყვანას მენეჯმენტში , შემდგომ აქცენტი სპორტულ სექტორზე გაკეთდა . არჩევანმა აქაც გაგვიმართლა , მოვიწვიეთ პიროვნება , რომელიც წარსულში არა მარტო კაპიტანი იყო ჩვენი კლუბის , არამედ გააჩნდა არა ჩვეულებრივი სამწვრთნელო მახასიათებლები – 55 შეხვედრიდან ჩვენ მასთან ერთად დავმარცხდით მხოლოდ ერთხელ . ხოლო ჩემპიონატში აგერ უკვე 47 შეხვედრაა არ დავმარცხებულვართ ” .

” პრაქტიკულად მთელი გუნდი შევცვალეთ და გამორჩეულ ფიგურებს ნამდვილად რომ დიდი მსხვერპლის გაღება უხდებათ , თუნდაც კვირიდან კვირამდე მუხლჩაუხრელი შრომა მათი შესრულებით . კონტე ? ვიცრუებ , თითქოს იგი გუნდს სათადარიგოთა სკამზე არ აკლია . რადგან ანტონიო ქარიზმატული პიროვნებაა , რომელიც დიდ ძალას მმატებს მოთამაშეებს და საჭირო რჩევებით უზრუნველყოფს მათ . თუმცა , მეორეს მხრივ კონტეს სამწვრთნელო შტაბი და მისი თანაშემწეები იმ საჭირო თვისებებით არიან აღჭურვილნი , რომლებმაც იციან თუ რა უნდა გააკეთონ შექმნილ ვითარებაში . მოთამაშეებიც თავის მხრივ მოტივირებულნი გადიან მოედანზე და ბოლო წამამდე იბრძვიან . შემადგენლობაში ერთგვარი სინთეზი არსებობს ახალგაზრდების და გამოცდილი კადრების . ჩემპიონატში ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობაშია , სწორედ ამიტომ აქვს გატანილი გოლი 12 სხვადასხვა ფეხბურთელს ” .

ჩემპიონთა ლიგა …

” გვესმის , რომ აღვემატებით მეტოქეს , მაგრამ მას შეუძლია არა სასიამოვნო დროს , არა სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიტანოს , ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაციაა აუცილებელი . დანიაში აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული დადებითი შედეგი ” .

 

წყარო : Juventus.com 

 

79 thoughts on “მაროტა : ” ტოპ ფეხბურთელი ? ტოპ გუნდი ! ”

  1. მაშინაც იმდენივე თავდამსხმელი იყო რამდენიც ახლა. ახლა თუა მატრი, კვალი, ჯოვინკო, ვუჩინიჩი, ბენდტნერი. მაშინ იყო დელპო, ტრეზეგე, იბრაჰიმოვიჩი, მუტუ და ძალაეტა, მიკოლი და მსგავსები რომლებიც არც ითვლებოდნენ ფეხბურთელებად და ახლა არც გვყავს ამ დონის. მე უბრალოდ იმაზე ვბრაზდები რომ გუნდს უყურებენ როგორც პერსპექტიულ დიდი მომავლის მქონე გუნდს და მე მიმაჩნია რომ მომავლის ლოდინი არ გვჭირდება, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი გუნდია და უნდა გადაიხადო ეს დედა არღნიანი 30 მილიონი ფორვარდში. ბავარია, რეალი, ბარსა, ჩელსი, მანჩესტერი, არსენალი ზამენის ხალხში იხდიან მაგდენს… როგორ დავიჯერო რომ არსენალზე უკეთესი ბიუჯეტი არ გვაქვს, რამდენი გადაიხადეს იცით კაზორლაში? იმიტომ რომ საჭიროა რა. პოდოლსკის ჩვენ ვერ მოვიყვანდით? თუ არ ჯობს პოდოლსკი მატრის და ბენდტნერს… იმას კი არ ვიძახი რომ პოდოლსკი მინდა იუვეში, უბრალოდ მწყინს როცა არსენალიც კი ვიღაცას ყიდულობს და მერე ადგილი რომ აღარ რჩება თავდამსხმელის გუნდში, მოსაშორებელს ჩვენთან იშორებენ!!! და არ მითხრათ რომ ნიკლასი იმიტომ გამოუშვეს რომ მაროტამ მაგრად იჩალიჩა და ვინმე ნიჭიერი დაითრია. უბრალოდ ერთი ზედმეტი კაცი ჰყავდათ და ამან მოიყვანა, როგორც მანამდე მოათრია ბორიელო. მაროტა რომ მაგარი ყოფილიყო, არაფერს ვიძახი ლორენტეზე, ჯეკოზე, ვანპერსიზე და სხვებზე… უფასო დროგბას მაინც მოიყვანდა! დროგბას დონის ფორვარდი მინიმუმ 10 მილიონი ხო ღირს? ხელფასად მიეცათ ის 10 მილიონი 2 წლის განმავლობაში და ითამაშებდა ის კაცი. კარგით რა! ისე წუწუნებს გეგონება ფულს ვთხოვ სასესხებლად და მეწუწუნება. იმიტოა დანიშნული მანდ რომ იშოვოს ფული, მეტი ფუნქცია კი არ აქვს მაგას! სერია ა მოიგო, სპონსორები, დამატებით გამოყოფილი ფული და მაინც ვერ მოიყვანა შემტევი! გუნდმა 2 წელია ფეხბურთელი ვერ გაყიდა, რომელიც 1 და 2 წლის წინ უზომოდ დიდ ფასად მოიყვანეს და მაგ მელოსაც და სხვა დანარჩენებსაც ისე იზამენ გაუვათ კონტრაქტი და იმ განათხოვრებიდან პირდაპირ უფასოდ გადავლენ!

  2. ხოდა მაგ დროს რომ პირველი იყო სერია ა ზუსტადაც იმიტომ იყო პირველი რომ იუვე ვალდებული იყო მაგარი გუნდი ყოლოდა იმიტომ რომ მილანს ჰყავდა ძლიერი გუნდი, მილანი ვალდებული იყო იმიტომ რომ ლაციო არსებობდა, ლაციო იმიტომ რომ რომა, რომა იმიტომ რომ ფიორენტინა, ფიორენტინა იმიტომ რომ ინტერი და ა.შ… ანუ კონკურენცია იყო მაღალი, როდესაც ეს კონკურენცია დაეცა, იმიტომაცაა ლიგაზე რომ უჭირთ იტალიელებს, იმიტომ რომ გაცილებით ადვილია მოგება სერია ა ში ვიდრე ლიგაზე. ეგრე პორტოს უფრო მეტი მოგება აქვს პორტულაგიაში ვიდრე მაგალითად რეალს ესპანეთში, ეს ხომ არ ნიშნავს რომ რეალი არ ჯობს. გაიხსენეთ 10 წლის წინ სერია ა – ს მოგება უფრო რთული იყო ვიდრე ლიგის, ბოლოს და ბოლოს მეოთხედფინალებში, ნახევარფინალებში და ფინალში თითქმის სულ იტალიური გუნდები იყო… შეიძლება სიენასთან საკმარისია ეს გუნდი, მაგრამ არა ჩელსისთან და შემდეგ ჯგუფიდან რომ გავალთ გრანდებთან…

  3. აუ აუ კარგი რა ) მოჯის დროს სულ სხვა დრო იყო და იუვე სხვა სიტუაციაში იყო და პლიუს ამასთან მოჯის დროს არც ეკონომიური კრიზისი არსებობდა და არც სამი გუნდი გადიოდა იტალიიდან ლიგაზე , რაც იმაზე მიუთითებს თუ რა დღეშია კალჩო

  4. რატო გაინტერესებთ იუვე როგორ შოულობს რატო შოულობს და რატო ვერ შოულობს ფულს? :lool:
    რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ რატო ფიქრობთ მაგაზე
    შენ მიხვდი და ანიელი ვერ მიხვდა თუ შენ გინდა და ანიელის არ უნდა გამოსწორება?
    გულშემატკივრობაზე კაი არაფერი არაა
    საერთოდ არ მაინტერესებს წინ ვინ აწერია იუვეს მაისურზე და რამდენს უხდის
    მთავარია უკან და გულზე რა აწერია

  5. ჯიპი საკმაოდ დიდ თანხას გვიხდის . მოჯი ? ბოდიში )) შენ იუვენტუსის ტიფოზს მემგონი არ უნდა გესწავლებოდეს რომ მოჯი დირექტორატებს არ ართმევდა ფულს , ამაზე საუბრობდა ყოველთვის !!! კლუბის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები და ყველაზე დიდი დანახარჯი მაშინ გააკეთა როცა ზიდანი გაყიდა !!! იუვენტუსი სწორ მენეჯმენტს ახორციელებს !! ერთ ერთი საუკეთესო ტიპები უდგანან მაგ მხრივ კლუბს სათავეში . სუსტი არგუმენტი იყო ძალიან რაც ქვევით წერია

    1. და საერთო ჯამში მოჯის დროს უკეთესი გუნდი იყო თუ ახლა? ანუ მოჯი უფრო მეტს შვებოდა თუ მაროტა? რისკავდა გამოდის მოჯი და ამართლებდა კიდეც და თუ ბიუჯეტიდან იღებდა ფულს, ესეიგი იყო ბიუჯეტში ფული და ახლაცაა. საკმაოდ დიდ ფულს რომ გვიხდიდეს ჯიპი სიაში ვიქნებოდით. მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ რატომღაც მიდგომა გუნდის უფროსობისგან ისეთი კი არაა როგორც გრანდს შეეფერება, არამედ ისეთი როგორიც უცებ გამოჩეკილ გუნდებს ახასიათებს. ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს ტოტენჰემმა, ნაპოლიმ, დორტმუნდმა და არა იუვემ! შედეგი მოაქვს ფულს. ფული უნდა დაიხარჯოს! ბარსელონაც თავის გაზრდილ ფეხბურთელებზე დგას, მაგრამ აბა გამოაკელით ალვეში, ვილა, სანჩესი მანამდე რონალდინიო ანრი და ა.შ.

  6. ხალხნო მაროტაა დირექტორატის წევრი და მაროტა უნდა არწმუნებდეს მერე რომ საჭიროა ფული. აბა მოჯი როგორ არწმუნებდა და როგორ იხდიდა ფულს??? აქ საქმე გვაქვს დირექტორატის არასწორ მუშაობასთან მიუხედავად იმისა რომ პროექტი რასაც იუვენტუსი ქვია ძალიან საინტერესო და მაგარია. worldsport.ge ზე იდო სტატია, ნახავდით ალბათ, ვინ რამდენს უხდის მაისურაზე რეკლამის სანაცვლოდ.

    emirates – 15 მილიონი ევრო წელიწადში (ყველაზე ცნობილებს – “არსენალს”, “მილანს”)
    gazprom – 15 მილიონი წელიწადში (“ზენიტს”, “შალკეს”)
    etihad – 22 მილიონი წელიწადში (“მანჩესტერ სიტის”)
    samsung – 22,5 მილიონი წელიწადში (“ჩელსის”)
    bwin – 23 მილიონი წელიწადში (“რეალს”)
    Deutsche Telekom – 23 მილიონი წელიწადში (“ბაიერნს”)
    invest in africa – 25 მილიონი წელიწადში (“სანდერლენდს”)
    standart chartered – 25 მილიონი წელიწადში (“ლივერპულს”)
    AON – 25 მილიონი წელიწადში (“მანჩესტერ იუნაიტედს”)
    Qatar foundation – 30 მილიონი წელიწადში (“ბარსელონას”)

    სირცხვილია, დარწმუნებული ვარ 50 საუკეთესოშიც არ შევდივართ. სანდერლენდი რომ გისწრებს, შალკე, ზენიტი, ლივერპული ესეიგი არასწორ მენეჯმენტზეა საუბარი. აი ამას ვიძახი!

  7. მემგონი ამ დონის გუნდზე ვერც ვიოცნებებდით 2 წლის უკან და რატო გიჩნდებათ სურვილი რო მაინც აკრიტიკოთ?
    პრობლემები ჩვენთან კიარა შეიძლება ბარსასაც აქ მარა გულშემატივრის მოვალეობაა გულშემატკივრობა კონტე მიხედავს დანარჩენს

  8. juventino 1897
    და რა წავაგეთ მაგით?
    მაროტამ თუ უნდა ყველაფერი წააგოს თავის საქმეში (თქვენი გადმოსახედიდან )და კონტემ ტიტულები მოიგოს

    1. რა წავაგეთ და გარტყმაზე რო გაააქვთ გოლი და ხან მცველმა უნდა გაიტანოს ხან ნახევარმცველმა ცოხატანში ბუფონიც დაიწყებს გოლის გატანას ჩვენი თავდასხმის შემხევდარე :D სიენა კალირათან რო იტანენ გარტყმით ისიც ეგრე არააა , ლიგის მოგება რო გინდა რითი იგებ? შახტართან ისევ მცველმა გაიტანა თორე აგავასხავდით ასევე ჩელსისთანაც ვიდალს რო არ გაეტანა კვლაირაელა მერე ან გაიტანადა ან არა

  9. კი ბატონო მაგრამ იმას შეხედე რის საფუძველზე ? 50 მილიონს რა კონკურენციას გაუწევს ვერ ვხვდები . ვინც არ უნდა მოვიდეს ასეთ პირობებში ბრძოლა რასაც პსჟ და ბრიტანული კლუბები სთავაზობენ წარმოუდგენელია …. ბარსელონაც და რეალიც პლიუს

    1. ყველას 50 მილიონი არ უნდა ჩემი ძმა იმას დაკლებაც უნდა აგერ სანჩესი 45 მილიონი ღირდა , იუვენტუსსაც რო უნდოდა კაპიკი არ დააკლდა და ბარსელონამ დაებარზა და 26 მილიონად იყიდა , 30 მილიონი არ ღირს ვან პერსიო და აჰა ყოველ თამაშში გოლს იტანს ეგრე არაა ძმაო შაურმის ფულად უნდათ ყიდვა

  10. მაგას ვბაზრობ ზუსტად რო უკონკურენტო თუ არ დარჩა ისე ფეხბურთელი ვერ მოყავს , სადაც რეალური კონკურენცია იყო ყველა დააახიეს

  11. Mario Balotelli <3

    მე ვბალეშიკობდი ჯოვინკოს და 4 გოლიც შეგვიპამპალა :lool:
    მაგრამ ვბალესიკობდა იმიტომ რომ იუვენტინოა, ცემი ლიუბიმიიგროკია და იმიტომ რომ ის ფანები დაედუმებია, ვინც თვლიდა რომ არ უნდა დაებრუნებიათ :lool: ეხლა კი იმაზე დაადუმებს კრიტიკოსებს რომ იმსახურებს აქ ყოფნას…

    მე პირადად გეტყვიტ რომ ჯოვინკომინიმუმ 5 წელი არსად არ წავა და საერთოდაც კარიერას აქ დაასრულებს…
    ის თუ წავა მაშინ გაიყიდება

    1. მე მაინც ვერ დამადუმა :givi: :givi: :givi: :givi: იმიტომ რომ აქ ჯერ ვერაფერს შვება … პარმაში რას აკეთებდა ეგ უკ არ მადარდებს მთავარია იუვეს გამოადგესს :juvee: :juvee:

  12. ყველაფერი კაია მარა სებაზე დიდი გულშემატკივრები ნუ გავხდებით :lool:
    დარწმუნებულიო ვარ შენზე მეტად გაუხარდა სებას იუვეს ჩემპიონობა

  13. Mario Balotelli <3
    შენ ვერ ხვდებიდა იმ დროს სება ჩვენთვისაც იბრძოდა, ზუსტად იქ კაი თამაშის დამსახურებაა რო იტალიური ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი დღეს იუვეშია
    სება თავის სიტყვას იტყვის

  14. Mario Balotelli <3
    არმინდა იმიტორო არაა, იმიტორო გუშინ ებრძოდა იმას ვინც მე ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთში
    ჩვენთან რო იქნება და იუვეს მაისურით რო იბრძოლებს მერე დავაფასებ
    მე გულშემატკივარი ვარ და იმიტორო კავანი პოტენციური იუვენტინოა მაგიტო ვერ შევაქებ
    მაგაზე იფიქროს კონტემ მისი მოვალეობაა ფეხბურთელებს უყუროს როგორც პროფესიონალმა და არა გულშემატკივარმა

    1. :up: კავანი არის აგუერო-ბალოტელი-ჯეკო-ტევესის დონის!
      არის ცვენი მტერი და ტუ მოვა იუვეში მერე ვუქომაგებ!
      აბა ეხლა როგორ ვუბალეშიკო, როცა მის გოლებს 33ქულა ნაპოლისთვის მოაქვს და ნაპოლიკიდევ ჩვენ გვეცილება სკუდეტოში :lool:

  15. მაროტა ადრე რას აკეთებდა არვიცი მარა კონტესთან ერთად იდეალურად მუშაობს
    წვრილმანი შეცდომა ყველას აქ ხან შეცვლას აგვიანებს ხან რაღაცა მარა როცა ამხელა შედეგია მაგაზე ყურადღების გამახვილება სისულელეა
    დღეს პრობლემა არაა და თქვენ რატო გინდათ რო იყოს
    ძალით რატო იფიქრებთ მიზეზებს?
    პირიქით არ ჯობია ხვალ თამაშია იმაზე ვილაპარაკოთ

    1. ხვალ მოვიგებთ და შახტარი-ჩელსი X2 გვაწყობს… ხოლო თუ შახტარმა მოიგო მერე რთულია შარშანდელი გამარჯვებულის ჯგუფში ჩატოვება. მაგარი ბოი გვექნება ტურინში და მერე დონეცკში

  16. ფეხბურთში გარკვეულობა რა შუაშია თუ ძმა ხარ ) თან მე მაპატიე მაგრამ ნტვ-ს სასტავს ზოგადად ვერაფერს დაუწუნებ იმაში რასაც ამბობენ ხოლმე და რა რაკურსითაც არჩვენ თითოეულ ეპიზოდს . ჩამოყალიბებული პროფესიონალები არიან . მეორე ამბავია იუვეს თავდასხმა . მე იმას არ ვიძახი რომ გუნდს გაძლიერება არ ჭირდება , პირიქით მაგრად მოვიკოჭლებთ და აუცილებელია ! აუცილებელია ცივ სისხლიანი ფორვარდი , რომელიც ევროპულ ბაზარზე საკმაოდ პრობლემატური სანახავია და ვინც არის გაბერილი აქვს უაზროდ თანხა . მაშინ როცა იუვე იჭერს პოზიციას რომ არ გადაიხდის 50 მილიონს ერთ ფეხბურთელში , მანდ უკვე მაროტა საკუთარი ჯიბიდან ვერ დადებს ფულს . კლუბის დირექტორატი არ აძლევს საშუალებას ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოს … ვნახოთ რა იქნება , ამბობენ ლორენტეს წელიწადში 5 ლიმონს სთავაზობენ და მემგონი რომ წამოვა ჩვენთან

    1. ხო ლორენტეს კონტრაქტი უმთავრდება და მეც მჯერა რომ ჩვენთან წამოვა…
      თან ძირითადშიც არაა ხშირად… ბიელსამ აიცრუა მასზე გული…აქეთ აგუერო დაბრუნდა და სიტი არამგონია შეგვეცილოს. მილანში კი რო არ წავა ნათელია, თავადაც ხედავს რა დრეშია გუნდი:) და არსენალსჟირუ ყავს და მოკლედ უკონკურენტონი ვართ ბაზარზე…
      მე მაინც ჯეკო-ბალოტელი ოცნებად მრჩება :loool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.