ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა წინასამატჩო პრესსკონფერენცია

 ანადგურებს რა ყველას შიდა ასპარეზზე , იგივეს გაკეთების სურვილი აქვს ” იუვენტუსს ” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც . ორმა საწყისმა ფრემ , მართალია არ წაართვა გუნდს შანსი იასპარეზოს მომდევნო ეტაპზე , თუმცა ბებერი ქალბატონისგან  გაცილებით მეტს ელიან : ” ევროპაში სუსტი მეტოქეები არ არსებობენ , ნორდშელანდი ჯგუფურ ეტაპზეა და გამოდის , რომ ისინი ხელწამოსაკრავები არ არიან . ყურადღებით უნდა ვიასპარეზოთ , რადგან მეტოქე კარგ ფეხბურთს თამაშობს . მათ შემადგენლობაში ირიცხებიან ძლიერი მოთამაშეები , მაგალითად კაპიტანი სტოკლჰომი , რომელმაც თავი აძურისთან მატჩში დაგვამახსოვრა . ორი ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ , აუცილებელია სამი ქულის მოპოვება , აღარ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება . გადაღლილობა ? ჩემპიონთა ლიგა დამატებით ემოციებს გვაძლევს , რაც დაღლას გვავიწყებს . ბედნიერი ვიქნები თუ მოვახერხებ გოლის გატანას , თუმცა ეს ჩემი უშუალო მოვალეობა არ არის , მთავარია გუნდმა მოიგოს ” .

ნაპოლისთან მატჩში გუნდს , დისკვალიფიცირებული ანჟელო ალესიო დაუბრუნდა , რომლის ხელმძღვანელობითაც ტურინელებმა მრისხანე მეტოქეს 2-0 სძლია . ეხლა კი ის მზად არის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისთვის : ” პატივს ვცეთ მეტოქეს , რომელიც საკმაოდ სიმპატიურ ფეხბურთს ქადაგებს , რაც ბურთის კონტროლში გამოიხატება . მათ რიგებში არა ერთი გამორჩეული ფიგურა ასპარეზობს , რომლებმაც თავი ჩელსისთან დაპირისპირებაში გამოიჩინეს , მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა . პოგბა და ვიდალი ? ამას ვარჯიშის დასრულების შემდეგ გადავწყვიტავთ . რაც შეეხება ბენდტნერს , მან კარგად გაიარა ადაპტაცია , თუმცა იუვეს მექანიზმის ბოლომდე შესაცნობად დრო ესაჭიროება . როდესაც კონტე საჭიროდ ჩათვლის  , რომ გამოიყენოს იგი , მას იმ წამსვე მიეცემა შანსი ” . 

 

წყარო : Juventus.com 

71 thoughts on “ტურინელთა წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. პეს 2013 ბეცამე ლეგენდში რეებს ვშვები ამატეურში ახლა უნდა გადავიდე ერედივიზიაში ვარ და იტალიაში მინდა გადასვლა იუვე არ მყიდულობს

  2. Mario Balotelli <3
    არა არ დამაკმაყოფილებს ჩაუვარდები კონტეს ტურინში და გავანთავისუფლებ
    ფეხბურთია და ყველა შედეგი დამაკმაყოფილებელია მთავარია დაგვანახონ რო მაქსიმუმი გააკეთენ

  3. რა ვერ მოვიგოთ, თუარა პირველი თამაში იქნება
    5 ნიჩიებით გავსულვართ ჯგუფიდან, ერთი ჩვეულებრივი თამაშია აუცილებელი არაფერი არაა

  4. ესარის ტესტ მათჩი, რომელშიც გამოჩნდება თუ ვართ ღირსები ლიგაზე ასპარეზობის, თუ გვაქვს ის ძალა, რომ ლიგაზე ვითამაშოთ :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

  5. იუვეს თამაშს არცერთი არხი არ აჩვენებს მგონი, გადავატრიალე მთელი სილკნეტი და ვერ ვნახე ვერსად, ჯმჯ სპორტზე ლიგა როა წერია მარა რომელი თამაშია არ ჩანს :mrgreen:

  6. არამგონია ბარძალი დაასვენოს, თან ნაპოლისთან მაგრად იდგა. ლიხშტაინერიც არ დაისვენებს. სება და მატრი დაიწყებენ ჩემი აზრით, მირკო ახალი გამოჟანმრთელებულია და თან არაა ფორმაში.

  7. მეგობრებო რა მაინტერესებს, ამ ისლას როდის მიეცემა შანსი თამაშის, სად არის, არც განაცხადში ყავს რა ხდება? რატო არ ათამაშებს? ხომ არ იცით ვინმემ?

      1. ნახვა კი არა თამაშში უნდა ნახოს, მთელი საზაფხულო ტრანსფერის პერიოდის მის ყიდვას გადააყოლა მაროტამ, და ერთი მაინტერესებს ღირდა ამდენ ჩალიჩად ეს ფეხბურთელი?

  8. დღეს იუვესაც და შახტარი-ჩელსის ერტად უნდა ვუყურო,მაგრად მაინტერესებს რა შეუძლიათ ჩვენ მთავარ კონკურენტებს,განსაკუთრებით უკრაინელებს

  9. ისე ჩელსიმ ორივე რო მოუგოს შახტარს ჭინააღმდეგი არ ვიქნები
    მთავარია ჩვენც მოვიგოთ სამივე და დონეჩკში თამაშზე დიდათ აღარ ვინერვიულებ
    :forza: :juvee: :juventus:

  10. ——–ჯიჯი———-
    კასერესი-ბონუჩი-ბარძა-კიელო
    —- ვიდალი–პირლო–მარკოზა—
    ——-ჯოვინკო–კუალი–ვუჩო—

    აგრესიული შემადგენლობა უნდა გამოვიყვანოთ.
    ნორდსელანდს ეს გუნდი გადაუვლის.
    4-3-3 :oldman:

  11. ისე რა ჯობია შახტარი ჩელსიზე?
    მე შახტარის უფრო მეშინია ვიდრე ჩელსის, ისე არ მოხდეს რო შახტარში უეჭველი ქულები დაგვჭირდეს

  12. უეჭველი უნდა მოვიგოთ, თან დამაჯერებლად )) ნორშელანდთან ორივე თამაშში 6 ქულა და კარგ ხასიათზე ჩელსი მივაყოლოთ..ამ შემთხვევაში შეიძლება გასვლაზე ფიქრი..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.