კითხვები, შანსები და ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე
რთული არ არის გაათვიცნობიერო ის ემოციები, რომლებიც “ნორდშელანდთან” გასვლითმა ფრემ ბიანკონერების გულშემატკივრებში გამოიწვია.დანიურ კლუბთან დაკარგულმა ორმა ქულამ ტურინის “იუვენტუსის” შემდეგ ეტაპზე გასვლა კითხვნის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა შანსები ჯერ კიდევ არის.
პარალელურად დონეცკში მიმდინარე მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ “შახტარი” – თითქოს ჯგუფში მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდი, არაფრით ჩამოუვარდება ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონებს და მეტიც, ახლა უკრაინელები ჯგუფიდან პირველ ადგილოსნის სტატუსით გასვლის რეალური კანდიდატები არიან.
ამ მომენტისთვის, ჯგუფში შემდეგი ვითარებაა :
დონეცკის “შახტარი” – 7 ქულა
ლონდონის “ჩელსი” – 4 ქულა
ტურინის “იუვენტუსი” – 3 ქულა
“ნორშდელანდი” – 1 ქულა
შემდეგ ტურში არისტოკრატები უკრაინელებს ლონდონში დაუხვდებიან, ანჯელო ალესიოს შეგირდები კი აპენინებზე მიიღებენ ნორშდშელანდს.რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და თამამად ვთქვათ, რომ დანიელებს ტურინში ქულის მოპოვების უმცირესი შანსიც კი არ აქვთ, ბებერი ქალბატონი სამ ქულას აიღებს, რაც შეეხება “შახტარს”, კუნძულზე არწაგების შემთხვევაში უკრაინელები ფაქტიურად გაინაღდებენ ფლეიოპს.
მეოთხე ტურის შემდეგ ჯგუფში პოტენციური ვითარება ასეთია :
“შახტარი” – 10 ( 8 ფრის შემთხვევაში )
“იუვენტუსი” – 6
“ჩელსი” – 4 ( 5 ფრის შემთხვევაში )
ამ შემთხვევაში, ჯგუფიდან გასასვლელად “იუვენტუსს” დი მატეოს შეგირდების სახლში დამარცხება ეყოფა, დონეცკში გასამართი შეხვედრა ბოლო ტურში მხოლოდ ფორმალობაღა იქნება.მეხუთე ტურის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელები დანიაში სამ ქულას იგდებენ ხელთ, პოტენციურად ვითარება ასეთია :
“შახტარი” – 13 ( 11 ფრის შემთხვევაში )
“იუვენტუსი” – 9 ქულა
“ჩელსი” – 4 ( 5 )
მაგრამ რა იქნება მაშინ, თუ “ჩელსი” “შახტართან” სახლში აიღებს სამ ქულას.
“შახტარი” – 7 ქულა
“ჩელსი” – 7 ქულა ( პირველი ადგილი 2 ბურთით მოგების შემთხვევაში ან ანგარიშით 1:0 )
“იუვენტუსი” – 6 ქულა
ამ შემთხვევაში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე ლონდონელები უნდა დაამარცხოს, თუმცა ეს ჯგუფიდან გასვლას ტურინელებს არ უნაღდებს – “ჩელსი” ხომ ბოლო ტურში დანიელებთან გეგმავს სამ ქულას.ბიანკონერები ვალდებულნი იქნებიან დონეცკში, სიცივესა და ყინვაში შედეგზე ითამაშონ და პლეიოფში გაინაღდონ ადგილი.
“შახტარი” – 10 ქულა
“იუვენტუსი” – 9 ( 7 ქულა ფრის შემთხვევაში და მესამე ადგილი )
“ჩელსი” – 7 ( 8 ქულა ფრის შემთხვევაში და მეორე ადგილი )
თუ ბებერი ქალბატონი ლონდონელებს დაამარცხებს, შემდეგ დონეცკში ფრეც კი მისაღები იქნება, “ჩელსისთან” კი დადებითი ბალანსი ექნება.
“შახტარი” – 11 ქულა
“იუვენტუსი” – 10 ქულა
“ჩელსი” – 10 ქულა
თუ მეხუთე ტურში “იუვე” – “ჩელსი” ფრედ დასრულდება, “ბიანკონერებს” უკრაინაში მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ, არისტოკრატები კი დანიელებს მოუგებენ და ამ შემთხვევაში, მესამე ადგილზე “შახტარი” აღმოჩნდება.
“ჩელსი” – 11 ქულა
“იუვენტუსი” – 10 ქულა
“შახტარი” – 10 ქულა
აქვე გეტყვით, მეხუთე ტურში მარცხი “ჩელსისგან” “იუვენტუსს” პირდაპირ გაუნაღდებს მესამე ადგილს, ანუ ევროპის ლიგის ბილეთს.
ამდენი გაუგებრობა და უამრავი კითხვის ნიშანი კი რა თქმა უნდა, “ნორდშელანდთან” ფრედ დასრულებულმა მატჩმა გააჩინა.
3 თამაშში იუვე აიღებს 7 ქულას და გავალთ უეჭველი ასე იქნება ნახავთ
სახლის თამაშები ორივე უნდა მოვიგოთ..სხვა გამოსავალი არ არის..შახტართან კი გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა შეევეცადოთ ქულა მაინც რო ავიღოთ..სახლში ქულის დაკარგვა ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასია..მატრის მაგივრად ბენტრნერს უნდა მიეცეს თამაშის უფლება..
4 დღეში უნდა დაისვენონ წესით, მერე კიდე 1 კვირა დაისვენებენ, კატანიას უნდა მოუგონ. მოუგებენ კიდეც, ნიჩიის მერე გაგიჟებულები თამაშობენ
თან ყველა მონდომებულია, ფორვარდებს თავის გამოჩენა უნდათ, ბენტნერი უნდა გამოუშვას თავიდანვე კატანიასთან.
მარტლა უნდა გაოუშვან ეგ ცხოველი კი არ უნდა ათამაშონ გამოუშვან დაბმული ცხოველი
კატანიასთან ალბათ ფრე იქნება, აქედანვე უნდა დაიწყონ ფეხბურთელების დასვენები, შუა ხაზმი მთლიანად გამოსაცვლელია და დაცვაშიც მარონეს და ლუსიოს უნდა ენდოს
ჩემი აზრით არ არსებობს არც ერთი გუნდი რომლის დამარცხებაც არ შეიძლება იუვეს სტადიონზე. სამი გადამწყვეტი თამაშია დარჩენილი. ნორდშლანდი სახლში, ჩელსი სახლში და შახტარი გასვლაზე. ვფიქრობ 7 ქულა გამსვლელი იქნება და თუკი იუვეს არ შეუძლია კონცენტრაცია მოახდინოს ამ სამ თამაშზე და ორი საშინაო მატჩიდან და შახტართან გასვლაზე ქულები აიღოს, მაშინ რა აზრი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლას? ამიტომაც ვფიქრობ საშიში და საპანიკო არაფერია. კიდევ ერთხელ გავმეორდები არ მჯერა რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი ჩაწყობილია და ტოპ ფორვარდი რომ გვჭირდება ამაზე კიდევ რომ ვკამათობთ, მგონი უცნაურია. შახტართან, ჩელსისთან და ნორდშრაღაცასთან გაიხსენეთ რამდენი მომენტი გააფუჭა თუნდაც მატრიმ, შეიძლება რაოდენობრივად ბევრი არა, მაგრამ სამაგიეროდ რასაც… Read more »
ჩელსის უნდა მოვუგოთ და გასულები ვართ 90% ეგაა გადამწყვეტი თამაში

მეც მგონია რომ გადამწყვეტ თამაშებს მოიგებენ ბიჭები რა, როცა დაჭირდათ მოიგეს და იმედია ეხლაც ეგრე იზავენ
რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ, მნიშვნელობა არ ექნება წინ მატრი იდგება თუ ბორიელო )) იუვეს სახელს ატარებენ და ვალდებულები ვართ ბოლომდე ჩვენი გუნდის გვერდით ვიდგეთ

შახტარს თავი ქუდში აქვს.. ჩელსი და იუვე დაჭამენ ერთმანეთს
გასული სეზონის ბოლო რვა ტური რომ იყო დარჩენილი სპეციალისტთა უმრავლესობა ფაორიტად მილანს ასახელებდა რადგან იუვეს ძალიან რთული კალენდარი ქონდა1 მაგრამ მოხდა საპირისპიროდ იუვემ 8 თამაშიდან 7 მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა, ამ ფორმაციის იუვე ქულებს უფრო სუსტ გუნდებთან კარგავს ვიიდრე ძლიერთან დარწმუნებული ვარ ჩელსის შინ მოვუგებთ თან ორბურთიანი სხვაობით მაინც ხოლო შახტართან იმ შჶდეგს მივაღწევთ რაც დაგვჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად
Q a s r a
რო იძახი ტოტალიზატორი უკვეთავსო შედეგსო, კაიდა არ დავთანმხმდი მერე რა ხდება?
შრშანი კალიარიში გადამწყვეტი თამაში რო იყო რაცარუნდა ტოტალიზატორს დაეკვეთა რო არ გაიყიდებოდა ის თამაში ხო იცი?
ქასრა 11 წლიდან ვთამაშობ და მეტნაკლებად ვიცი ტოტალიზატორის ამბები. კლუბებში შეიძლება გაიყიდოს თამაშები მარა ნაკრებში მაგას ვერ დავიჯეერებ. ერტი მარტივი კითხვის გამო. რა იყიდა საფრანგეთმა გაყიდული თამასშის შემდეგ პორტოგალიამ რა იყიდა იმ ფულით ისეთი რო თავის ქვეყანაში ფინალი წაგო მგონი სისულელეა. ყიდი თამაშს და რას ყიდულობ სანაცვლოთ?
ძაან ბევრი თამაშების ჩაწყობა ხდება ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონას დაურეკეს ჩამოდი ითამაშეო უკვე წამალზე იჯდა და ფიზიკურადაც ვეღარ იყო სათამაშო ფორმაში წონაში ძაან იყო მომატებული.მარა უთხრეს ცამოდი შენ და დოპინგ ტესტის გარეშე გათამაშებთო.2 თვეში ტიპმა აღიდგინა ფორმა ჩავიდა ითამაშა პირველივე თამაშში 6-7 კაცი მოატყუა გაიტანა მერე მეორე თამაში მოიგეს მერე მესამე გავიდნენ ჯგუფიდან და მერე უცებ დოპინგ ტესტის ჩატარება მოთხოვეს.ამას გაუკვირდა მარა არც უთქვია არაფერი ფაქტია რო ვერ გაივლიდა.წამოვიდა აეროპორტში პირდაპირ და თქვა ყველაფერი ვინაც ჩამოიყვანა და თუ ბრაზილიას უნდა მოაგებინონ თასი ეგრეც იყოსო.ეხლა იმ კაცს დაუმტკიცდა დანაშაული(გვარი აღარ მახსოვს)მარა 90 წლისაა და ვისღა უნდა მაგის დაჭერა.და როგორ ფიქრობ რატო… Read more »
რა გამოდის რომ დედამიწაზე ქასრა მარტო შენ და რამოდენიმე ადამიანმა იცის ეს ამბავი და დანარჩენი მსოფლიო გაშტერებულები უყურებენ ვილიამ ჰილი, ბეტ ანდ ვინი და შენ როგორ იგებთ ფულს ხო?
ხო ვიცი, ბრაზილიამ რომ მისცა ფინალი ფრანგებს 98 ში, იქიდან მოდის ყველაფერი! კარგით ხალხნო რა, სულ რაღაც შეთქმულებების ძიებაში ნუ ხართ. ამდენი გატეხილი თამაშიდან იუვენტუსს არაფერი შეხვდა? 100 და 200 ლარზე არ ითამაშებდა იმედია და ვნახოთ ერთი თუ ასე აქტიურად არიან ჩართულები, წესით ერთი კარგი თავდამსხმელის ფული კი უნდა გამოემუშავებინათ უკვე! ასეთ შემთხვევაში მომხრე ვარ :)
seba
საინტერესო კითხვაა და პასუხსაც გაგცემ:
თამაში ტყდება მაშინ როდესაც დიდი ნაგრუსკა აქვს… არსებობს ასეთი ტერმინიც: ,,დიდი კუში აქ” მაგალიტად იუვეს ფიორეში 2.2 ჰქონდა და გამოვიყვანე X… არისმომენტები როცა ერევიან შენს საქმეში და გიწევს გაიტვალისწინო მათი და ,,გააგორო” ის შედეგი რაც დაგიკვეთეს (ესე რომ დავარქვათ) მოკლედ ტოტალიზატორში არსებობს ტერმინი ,,არიფი”,,მოთამაშე” არიფი წერს ნორდსიერლანდი-იუვე 2იანი მოტამაშე X-ს და იცი რატომ? იმიტომ რომ მოთამაშე ტეხავს და იმის იმედადაა რომ ტოტალიზატორმა გაატეხიოს, არიფი კი ხედავს გუნდის სიძლიერეს და ამბობს, ვაა იუვენტუსს 2 ფრე აქვს? მესამე სანსი არაა, ზნაჩიტ მაგარი 2-იანია…
8 წელია მაგას ვტამაშობ და ძნელია ეხლა შენ ან სხვას გავაგებიო…
მართალი ხარ გაიხსენე თუნდაც ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატი რათ უნდა მაგას ლაპარაკი რო ბრაზილიას აჩუქეს
იუვე გადის ჯგუფიდან მერე რას იტყვით?ტაშს დავუკრავთ და ეგაა. მეკი 100000000000 მაგად გავიხარებ, რადგან იუვესი ყოველთვის მწამს და მჯერა და იმედებს რომ გამიმართლებს 100000000000 მაგად სახახარია! ვერ გავა?არაუსავ გაისად ვცდით ბედს… მტავარია გუნდი იზრდება და წინ მივიწევთ!
sandro (არ წავაგებთ!) ვაბშე მაგარს გეტყვი… 2002 წელი სამხრეთ კორეამ იტალია რომ გამოაგდო და მერე ესპანეთი მიაყოლა ძლიერი იყო კორეა? თუ კორეაში რომ თამაშობდა გაიყვანეს 4-ეულში? იასნა ცაწყობილი იყო!!! საფრანგენი უგოლოდ ტოვებს ჩემპიონატს, მას სენეგალი უგებს! დავიჯერე ბიჭო! 2004 წელი საოცარი დამთხვევა გახსნით მატჩში პორტუგალიას მისსავე მოედანზე უგებს საბერძნეთი და ჰოიი საოცრებავ ისევ ეს წყვილია ფინალში და აქაც საბერძნეთმა იმარჯვა. სეიდტარიდისი-ბასინასი-ნიკოპოლიდის ოქროს ბურთის პრეტენდენტები ხდებიან. ოტო რეჰაგელი გენიოსია! ვაი ვაიიი 2008 წელი ჰოლანდიამ ბეჭებზე გააკრა იტალია-საფრანგეთი და აი საოცრება მას გუს ჰიდინკის რასია პერიოტ ანადგურებს!!! 2008 წელი შესარჩევი… უმოტივაციო ხორვატია უგებს უებლიზე ინგლისს და ინგლისი ჯგუფში რჩება!!! საღოლ ძმაო თქვენ… Read more »
ანუ რა გამოდის ყველა ტოტალიზატორს ყომარობს და ჩვენ და მილიონობით ფეხბურთის ფანი სულ ტყულიად გულშემატკივრობს თავის საყვარელ გუნდებს? ანუ სულში გვაფურთხებენ? ანუ სულ ვკიდივართ და მარტო ფულის შოვნაზე არიან გადასულები? ეგ თუ ასიანი იცი რო თამაშებს ყიდის რა პონტში ბალეშიკობ იუვეს? მართლა მაინტერესებს ეს ყველაფერი რაც ვიკითხე.